,,საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ”

  • Word
,,საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 21/2004
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 12/02/2004
დოკუმენტის ტიპი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 16, 13/02/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.359
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
21/2004
12/02/2004
სსმ, 16, 13/02/2004
010.190.020.13.007.006.359
,,საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ”
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/02/2004 - 19/02/2004)

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №21/2004

2004 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართ­ველოს საარჩევნო კოდექსი” 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის განისაზღვროს ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადები:

არა უგვიანეს 2004 წლის:

ა) 19 თებერვლისა ცესკოს თავმჯდომარისათვის რეგისტრირებული პარტიების მიერ საარჩევნო ბლოკის შექმნის შესახებ განცხადებისა და საარჩევნო ბლოკის წესდების წარდგენა;

ბ) 20 თებერვლისა ცესკოს თავმჯდომარისათვის ცესკოს სათანადო სამსახურის მიერ საარჩევნო ბლოკში გაერთიანების სურვილის მქონე რეგისტრირებული პარტიების მიერ წარმოდგენილი საბუთების თაობაზე დასკვნის წარდგენა;

გ) 21 თებერვლისა ცესკოს თავმჯდომარის მიერ საარჩევნო ბლოკისა და მისი წარმომადგენლის რეგისტრაციაში გატარება, ხოლო საბუთების კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში ბლოკის წარმომადგენლისათვის შეუსაბამობის თაობაზე წერილობითი ცნობება;

დ) 23 თებერვლისა დაბლოკების მსურველი რეგისტრირებული პარტიების მიერ შესწორებული საბუთების დაბრუნება ცესკოს თავმჯდომარისათვის;

ე) 25 თებერვლისა ცესკოს თავმჯდომარის მიერ საარჩევნო ბლოკისა და მისი წარმომადგენლის რეგისტაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.

მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე             ზ. ჭიაბერაშვილი

კომისიის მდივანი                დ. ქიტოშვილი