დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-176 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/04/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/04/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 10/04/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010020000.22.023.016783 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/04/2023 - 12/07/2023)
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ
|
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილებთ დამტკიცებული ,,აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესის“ შესაბამისად, ვბრძანებ
: |
| მუხლი 1 |
1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები:
ა) ემბლემა; ბ) ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკის ნიმუში; გ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუში. 2. სააგენტოს ემბლემა წარმოადგენს მეწამული (წითელი) არშიით შემოსაზღვრულ ჰერალდიკურ ფარს, რომლის ვერცხლის (თეთრ) ველზე მეწამულით გამოსახულია სტილიზებული ვაზის ორნამენტი – ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ასოცირებული სიმბოლო. |
| მუხლი 2 |
1. ემბლემა გამოიყენება (აღმართვა, გამოფენა, გამოსახვა) სააგენტოს საქმიანობის ფარგლებში და მიზნებისათვის.
2. ემბლემა შეიძლება გამოისახოს: ა) სააგენტოს ვებგვერდზე; ბ) სააგენტოს მიერ გაცემულ შესაბამისობის სერტიფიკატზე; გ) სააგენტოს საინფორმაციო ბანერებზე, აბრებზე; დ) სააგენტოს მიმოწერის ბლანკზე/დოკუმენტაციაზე; ე) სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივ მოწმობაზე; ვ) სააგენტოს სარგებლობაში არსებულ ავტომობილზე; ზ) სააგენტოს ბეჭდვით გამოცემებზე, ვიდეო და ფოტომასალებზე; თ) სარეკლამო-საინფორმაციო, სუვერენულ პროდუქციაზე და სამსახურებრივ ინვენტარზე; ი) სააგენტოს თანამშრომლის სპეციალური ფორმის ტანსაცმელზე. 3. სხვა საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს ემბლემის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები შესაძლებელია დაზუსტდეს სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 4. სააგენტომ ემბლემის გამოყენებისას იხელმძღვანელოს „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან ერთად სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივნისის №282 დადგენილებით. 5. სააგენტომ უზრუნველყოს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების გატარება. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 10 აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები