„აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2020 წლის 10 აპრილის №01-1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2020 წლის 10 აპრილის №01-1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-1
დოკუმენტის მიმღები აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი
მიღების თარიღი 27/03/2023
დოკუმენტის ტიპი აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 010340000.44.064.016017
01-1
27/03/2023
ვებგვერდი, 28/03/2023
010340000.44.064.016017
„აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2020 წლის 10 აპრილის №01-1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის

ბრძანება №01-1

2023 წლის 27 მარტი

. თბილისი

 

„აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2020 წლის 10 აპრილის №01-1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2020 წლის 10 აპრილის №01-1 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge, 10/04/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010340000.44.064.016012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების მე-5 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. თუ აკრედიტაციის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე, შშო-ს მხრიდან გამოვლინდა შესაძლო თაღლითობის ფაქტი, ან შშო-ს მიერ აკრედიტაციის მიღების მიზნით წარმოდგენილი აქვს მცდარი ინფორმაცია ან მალავს ინფორმაციას, რომელიც გავლენას მოახდენდა აკრედიტაციაზე მისაღებ გადაწყვეტილებაზე, ან თუ პირველადი აკრედიტაციის მსურველ შშო-ში დასაქმებულია პერსონალი, რომელთა საქმიანობის შედეგად, მათ შორის, სხვა შშო-ს შეუმცირდა/გაუუქმდა აკრედიტაცია წინამდებარე საკ 1.1:2020-ის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამ შემთხვევაში აკრედიტაციის ცენტრის პასუხისმგებელი პირის დასაბუთებული წინადადების საფუძველზე, აკრედიტაციის კომიტეტის გადაწყვეტილების თანახმად, აკრედიტაციაზე განაცხადის განხილვა და აკრედიტაციის პროცესი წყდება დაუყოვნებლივ და შშო-ს არ უბრუნდება გადახდილი საფასური. ამასთან, აკრედიტაციის ცენტრში განაცხადის ხელახალი შეტანა ხდება განაცხადის მიღებაზე უარის თქმის, ან აკრედიტაციის პროცესის შეწყვეტის დღიდან არანაკლებ 6 თვის გასვლის შემდეგ და ეს განაცხადი განიხილება როგორც პირველადი აკრედიტაციის განაცხადი და მისი განხილვის პროცესში ასევე მხედველობაში მიიღება წინა განაცხადის მიღებაზე უარის თქმის, ან აკრედიტაციის პროცესის შეწყვეტის  შესაბამისი საფუძვლები.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების მე-9 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი შეფასება ადგილზე ვიზიტის გზით ხორციელდება შშო-ს წერილობითი მომართვის საფუძველზე, მას შემდეგ, რაც მის მიერ სრულად იქნება წარმოდგენილი შეფასებისას გამოვლენილი მნიშვნელოვანი შეუსაბამობების გამოსწორების თაობაზე შესაბამისი მაკორექტირებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია/მტკიცებულება. დამატებითი შეფასება ადგილზე ვიზიტის გზით ხორციელდება წინამდებარე საკ 1.1:2020-ის მე-13 მუხლით გათვალისწინებული არაგეგმური შეფასების გზით. ამასთან, დამატებითი შეფასება ადგილზე ვიზიტის გზით უნდა დასრულდეს გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს წინამდებარე საკ 1.1:2020-ით გათვალისწინებული აკრედიტაციაზე გადაწყვეტილების მიღების საერთო ვადებისა.“;

ბ) მე-11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შეუსაბამობის გამომწვევი მიზეზ(ებ)ის ანალიზი, შეუსაბამობების მასშტაბი და გავლენა შშო-ს საქმიანობაზე;”.

3. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შშო-ს აკრედიტაციის შენარჩუნების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების ფარგლებში, აკრედიტაციის ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს არაგეგმური შეფასება შემდეგ შემთხვევებში:

ა) შესაბამის სამართლებრივ აქტებში, მათ შორის, აკრედიტაციის წესებსა და პროცედურებში ან აკრედიტაციის საერთაშორისო ან/და ევროპულ სტანდარტებში არსებითი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შემთხვევაში;

ბ) თუ არსებობს წინამდებარე საკ 1.1:2020-ის შესაბამისად შეჩერებული შშო-ს წერილობითი მომართვა შეჩერებული აკრედიტაციის აღდგენის მიზნით ან/და განსახორციელებელია დამატებითი ვიზიტი შშო-ს დამატებითი შეფასების მიზნით;

გ) ადმინისტრაციული ორგანოს ან ნებისმიერი სხვა პირის დასაბუთებული წერილობითი მომართვის, საჩივრის ან/და სხვა ინფორმაციის საფუძველზე, სადაც ის გამოხატავს არგუმენტირებულ უკმაყოფილებას შშო-ს საქმიანობის მიმართ;

დ) აკრედიტაციის ცენტრის მიერ განხორციელებული ანალიზის საფუძველზე, სადაც მოცემულია ინფორმაცია შშო-ს შესაძლო სისტემური ხასიათის დარღვევების ან კონკრეტული გამოვლენილი ფაქტის არსებობის თაობაზე;

ე) წინამდებარე საკ 1.1:2020-ის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ აკრედიტებული ორგანოს აკრედიტაციის სფეროში მითითებულმა სტანდარტმა ან/და სტანდარტებმა/მეთოდებმა და სხვა განიცადეს არსებითი ცვლილება;

ვ) წინამდებარე საკ 1.1:2020-ის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ.ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ შშო-ს ლოკაციასთან დაკავშირებული ცვლილება, აკრედიტაციის ცენტრის შეფასებით, შშო-ს საქმიანობის რისკიდან გამომდინარე, წარმოადგენს არაგეგმური შეფასების საფუძველს, რის თაობაზეც წერილობით ეცნობება შშო-ს;

ზ) წინამდებარე საკ 1.1:2020-ის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ შშო-ს ხელმძღვანელობის ან ძირითადი პერსონალის ცვლილება აკრედიტაციის ცენტრის შეფასებით, შშო-ს საქმიანობის რისკიდან გამომდინარე, წარმოადგენს არაგეგმური შეფასების საფუძველს, რის თაობაზეც წერილობით ეცნობება შშო-ს.“.

4. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შშო-ს განაცხადი, რომლის აკრედიტაცია შემცირდა ან გაუქმდა წინამდებარე საკ 1.1:2020-ის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ან „თ“ ქვეპუნქტის საფუძვლით, მიიღება აკრედიტაციის შემცირებაზე გადაწყვეტილების მიღებიდან სულ მცირე 3 თვის გასვლის შემდეგ.“.

5. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.1:2020 – აკრედიტაციის საერთო წესები და პროცედურების მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. იმ შემთხვევაში, თუ აკრედიტებული შშო იყენებს არააკრედიტებული ან/და აკრედიტებული ორგანიზაციის საქმიანობას, აკრედიტაციის ცენტრმა აღნიშნული შშო-ს შეფასებისას, შეფასების პროგრამაში უნდა გაითვალისწინოს ქვეკონტრაქტორის საქმიანობის შეფასებაც შესაბამისი რისკების ანალიზის საფუძველზე. ამასთან, აკრედიტაციის ცენტრის შეფასების ჯგუფის გადაწყვეტილებით, შესაძლებელი უნდა იყოს შეფასების ფარგლებში, შშო-სთან ერთად  ქვეკონტრაქტორის საქმიანობაზე ადგილზე დაკვირვებაც.”.

6. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.2:2020 – წესები და პროცედურები საგამოცდო და საკალიბრო ლაბორატორიების სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის მე-2 მუხლს დაემატოს  შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. საკალიბრო ლაბორატორიის აკრედიტაციის სფეროს ფორმირება უნდა განხორციელდეს ისე, რომ მასში მკაფიოდ იყოს მითითება ლაბორატორიის გაზომვის შესაძლებლობების შესახებ, როგორც ეს განსაზღვრულია აკრედიტაციის ცენტრის პოლიტიკის დოკუმენტში PL 04-სა და ლაბორატორიების საერთაშორისო აკრედიტაციის თანამშრომლობის მიერ მიღებული სახელმძღვანელო დოკუმენტის ILAC P 14-ის შესაბამისად.”. 

7. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.4:2020 – წესები და პროცედურები პროდუქტების, პროცესებისა და მომსახურების სერტიფიკაციის ორგანოების სსტ ისო/იეკ 17065:2012/2014-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. აკრედიტაციის ცენტრის მიერ განხორციელებული შეფასების ფარგლებში ორგანიზებულ პრაქტიკულ საქმიანობაზე დაკვირვება ხორციელდება წინასწარ შედგენილი შეფასების გეგმის მიხედვით და აკრედიტაციის ციკლის განმავლობაში მოიცავს შშო-ს აკრედიტაციის სფეროს სრულად (მოცულობების და ტიპების გათვალისწინებით).“.

8. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.4:2020 – წესები და პროცედურები პროდუქტების, პროცესებისა და მომსახურების სერტიფიკაციის ორგანოების სსტ ისო/იეკ 17065:2012/2014-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„2.1 პროდუქტის, პროცესებისა და მომსახურების სერტიფიკაციის სფეროში აკრედიტებული შშო-ს მიერ აკრედიტაციის სფეროს ფორმირების დროს აკრედიტაციის სფეროში მიეთითება სერტიფიკაციის სქემის სახელი, სერტიფიკაციის სქემის ნომერი, სერტიფიკაციის სქემის დამტკიცების თარიღი და ვერსია.“. 

9. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.4:2020 – წესები და პროცედურები პროდუქტების, პროცესებისა და მომსახურების სერტიფიკაციის ორგანოების სსტ ისო/იეკ 17065:2012/2014-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„3. აკრედიტაციის ცენტრის მიერ დანიშნული და შშო-სთან შეთანხმებული შემფასებელთა ჯგუფი, ჯგუფის ხელმძღვანელის კოორდინაციით, ახორციელებს დოკუმენტების ანალიზს, მათ შორის, წარმოდგენილი მენეჯმენტის სისტემის დოკუმენტაციის შეფასებას სსტ ისო/იეკ 17065:2012/2014 სტანდარტთან შესაბამისობაზე. ასევე ფასდება არის თუ არა პროდუქტის, პროცესის და მომსახურების სერტიფიკაციის სქემა ჩამოყალიბებული სსტ ისო/იეკ 17067:2013/2020-ის შესაბამისად.“.

10. ბრძანებით დამტკიცებული საკ 1.5:2020 – წესები და პროცედურები პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების სსტ ისო/იეკ 17024:2012/2014-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„2.1 პერსონალის სერტიფიკაციის სფეროში აკრედიტებული შშო-ს მიერ აკრედიტაციის სფეროს ფორმირების დროს აკრედიტაციის სფეროში მიეთითება სერტიფიკაციის  სქემის სახელი, სერტიფიკაციის სქემის ნომერი, სერტიფიკაციის  სქემის დამტკიცების თარიღი და ვერსია.“.

11. ბრძანებით დამტკიცებული  საკ 1.8:2020 – წესები და პროცედურები საკვალიფიკაციო ტესტირების მიმწოდებელი ორგანოებისთვის სსტ ისო/იეკ 17043:2010/2016-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„2. წინამდებარე წესები და პროცედურები ადგენს მოთხოვნებს საკვალიფიკაციო ტესტირების მიმწოდებელი ორგანოებისათვის – სსტ ისო/იეკ 17043:2010/2016 „შესაბამისობის შეფასება – ზოგადი მოთხოვნები საკვალიფიკაციო ტესტირებისათვის“ სტანდარტთან შესაბამისობაზე შესაფასებლად აკრედიტაციისათვის.“.

12. ბრძანებით დამტკიცებული  საკ 1.8:2020 – წესები და პროცედურები საკვალიფიკაციო ტესტირების მიმწოდებელი ორგანოებისთვის სსტ ისო/იეკ 17043:2010/2016-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. აკრედიტებული საკვალიფიკაციო ტესტირების მომწოდებელი ორგანიზაციის მიერ არააკრედიტებული ან/და აკრედიტებული ორგანიზაციის ქვეკონტრაქტორად გამოყენების შემთხვევაში აკრედიტაციის ცენტრი ხელმძღვანელობს აკრედიტაციის საერთო წესებისა პროცედურების საკ 1.1:2020-ის მე-20 მუხლის შესაბამისად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გენერალური დირექტორინათია მიქელაძე