დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ვანის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | გ-65. 65230863 |
| დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/03/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/03/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.121.016014 |
|
ვანის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-15, მე-16 და მე-17 პუნქტების შესაბამისად, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ სამისამართო დეპარტამენტის უფროსის 2023 წლის 2 მარტის №43645 წერილის საფუძველზე, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. განხორციელდეს ვანის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდება არაბული ციფრების გამოყენებით ამ განკარგულების დანართი №1-ისა და თანდართული სიტუაციური რუკების შესაბამისად (დანართი №2.1 – 2.23). 2. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“, სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ასევე ვანის მუნიციპალიტეტის მერიას რეაგირებისათვის. 3. განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში. 4. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე. 5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, გაცნობიდან ერთი თვის განმავლობაში, სამტრედიის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები