დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | გ-17. 17230839 |
| დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/03/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/03/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.139.016011 |
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-17.17230839 2023 წლის 24 მარტი ქ. ბორჯომი |
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 8 დეკემბრის №209180 წერილის და 2023 წლის 14 მარტის N52033 წერილის თანახმად:
1. განხორციელდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) დამისამართება არაბული ციფრების გამოყენებით, დანართი №1-ის შესაბამისად. 2. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრების გამოყენებით დამისამართება განხორციელდეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 8 დეკემბრის №209180 წერილით წარმოდგენილი გეოგრაფიული მონაცემების ამსახველი სიტუაციური რუკების შესაბამისად; 3. განკარგულება რეაგირებისათვის გადაეგზავნოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას; 4. განკარგულება, მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას; 5. განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე; 6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე; 7. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ახალციხის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქუჩა № 62).
საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები