,,საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ”

  • Word
,,საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 13/2004
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 05/02/2004
დოკუმენტის ტიპი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 15, 09/02/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.350
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
13/2004
05/02/2004
სსმ, 15, 09/02/2004
010.190.020.13.007.006.350
,,საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ”
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/02/2004 - 12/02/2004)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.350

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №13/2004

2004 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნის ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნის ახალ ვადად განისაზღვროს არა უგვიანეს 2004 წლის 8 თებერვლის 18 საათისა.

მუხლი 2. უფლებამოსილმა სუბიექტებმა, საოლქო საარჩევნო კომისიებში საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნის მიზნით, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგინონ დასანიშნ პირთა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” გათვალისწინებული საბუთები.

მუხლი 3. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ზ. ჭიაბერაშვილი

კომისიის მდივანი დ. ქიტოშვილი