„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 დეკემბრის №56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/03/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/03/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 26/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016562
9
29/03/2023
ვებგვერდი, 30/03/2023
010250050.35.166.016562
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 დეკემბრის №56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2023 წლის 29 მარტი

ქ. გურჯაანი

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 დეკემბრის №56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტენილ იქნეს „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 დეკემბრის №56 დადგენილებაში  (გამოქვეყნების წყარო:www.macne.gov.ge, 23.12.2022, 010250050.35.166.016551) შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების პრველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული დანართი 6-ის მე-7 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) პირის, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის კრიტერიუმებს და გადასახდელი აქვს 300 ლარზე ნაკლები თანხა, თანადაფინანსება არ განხორციელდება.“.

2. დადგენილების პირველი მუხლის მე-18 პუნქტით დამტკიცებული დანართი 18-ის „უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტის სწავლის თანადაფინანსების“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის მოსარგებლეა გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული:

ა) სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 150 000-მდე ქულის მქონე ოჯახის:

ა.ა) სტუდენტი, რომლის ერთ-ერთი მშობელი გარდაცვლილია;

ა.ბ) მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტი შვილი;

ა.გ) სტუდენტი, რომლის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის ერთერთი მშობლის შესახებ;

ა.დ) სტუდენტი, რომლის ერთ-ერთი მშობელი არის მკვეთრად გამოხატული შშმ პირი;

ბ) ორივე გარდაცვლილი მშობლის სტუდენტი შვილი;

გ) სტუდენტი, რომლის ერთ-ერთ მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება-მოვალეობა.

2. ამავე დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სტუდენტის სწავლის თანადაფინანსების წლიური ლიმიტი შეადგენს 1000 ლარს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი