დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/03/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/03/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280010000.35.137.016637 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/05/2019, 280010000.35.137.016451), კერძოდ:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველ მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი: „3.დადგენილებაში განსაზღვრული წესისგან განსხვავებული სახისა და ფულადი ოდენობის დახმარების გაწევა შესაძლებელია გამონაკლისის სახით მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, რომელიც შესაძლებელია დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.“; გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი: „პ)ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტაცია განმცხადებლის ან საქართველოში რეგისტრირებული შუამავალი სამედიცინო დაწესებულების, საავადმყოფოს (კლინიკის) მიერ.“; დ) დადგენილების მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი. „5. ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობის შემთხვევაში საგარანტიო წერილი გაიცემა შუამავალ სამედიცინო დაწესებულების (საავადმყოფოს, კლინიკის) სახელზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები