დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | გ-55. 552308717 |
| დოკუმენტის მიმღები | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/03/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/03/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.168.016001 |
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-55. 552308717
2023 წლის 28 მარტი
ქ. სიღნაღი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის გეოგრაფიული ობიექტების ( ქუჩების) სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ №239 დადგენილების მეშვიდე მუხლისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2023 წლის 8 თებერვლის სხდომის გადაწყვეტილების (ოქმი №35) საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის ქუჩების სახელდება მოხდეს თანდართული მისამართების რეესტრისა და დამისამართებული ორთორუკის შესაბამისად (დანართი №1).
1. დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას განკარგულების შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და პრაქტიკულ ღონისძიებათა განხორციელება.
2. დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს აღნიშნული განკარგულების გადაგზავნა ყველა დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირისთვის შესაბამისი ცვლილებების გასატარებლად.
3. ეს განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
4. ამ განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქ. №15 ) განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი
დანართი №1
სოფელი ძველი ანაგა:
№ 1 - ქუჩას ეწოდოს ერეკლე II-ის ქუჩა;
№ 21 - ქუჩას ეწოდოს ამაღლების ქუჩა;
№ 22 - ქუჩას ეწოდოს კახეთის ქუჩა;
№ 23 - ქუჩას ეწოდოს კამბეჩოვანის ქუჩა;
№ 24 - ქუჩას ეწოდოს ნიკო ფიროსმანის ქუჩა;
№ 25 - ქუჩას ეწოდოს ხორნაბუჯის ქუჩა;
№ 26 - ქუჩას ეწოდოს იოანე ნათლისმცემლის ქუჩა;
№10- ქუჩას ეწოდოს ქიზიყის ქუჩა;
№11 - ქუჩას ეწოდოს იროდიონ ევდოშვილის ქუჩა;
№12 - ქუჩას ეწოდოს ფანიანის ქუჩა;
№13 - ქუჩას ეწოდოს იაკობ გოგებაშვილის ქუჩა;
№14 - ქუჩას ეწოდოს წმინდა გიორგის ქუჩა;
№15 - ქუჩას ეწოდოს ჰამლეტ გონაშვილის ქუჩა;
№16 - ქუჩას ეწოდოს წმინდა ნინოს ქუჩა;
№17 - ქუჩას ეწოდოს დავით გარეჯელის ქუჩა;
№18 - ქუჩას ეწოდოს 9 აპრილის ქუჩა;
№19 - ქუჩას ეწოდოს შირაქის ქუჩა;
№2 - ქუჩას ეწოდოს პოეტების ქუჩა;
№20 - ქუჩას ეწოდოს ღარწყლის ქუჩა;
№3 - ქუჩას ეწოდოს ქედლის ქუჩა;
№14 - ქუჩას ეწოდოს კავკასიონის ქუჩა;
№5 - ქუჩას ეწოდოს ალაზნის ქუჩა;
№7 - ქუჩას ეწოდოს აფხაზეთის ქუჩა;
№8 - ქუჩას ეწოდოს სამაჩაბლოს ქუჩა.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები