დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4519 |
დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
მიღების თარიღი | 10/03/2023 |
დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/03/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 13/03/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016694 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №9): ა) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) გადამხდელთა მომსახურების სამმართველო; ბ) საკონსულტაციო და საინფორმაციო სამმართველო; გ) მონაცემთა დამუშავების სამმართველო; დ) აღრიცხვის და სტატისტიკის სამმართველო; ე) სათამაშო ბიზნესის რეგულირების სამმართველო; ვ) თბილისის სერვისცენტრი; ზ) მცხეთის სერვისცენტრი; თ) რუსთავის სერვისცენტრი; ი) მარნეულის სერვისცენტრი; კ) თელავის სერვისცენტრი; ლ) გორის სერვისცენტრი; მ) ახალციხის სერვისცენტრი; ნ) ზესტაფონის სერვისცენტრი; ო) ქუთაისის სერვისცენტრი; პ) ოზურგეთის სერვისცენტრი; ჟ) ფოთის სერვისცენტრი; რ) ზუგდიდის სერვისცენტრი; ს) ბათუმის სერვისცენტრი.“. ბ) მე-8 მუხლის: ბ.ა) „წ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „წ 1 ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვა (გარდა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირებისა და ფიზიკური პირებისა), საგადასახადო აღრიცხვაში ცვლილებების შეტანა, საგადასახადო აღრიცხვის გაუქმება და გადასახადის გადამხდელებზე რეგისტრაციისათვის აუცილებელი სარეგისტრაციო ფორმების გაცემა;“; ბ.ბ) „ჯ1“ და „ჯ4“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. გ) მე-9 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი: „ზ) ვიდეოზარით შემდეგი მომსახურების გაწევა – ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის აქტივაცია, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის ელექტრონული ფორმით კომუნიკაციისას გამოსაყენებელი სახელწოდების (მომხმარებლის)/პაროლის აღდგენა, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მითითებული საკონტაქტო ტელეფონის ნომრის ცვლილება;“. დ) მე-12 მუხლის: დ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მომსახურე ბანკის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის (tax free) ბანკისთვის დაბრუნება, რომელიც არ მოექცა ავტომატური დაბრუნების რეჟიმში; შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მისი წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისთვის;“; დ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ ე) დროებით შემოტანის სპეციალურ პროცედურაში მოქცეული, იმპორტის გადასახდელის გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის მიმართ გადასახდელი თანხის გადახდის განრიგის მონაცემების შეტანა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში განრიგის შეწყვეტის/გაუქმების შემთხვევაში;“; დ.გ) „ზ“ ქვეპუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) სამართალდარღვევის ოქმების ან/და ბრძანებების გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე ასახვა და შესაბამისი ინფორმაციის მომზადება; მათ შორის, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის ბარათზე დარიცხული თანხის ცვლილების შესახებ ბრძანების გამოცემა და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;“; დ.დ) „პ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ1) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო დეკლარაციების და ანგარიშგების სხვა ფორმების მონაცემების შეტანა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში და საჭიროებისამებრ დაპაკეტება, რომელთა ასახვა გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არ ხდება ავტომატურ რეჟიმში;“. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 13 მარტიდან.
|
დოკუმენტის კომენტარები