დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტების წარდგენის წესი” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14/2004 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 05/02/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 15, 12/02/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.190.020.13.007.006.351 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.351
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №14/2004
2004 წლის 5 თებერვალი
ქ. თბილისი
საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტების წარდგენის წესი
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნისას საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები წარედგინოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
მუხლი 2. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნისას საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები წარედგინოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.
მუხლი 3. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი. გრ.რობაქიძის #7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ზ. ჭიაბერაშვილი
კომისიის მდივანი დ. ქიტოშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები