„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №612 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №612 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 127
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/03/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 190020010.10.003.023960
127
28/03/2023
ვებგვერდი, 29/03/2023
190020010.10.003.023960
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №612 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №127

2023 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №612 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად , „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებსაქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №612 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2022, 190020010.10.003.023823) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების :

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„1. განისაზღვროს შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის (CPV კოდების ) მიხედვით კლასიფიკატორის კოდები და ზოგიერთი CPV კოდის მონეტარული ზღვრები , რომელთა ფარგლებში საქართველოს მთავრობის /პრემიერ -მინისტრის კონტროლს დაქვემდებარებული /ანგარიშვალდებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ , საქართველოს სამინისტროებისა და მათ კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ , ასევე იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ , რომელთა ხელმძღვანელებსაც ნიშნავს საქართველოს პრემიერ -მინისტრი , სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება საჭიროებს საქართველოს მთავრობის წინასწარ თანხმობას , წესის (დანართი №1) შესაბამისად .“.

2. წესის №1 დანართის :

) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

მუხლი 1. შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის (CPV კოდების ) მიხედვით კლასიფიკატორის კოდებისა და ზოგიერთ CPV კოდზე მონეტარული ზღვრების (ცხრილი №1) ფარგლებში საქართველოს მთავრობის /პრემიერ -მინისტრის კონტროლს დაქვემდებარებული /ანგარიშვალდებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ , საქართველოს სამინისტროებისა და მათ კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ , ასევე იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ , რომელთა ხელმძღვანელებსაც ნიშნავს საქართველოს პრემიერ -მინისტრი , სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება საჭიროებს საქართველოს მთავრობის წინასწარ თანხმობას .“;

  ) ცხრილი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

  „ცხრილი1

 

CPV კოდი

დასახელება

მონეტარული
ზღვარი (ლარი )

შენიშვნა

30200000

კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები

15 000

მონეტარული ზღვარი გამოიყენება შემდეგი პრინციპით: ერთი სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში განსახორციელებელი შესყიდვის ღირებულება აჭარბებს თითოეულ CPV კოდზე განსაზღვრულ მონეტარულ ზღვარს.“.

32300000

ტელე- და რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიო- ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა

20 000

39100000

ავეჯი

15 000

34100000

ავტოსატრანსპორტო საშუალებები

   

32200000

რადიოტელეფონიის, რადიოსატელეგრაფო, რადიო- და ტელემაუწყებლობის აპარატურა 

   

“.

მუხლი 2
იმ შემსყიდველმა ორგანიზაციებმა, რომელთა მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვა ამ დადგენილების ამოქმედებამდე ექცეოდა „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №612 დადგენილებით განსაზღვრულ რეგულაციებში, ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ იხელმძღვანელონ „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №612 დადგენილების მოქმედი რედაქციით.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი