„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/03/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.139.016507
15
24/03/2023
ვებგვერდი, 28/03/2023
010260000.35.139.016507
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2023 წლის 24 მარტი

ქ. ბორჯომი

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 მარტის №11 დადგენილების (www.matsne.gov.ge,17/03/2021, 010260000.35.139.016401) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში და

1. დანართის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ვ“ და „ნ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნებართვო მშენებლობის ან სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეჩერების შესახებ ან/და უკანონოდ წარმოებული მშენებლობის დემონტაჟის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტის მომზადება;

ვ) დადგენილი წესით შეიმუშაოს/მოამზადოს სამშენებლო საქმიანობის სამართალდარღვევის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების პროექტები, ასევე დაჯარიმების, უნებართვო მშენებლობის ან სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეჩერების ან/და უკანონოდ წარმოებული მშენებლობის დემონტაჟის და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები (გარდა დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის ტერიტორიაზე)“;

„ნ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ამავე კოდექსის 2906 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა;“.

2. დანართის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ სხვა სამართალდარღვევებზე რეაგირება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 აპრილიდან.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ზაალიშვილი