„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 29/03/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/03/2023
ძალაში შესვლის თარიღი 31/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016615
13
29/03/2023
ვებგვერდი, 30/03/2023
300280000.16.009.016615
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №13

2023 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
ელექტროენერგიის ტარიფების შესახებსაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილების (სსმ III, 08.12.2008 №175, სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.012.460) 112 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„1. ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიწოდების დროებითი ტარიფები:

ა)

3,3-6-10 კილოვოლტი (საყოფაცხოვრებო მომხმარებელი):

   
 

2023 წლის 31 მარტიდან 2023 წლის 1 ივლისამდე

 -

18.052 თეთრი/კვტსთ;

ბ)

220/380 ვოლტი (მცირე საწარმოები):

 

 

 

2023 წლის 31 მარტიდან 2023 წლის 1 ივლისამდე

-

12.442 თეთრი/კვტსთ;

გ) მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის და ელექტროენერგიის რაციონალური გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში (სს „ეპ ჯორჯია მიწოდების“ აბონენტებისათვის) საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის (მოსახლეობისათვის) 220/380 ვოლტ ძაბვაზე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფები (30 კალენდარულ დღეში):

გ.ა)

101 კვტსთ-ის ჩათვლით:

   
 

2023 წლის 31 მარტიდან 2023 წლის 1 ივლისამდე

 -

3.753 თეთრი/კვტსთ;

გ.ბ)

101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით:

   
 

2023 წლის 31 მარტიდან 2023 წლის 1 ივლისამდე

 -

3.753 თეთრი/კვტსთ;

გ.გ)

301 კვტსთ-დან და მეტი:

   
 

2023 წლის 31 მარტიდან 2023 წლის 1 ივლისამდე

 -

4.491 თეთრი/კვტსთ.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 31 მარტიდან.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე