,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 27/03/2023
დოკუმენტის ტიპი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 080240000.79.092.016016
16
27/03/2023
ვებგვერდი, 27/03/2023
080240000.79.092.016016
,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი
 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის

ბრძანება №16

2023 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

 

,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №9 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 07/06/2022, სარეგისტრაციო კოდი: 080240000.79.092.016009) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:

1. მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) მსხვერპლთა უფლებების დაცვის სამმართველო.“

2. მე-9 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს  შემდეგი შინაარსის ბ1 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ1 ) აღმოსავლეთ საქართველოს III სამმართველო;“.

3. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საგამოძიებო დეპარტამენტში შემავალი აღმოსავლეთ საქართველოს  I სამმართველოს, აღმოსავლეთ საქართველოს II სამმართველოს, აღმოსავლეთ საქართველოს  III სამმართველოს, კახეთის სამმართველოს, დასავლეთ საქართველოს სამმართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს და აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.“.

4. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 171 .  მსხვერპლთა უფლებების დაცვის სამმართველო

1. მსხვერპლთა უფლებების დაცვის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებში გამოცხადებული მოქალაქისთვის სამსახურის მანდატისა და საგამოძიებო უფლებამოსილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ასევე, მისთვის კონსულტაციის გაწევა და  სხვა დაწესებულებასთან გადამისამართება, იმ შემთხვევაში თუ, დაყენებული მოთხოვნა სცდება სამსახურის კომპეტენციას;

ბ) დაინტერესებული პირისთვის მის მიერ წარმოდგენილ განცხადებასთან/შეტყობინებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება.  ასევე, საჭიროებიდან გამომდინარე, კორესპონდენციის მიღების, ჩაბარებისა და გაგზავნის უზრუნველყოფა;

გ) გამომძიებლის/სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმომადგენლისა და მოქალაქის შეხვედრის ორგანიზება;

დ) დაზარალებულისთვის/მოწმისათვის უფლება-მოვალეობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება და მათთან ჯეროვანი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;

ე) მსხვერპლთან შეხვედრა და მის მიერ საკუთარი უფლებებით სარგებლობის ხელშეწყობა, მათ შორის, საქმის მასალების გაცნობის პროცესის დაგეგმვა/ორგანიზება და მასალების გაცნობის უზრუნველყოფა;

ვ) დაზარალებულთან შეხვედრა და მის მიერ საკუთარი უფლებებით სარგებლობის ხელშეწყობა, მათ შორის, საქმის მასალების გაცნობის ან/და მასალების ასლების გადაცემის პროცესის დაგეგმვა/ორგანიზება და გაცნობის/გადაცემის უზრუნველყოფა;

ზ) ბრალდებულის ან მისი ნათესავების, ასევე, პროცესის სხვა მონაწილის მხრიდან მოწმის ან/და დაზარალებულის/მსხვერპლის სიცოცხლისთვის/ჯანმრთელობისთვის საფრთხის არსებობის შემთხვევაში, ინფორმაციის გამომძიებლისთვის მიწოდება და დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენების საჭიროების განსაზღვრის პროცესში მონაწილეობა/პროცესის ხელშეწყობა;

თ) ძალადობრივი დანაშაულის დაზარალებულისთვის/მსხვერპლისთვის ტრავმისგან გამოწვეულ სირთულეებთან გამკლავების პროცესში დახმარება, მისი პიროვნულ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში, პირველადი ფსიქოლოგიური დახმარების გაწევის უზრუნველყოფა;

ი) საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების მიმდინარეობისას, მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნის მიზნით, მოწმისთვის/დაზარალებულისათვის ხელმისაწვდომი სერვისების (სარეაბილიტაციო ცენტრები, თავშესაფრები, იურიდიული დახმარების სამსახური, ფსიქოლოგიური მხარდაჭერის აღმოჩენის ცენტრები და სხვა) შეთავაზების, სერვისების გამწევ პირებთან/ორგანიზაციებთან დაკავშირებისა და შეხვედრების ორგანიზების უზრუნველყოფა;

კ) დაზარალებულისთვის ისეთი საპროცესო მოქმედებების შესახებ ინფორმაციის მოწოდების უზრუნველყოფა, როგორსაც წარმოადგენს მათ შორის, გამოძიების დაწყება, ბრალდებულის დაკავება, საქმის სასამართლოში გადაგზავნა და სხვა.

ლ) მოწმის/დაზარალებულის საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებაში შეუფერხებლად მონაწილეობის მიზნით, საჭირო პროცესების (მათ შორის, დამსაქმებელთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა, საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის გამო მოწმისთვის/დაზარალებულისთვის დასაქმების ადგილზე გაცდენილი საათების საპატიოდ ჩათვლის მიზნით) კოორდინაციის უზრუნველყოფა;

მ) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისთვის საქმის მასალების გაცნობის პროცესის ორგანიზება და ეფექტური პრაქტიკული იმპლემენტაციის უზრუნველყოფა; 

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, მსხვერპლთან/დაზარალებულთან/მოწმესთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო კომუნიკაციისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა;

ო) საგამოძიებო პროცესში მსხვერპლის, მოწმისა და დაზარალებულის მხარდაჭერასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების განხორციელების უზრუნველყოფა;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება;

ჟ) სამსახურში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;

რ) სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების პერიოდულად აღრიცხვა, განახლება და გამოძიების ხარისხის მონიტორინგისა და ანალიტიკური დეპარტამენტისთვის მიწოდება;

ს) სამსახურის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში, მათი შესრულება;

ტ) საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება სამმართველოს მიერ დაგეგმილი შესაბამისი პროექტების, ღონისძიებებისა და შეხვედრების თაობაზე;

უ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;

ფ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის და კურატორი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის/მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დავალების საფუძველზე სხვა ფუნქციების განხორციელება;

ქ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსიკარლო კაციტაძე