„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 29/03/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/03/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.017063
23
29/03/2023
ვებგვერდი, 30/03/2023
280120000.22.026.017063
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №23

2023 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მოსამსახურეთა ყოველთვიური დანამატები (დანართი №22).“.

2. დამტკიცდეს დანართი №22 თანდართული რედაქციით:

„დანართი №22

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მოსამსახურეთა ყოველთვიური დანამატები

      (ლარებში)

თანამდებობის დასახელება

დანამატი

თვეში

1

მთავარი მაკონტროლებელი, ავიაციის საბრძოლო მართვის ოფიცერი, საჰაერო თავდაცვის საბრძოლო მართვის ოფიცერი, მეკავშირე ოფიცერი, იდენტიფიცირების ოფიცერი, იდენტიფიცირების ოპერატორი, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე, ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის ჯგუფის ოპერატორი, ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის ოპერატორი, ფრენების მართვის ჯგუფის უფროსი, ფრენების მართვის ჯგუფის ფრენების ხელმძღვანელი, ავტომატიზებული რადიოლოკაციური სადგურის უფროსი, ავტომატიზებული რადიოლოკაციური სადგურის ინჟინერ-ოპერატორი, ავტომატიზებული რადიოლოკაციური სადგურის ოპერატორი, ავტომატიზებული რადიოლოკაციური სადგურის მძღოლი,  საბრძოლო მართვის პუნქტის უფროსი, საბრძოლო მართვის პუნქტის საბრძოლო გამოყენების ოფიცერი, საბრძოლო მართვის პუნქტის ინჟინერ-ოპერატორი, საბრძოლო მართვის პუნქტის ოპერატორი, საბრძოლო მართვის პუნქტის მძღოლი, საბრძოლო მანქანის გათვლის საბრძოლო მანქანის მეთაური, საბრძოლო მანქანის გათვლის უფროსი ოპერატორი, საბრძოლო მანქანის გათვლის ოპერატორი, საბრძოლო მანქანის გათვლის მძღოლი, საბრძოლო მანქანის გათვლის მანქანის მეთაური, საბრძოლო მანქანის გათვლის მძღოლი-ოპერატორი.

625

“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის პირველი აპრილიდან.  

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე