,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 173
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/08/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 116, 12/08/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 19/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.001.118
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
173
09/08/2008
სსმ, 116, 12/08/2008
010.240.030.10.003.001.118
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/08/2008 - 08/09/2008)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №173

2008 წლის 9 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებაში (სსმ III, 2004 წ., №54, მუხ. 462) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების ძირითადი მიმართულებების ფარგლებში საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის ძირითად დებულებათა და საქართველოს ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად მონაცემთა და მიმართულებათა ჩამოყალიბება, აგრეთვე შესაბამისი საფინანსო პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელება;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სახელმწიფო ბიუჯეტის დაბალანსების უზრუნველყოფა;“;

გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა, ანგარიშგება და ანგარიშსწორება;“;

დ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების ვალდებულებათა რეგისტრაცია დადგენილი წესის მიხედვით; საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულების დამოწმების შესაბამისად გადახდა დადგენილი წესის მიხედვით; უკან დასაბრუნებელ სახელმწიფო შემოსულობათა დაბრუნების პროცესის მართვა, აღრიცხვა და ანგარიშგება;“;

ე) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამ ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების მცურავი ყოველკვარტალური ფინანსური გეგმის შედგენა;“;

ვ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა კანონმდებლობის შესაბამისად;“;

ზ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) კანონმდებლობის შესაბამისად საბიუჯეტო ანგარიშგებისა და ფორმის დადგენა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შესრულების ანგარიშგების წარდგენის წესისა და ვადების დადგენა;“;

თ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შესრულების პერიოდული (3 თვე, 6 თვე, 9 თვე, წლიური) ანგარიშგების შედგენისა და წარდგენის წესის, ვადებისა და ფორმების შემუშავება;“.

2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებას სამინისტროს წლიური ბიუჯეტის და, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ბიუჯეტის შესახებ; იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტი და მიზანშეწონილი შესრულებისათვის;“.

3. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომელთა სახელმწიფო კონტროლს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სამინისტრო;“.

4. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) დავების განხილვის სამსახური.“.

5. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულებას, სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვას, ანგარიშგებასა და ანგარიშსწორებას;“.

6. მე-12 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:

„ვ) სახელმწიფოს შიდა და საგარეო საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების ერთიანი რეესტრის წარმოებას, სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების მართვისა და რესტრუქტურიზაციის საკითხთა განხილვას და შესაბამისი წინადადებების მომზადებას;

ზ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სასესხო დავალიანებათა მქონე სახელმწიფო სესხებით მოსარგებლე საწარმოების მიმართ დაწყებულ გაკოტრებისა და რეაბილიტაციის პროცესებში მონაწილეობას;“.

7. მე-18 მუხლის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საგარეო ფინანსური რესურსებიდან სახელმწიფოს მიერ აღებულ კრედიტებსა და საქართველოს ეკონომიკური აგენტების მიერ საგარეო ფინანსური რესურსებიდან აღებულ კრედიტებზე გაცემული სახელმწიფო გარანტიების აღრიცხვა;“;

ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო საგარეო კრედიტებიდან გაცემული სესხებისა და სახელმწიფო გარანტიით გაცემული კრედიტების დაუბრუნებლობით წარმოქმნილი დავალიანების დარეგულირების პროცესში მონაწილეობა;“;

გ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) სახელმწიფო სექტორის მიერ მიღებული გრანტებისა და ტექნიკური დახმარებების პროექტების აღრიცხვა, საინფორმაციო ბაზის წარმოება;“;

დ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) სარეიტინგო კომპანიებთან მუშაობა;“;

ე) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) სამინისტროს მონაწილეობით გასაფორმებელი საერთაშორისო შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;“;

ვ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების შესახებ დასკვნების მომზადების კოორდინაცია;“.

8. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ-ჩ“ ქვეპუნქტები:

„ყ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მიერ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების, მათ შორის ევროობლიგაციების გამოშვებასთან, განთავსებასა და მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებში მონაწილეობა;

შ) ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება სახელმწიფო საგარეო ვალის მდგრადობის შესახებ;

ჩ) ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებული სამინისტროს კომპეტენციის საკითხების შესრულების კოორდინაცია.“.

9. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული სამინისტროს უფლებამოსილებების განხორციელების კოორდინაცია.“.

10. 27-ე მუხლის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მიხედვით კვარტალური განწერისა და ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების თვეებისა და კვარტალების მიხედვით განწერის პროექტის მომზადება. მინისტრის ბრძანების მიხედვით თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის შესაბამისი დამტკიცებული მონაცემის მიწოდება;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მინისტრის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის თანახმად შესაბამისი წინადადებების მომზადება;“;

გ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საბიუჯეტო პოლიტიკის ძირითადი დებულებებისა და მათი შემდგომი სრულყოფის თაობაზე წინადადებათა შემუშავება;“;

დ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებების, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისადმი საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის სფეროში მეთოდური ხელმძღვანელობა და პრაქტიკული დახმარების გაწევა;“;

ე) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შესრულების ანგარიშგების შედგენისა და წარდგენის წესის, ვადებისა და ფორმების შემუშავება;“;

ვ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობებისა და გადასახდელების პერიოდული (ყოველთვიური, 3 თვე, 6 თვე, 9 თვე, ყოველწლიური) აღრიცხვა და ანგარიშგების შედგენა;“;

ზ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასაცემი ტრანსფერის თაობაზე წინადადებებისა და სათანადო ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;“;

თ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობის განსაზღვრა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის მიზნით;“;

ი) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) სხვადასხვავადიანი სახელმწიფო საშინაო სასესხო ვალდებულებების (სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების) გამოშვების, მიმოქცევისა და დაფარვის ძირითადი პირობების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;“.

11. 36-ე მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საგადასახადო შეთანხმების (ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების, გადასახადის გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების (კონვენციის)) ხელშეკრულებების მომზადების კოორდინაცია, მათ შორის, მოლაპარაკებების გამართვის ორგანიზება და ხელშეკრულებების გაფორმება;“;

ბ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის პარამეტრების წლიური გეგმების თვეებისა და კვარტალების მიხედვით განწერის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება, მათ შორის, საგადასახადო და საბაჟო ორგანოების მიხედვით;“;

გ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) დამტკიცებული განწერის საფუძველზე ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონიტორინგი, მის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, საბიუჯეტო შემოსავლების ყოველთვიური განწერის კორექტირების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება;“.

12. 36-ე მუხლის „დ“, „ნ“, „ო“, „რ“ და „ქ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

13. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 39-ე მუხლი:

     „მუხლი 39

დავების განხილვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საჩივრების და ამ საჩივრებთან დაკავშირებით წარმოდგენილი ყველა მასალის განხილვა, სათანადო ინფორმაციის მომზადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოზე (შემდგომში – საბჭო) გასატანად;

ბ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად საბჭოში წარდგენილი საგადასახადო დავების შესახებ მასალების დამუშავება და საბჭოს სხდომების ორგანიზება;

გ) საბჭოს მიერ საჩივრის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გაფორმება კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) საჩივრების ელექტრონული ბაზის მართვა, პრაქტიკის განზოგადება;

ე) დავების ხასიათიდან გამომდინარე, კანონმდებლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამის სამართლებრივ აქტებში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების მომზადება;“.

14. 39-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) საჩივრის საბჭოს სხდომაზე განხილვამდე საბჭოს გადაწყვეტილების პროექტის (რეკომენდაციის) მომზადება.“.

    მუხლი 2

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნ. გილაურმა 2008 წლის 9 სექტემბრამდე უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში შესაბამისი რეორგანიზაციის განსახორციელებლად სათანადო ღონისძიებების გატარება.

    მუხლი 3

1. ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლი, გარდა მე-14 პუნქტისა, ამოქმედდეს 2008 წლის 9 სექტემბრიდან.

3. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-14 პუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე