„აკრედიტაციის ეროვნული საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის №1-1/403 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1-1/119
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 24/03/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016794
1-1/119
24/03/2023
ვებგვერდი, 27/03/2023
040030000.22.024.016794
„აკრედიტაციის ეროვნული საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის №1-1/403 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/119

2023 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

„აკრედიტაციის ეროვნული საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის №1-1/403 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„აკრედიტაციის ეროვნული საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის №1-1/403 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2014, 040030000.22.024.016355) დამტკიცებულ „აკრედიტაციის ეროვნული საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესში“  შეტანილ იქნეს  შემდეგი სახის ცვლილება:  

1. მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) აკრედიტაციის ცენტრის საქმიანობის მიუკერძოებლობის რისკების განხილვა.“. 

2. მე-3 მუხლის:

ა)  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბჭოს წევრებს უნდა გააჩნდეთ თავიანთი ორგანიზაციების მიერ მინიჭებული შესაბამისი უფლებამოსილება, რათა გამოხატონ პოზიცია საბჭოზე გამოტანილ საკითხებთან დაკავშირებით.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პარიტეტის პრინციპის დაცვის მიზნით, საბჭო შედგება შემდეგი მხარეების უფლებამოსილი წარმომადგენლებისგან (წევრებისგან):

ა) აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების ასოციაციების წარმომადგენლებისაგან;

ბ) მეწარმე სუბიექტების გაერთიანებების (ბიზნეს ასოციაციების) წარმომადგენლებისაგან;

გ) საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლისაგან;

დ) აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებების წარმომადგენლებისაგან, კერძოდ:

დ.ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი;

დ.ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი;

დ.გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი;

ე) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლისაგან;

ვ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლისაგან;

ზ)  სსიპ – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლისაგან;

თ) სსიპ – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლისაგან;

ი) სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლისაგან;

კ) სსიპ –  ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლისაგან;

ლ) აკრედიტაციის ცენტრის წარმომადგენლებისგან.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი