დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 131 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 30/03/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/03/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.023964 |
|
„ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/02/2016, 300160070.10.003.019106) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის − „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ 903.2.8 ქვეთავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„903.2.8. ჯგუფი სც. სც ჯგუფის დაკავებულობები მთლიანად უზრუნველყოფილი უნდა იყოს 903.3 ქვეთავის შესაბამისად დაყენებული ავტოსაშხეფი სისტემით. გამონაკლისი: 1. სც-2 ჯგუფის მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობა, რომლის დაკავებული იატაკი არ მდებარეობს სახანძრო მანქანის მისადგომი ყველაზე დაბალი დონიდან 37 მ-ზე ზემოთ. 2. 2028 წლის 1 აპრილამდე სც-2 ჯგუფის მრავალბინიანი საცხოვრებელი მაღლივი შენობის საცხოვრებელ ერთეულებში (ბინებში) ავტოსაშხეფი სისტემის დაყენება აუცილებელი არ არის. 3. ერთბინიანი ან ორბინიანი საცხოვრებელი შენობები. 903.2.8.1. სც-3 ან სც-4 ჯგუფის საცხოვრებლები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და მარტოხელა მოხუცებისთვის. 903.3 ქვეთავის შესაბამისად დაყენებული ავტოსაშხეფი სისტემა დასაშვებია სც-3 ან სც-4 ჯგუფის საცხოვრებლებში, სადაც იმყოფება 16 ან 16-ზე ნაკლები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და მარტოხელა მოხუცი. 903.2.8.2. მოვლა-მზრუნველობის დაწესებულებები. 903.3 ქვეთავის შესაბამისად დაყენებული ავტოსაშხეფი სისტემა დასაშვებია მოვლა-მზრუნველობის დაწესებულებებში, სადაც ერთი ოჯახის საცხოვრებელში იმყოფება 5 ან 5-ზე ნაკლები პირი.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 აპრილიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები