„საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების განხორციელების თაობაზე“ ოქმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 129
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/03/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.023962
129
29/03/2023
ვებგვერდი, 31/03/2023
480140000.10.003.023962
„საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების განხორციელების თაობაზე“ ოქმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №129

2023 წლის 29 მარტი

   ქ. თბილისი

„საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების განხორციელების თაობაზე“ ოქმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2023 წლის 16 თებერვალს ხელმოწერილი „საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების განხორციელების თაობაზე“ ოქმი.
მუხლი 2
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული ოქმის დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს  ესპანეთის სამეფოს მხარეს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული ოქმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი