„2024 წელს ქ. თბილისში გასამართი აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზებისათვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 124
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/03/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.023957
124
27/03/2023
ვებგვერდი, 28/03/2023
010220020.10.003.023957
„2024 წელს ქ. თბილისში გასამართი აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზებისათვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №124

2023 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

„2024 წელს ქ. თბილისში გასამართი აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზებისათვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2024 წელს ქ. თბილისში გასამართი აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზებისათვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/01/2023, 010220020.10.003.023847) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, 2024 წლის 2 – 5 მაისს აზიის განვითარების ბანკის (ADB) ქ. თბილისში გასამართი 57-ე ყოველწლიური შეხვედრის სათანადო დონეზე ორგანიზების მიზნით, შეიქმნას 2024 წელს ქ. თბილისში გასამართი აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ლაშა ხუციშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს მხრიდან აზიის განვითარების ბანკის (ADB) მმართველი, კომისიის თავმჯდომარე;

ლევან დავითაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი, საქართველოს მხრიდან აზიის განვითარების ბანკის (ADB) ალტერნატიული მმართველი, კომისიის წევრი;

თეა წულუკიანი – საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ვიცე-პრემიერი, კომისიის წევრი;

ილია დარჩიაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, კომისიის წევრი;

ირაკლი ქარსელაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, კომისიის წევრი;

რატი ბრეგაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის წევრი;

ვახტანგ გომელაური – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, კომისიის წევრი;

ოთარ შამუგია – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, კომისიის წევრი;

გიორგი ამილახვარი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, კომისიის წევრი;

ზურაბ აზარაშვილი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, კომისიის წევრი;

რევაზ ჯაველიძე – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, კომისიის წევრი;

ანზორ ჩუბინიძე – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;

გიორგი კაკაურიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი;

ეკატერინე გუნცაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის  მოადგილე, კომისიის წევრი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი