„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12− მე-16 ნაწილებით, 125<sup>4</sup>, 135-ე, 135<sup>1</sup> მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 აპრილის №6/13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12− მე-16 ნაწილებით, 1254, 135-ე, 1351 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 აპრილის №6/13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5/11
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/03/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/03/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016563
5/11
29/03/2023
ვებგვერდი, 30/03/2023
010250020.35.111.016563
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12− მე-16 ნაწილებით, 1254, 135-ე, 1351 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 აპრილის №6/13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12− მე-16 ნაწილებით, 1254, 135-ე, 1351 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 აპრილის №6/13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5/11

2023 წლის 29 მარტი

ქ. ფოთი

 

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12− მე-16 ნაწილებით, 1254, 135-ე, 1351 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 აპრილის №6/13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12− მე-16 ნაწილებით, 1254, 135-ე, 1351 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2021 წლის 27 აპრილის  №6/13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  29/04/2021, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.111.016482) შეტანილ იქნეს ცვლილებები, კერძოდ:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552, 55​​6 მუხლებით, 1074 მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით, 1254, 1341, 135-ე, 1351, 146​​1 მუხლებით, 152-ე, 1525-1529, 1534 მუხლებით, 1585  მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552, 55​​​6 მუხლებით, 1074 მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით, 1254, 1341, 135-ე, 1351, 146​​1 მუხლებით, 152-ე, 1525-1529, 1534 მუხლებით, 1585  მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით,159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს „ქალაქ ფოთის მუნიციპალურ ინსპექციას“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 415112149).“.

3. დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს  რედაქციით:

„ა) „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552, 55​​6 მუხლებით, 1074 მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით, 1254, 1341,  135-ე, 1351, 146​​1 მუხლებით, 152-ე, 1525-1529, 1534 მუხლებით, 1585  მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №1) .”.

4. დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

5. დადგენილების მე-2 მუხლს დაემატოს „ვ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ვ) სააღსრულებო ფურცლის ფორმა (დანართი №6).“.

6. დადგენილების მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №6 (სააღსრულებო ფურცლის ფორმა) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 აპრილიდან.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ტყებუჩავა



     დანართი №1

 

 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 55 2, 55 ​​​ 6 მუხლებით, 107 4 მუხლით , 114 2 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით, 125 4, 134 1, 135-ე, 135 1, 146 ​​​ 1 მუხლებით, 152-ე, 152 5-152 9, 153 4 მუხლებით, 158 5 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე და 159 1 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შევსების , ჩაბარების , წარმოებისა და აღრიცხვა - ანგარიშგების წესი

მუხლი 1. წესის რეგულირების საგანი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552, 55​​​6 მუხლებით, 1074 მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით, 1254, 1341, 135-ე, 1351, 146​​1 მუხლებით, 152-ე, 1525-1529, 1534 მუხლებით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/344 ბრძანებისა და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად და განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესს.

მუხლი 2. საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი თანამშრომლები

საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ფოთის მუნიციპალური ინსპექციის“ (შემდგომში – სამართალსუბიექტი) დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული, სამართალსუბიექტის თანამშრომლები (შემდგომში – თანამშრომელი).

მუხლი 3. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი და მისი შევსება

1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552, 55​​6 მუხლებით, 1074 მუხლით, 114​2 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით, 1254, 1341, 135-ე, 1351, 146​​1 მუხლებით, 152-ე, 1525-1529, 1534 მუხლებით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგინოს შესაბამისი საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

2. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ორ ეგზემპლარად. რომლის ერთი ეგზემპლარი (ორიგინალი) რჩება მის შემვსებ სამართალსუბიექტის თანამშრომელთან, მეორე გადაეცემა სამართალდამრღვევს.

3. საჯარიმო ქვითარი შედგება ორი ნაწილისგან: ა) ნაწილი I – საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა.

4. საჯარიმო ქვითარში შეიტანება:

ა) პირველ პუნქტში: შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

ბ) მე-2 პუნქტში: შედგენის ადგილი;

გ) მე-3 პუნქტში: შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი;

დ) მე-4 პუნქტში: ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მონაცემები: ფიზიკური პირის შემთხვევაში – მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები, პირადი ნომერი, სახელი და გვარი, მისამართი (რეგისტრაციის და სხვა); იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;

ე) მე-5 პუნქტში: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი;

ვ) მე-6 პუნქტში: ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული პასუხისმგებლობა;

ზ) მე-7 პუნქტში: მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები, პირადი ნომერი, სახელი და გვარი, მისამართი (რეგისტრაციისა და სხვა);

თ) მე-8 პუნქტში: დამრღვევის ახსნა-განმარტება: ახსნა-განმარტების არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა და იმ პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, რომელმაც ჩამოართვა ახსნა-განმარტება;

ი) მე-9 პუნქტში: მიმღები მოლარე (ხელმოწერა, თარიღი, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი), სადაც გადახდილი უნდა იქნეს ჯარიმით გათვალისწინებული თანხა.

5. საჯარიმო ქვითრის შევსებისას სამართალდამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, საჯარიმო ქვითრის გასაჩივრების ადგილი და ვადა, პასუხისმგებლობა ჯარიმით გათვალისწინებული თანხის კანონით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, რაც აღინიშნება საჯარიმო ქვითარში.

6. საჯარიმო ქვითრის ფორმა უნდა შეიცავდეს ბეჭდის ადგილს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება იმ უფლებამოსილი პირის მიერ, რომელიც აწარმოებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.

7. საჯარიმო ქვითრის პირველ ნაწილს, გარდა მე-9 პუნქტისა, ავსებს თანამშრომელი. საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი შემდგენელი და სამართალდამრღვევი. თუ არიან მოწმეები ან სხვა პირები შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც.

8. თუ სამართალდამრღვევი უარს ამბობს საჯარიმო ქვითრის ხელმოწერაზე, ამის შესახებ საჯარიმო ქვითარში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი სამართალდარღვევის ოქმის შემვსები პირის მიერ. სამართალდამრღვევი უფლებამოსილია დაურთოს საჯარიმო ქვითარზე ახსნა–განმარტებები და წარადგინოს შენიშვნები საჯარიმო ქვითრის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე ახსნას ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

9. საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ საჯარიმო ქვითრის პირველი ნაწილის შესაბამისად.

10. საჯარიმო ქვითარი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. საჯარიმო ქვითარში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზის მითითებით აბარებს საჯარიმო ქვითრის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს.

11. საჯარიმო ქვითარი მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა რეგისტრირებული უნდა იქნეს საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის) სარეგისტრაციო ჟურნალში.

მუხლი 4. საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგება

1. საჯარიმო ქვითრების გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

2. საჯარიმო ქვითრის აღრიცხვისა და გაცემისთვის ინიშნება პასუხისმგებელი პირი.

3. საჯარიმო ქვითრის ბლანკები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში ან კარადაში.

4. საჯარიმო ქვითრის ბლანკი წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, იბეჭდება სტამბური წესით და სააღრიცხვო სერიით.

5. თანამშრომლისთვის საჯარიმო ქვითრის ბლანკის გაცემას ახორციელებს „სამართალსუბიექტის“ მიერ საჯარიმო ქვითრის აღრიცხვასა და გაცემაზე განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი. საჯარიმო ქვითრების გაცემა აღირიცხება „საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში”.

6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას შედგენილი საჯარიმო ქვითარი ფიქსირდება სპეციალურ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალში.

7. ამ მუხლის მეხუთე და მეექვსე პუნქტებით განსაზღვრული ჟურნალების ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი. ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება „სამართალსუბიექტის“ ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით.

8. ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით.

9. ჟურნალებში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის მეშვეობით. უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ აღრიცხვის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.

10. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისთვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას.

11. ჟურნალებში ჩანაწერი ინომრება კალენდარული წლის ფარგლებში.

მუხლი 5. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა

1. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა შეიძლება:

ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;

ბ) საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო;

გ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითარი ჩამოიწერება აქტით.

3. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 6. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრება

1. პირს, ვის მიმართაც გამოტანილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552, 55​​​6 მუხლებით, 1074 მუხლით, 114​2 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით, 1254, 1341, 135-ე, 1351, 146​​​1 მუხლებით, 152-ე, 1525-1529, 1534 მუხლებით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმი – საჯარიმო ქვითარი, მისი შედგენიდან 10 დღის ვადაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლია გაასაჩივროს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერთან (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, დავით აღმაშენებლის ქუჩა №12).

მუხლი 7. ჯარიმის გადახდა

1. სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს ან დასვენების დღეს (შაბათს, კვირას), ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობით აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30 დღის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, „სამართალსუბიექტის“ მიერ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

 მუხლი 8. ვადების ათვლა

წინამდებარე წესით განსაზღვრული ვადების ათვლისას გამოიყენება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.


          დანართი №6

  საქმე №

 

ს ა ა ღ ს რ უ ლ ე ბ ო    ფ უ რ ც ე ლ ი

 

                     -------------------------------------------------------------------------------------

                                   (სააღსრულებო ფურცლის გამცემი)

 

-----------------------------------------------------------------------------------------------

საქმე, რომლის გამოც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი

-----------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------

დადგენილების გამოტანის/ოქმის შედგენის თარიღი

------------------------------------------------------------------------------------------------

დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი

-------------------------------------------------------------------------------------------------

დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი:

 --------------------------------------------------------------------------------------------------

კრედიტორის დასახელება  და რეკვიზიტები:

-------------------------------------------------------                                  

-------------------------------------------------------

მოვალის დასახელება და რეკვიზიტები:

-----------------------------------------------------------------------------------------------------

სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი:

სააღსრულებო ფურცლის გამცემი ორგანოს ხელმძღვანელი  ----------------------------