აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/110
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 20/03/2023
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2023
სარეგისტრაციო კოდი
1-1/110
20/03/2023
ვებგვერდი, 27/03/2023
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/110

2023 წლის 20 მარტი

ქ. თბილისი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

 

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზესაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში კომისია) განიხილა სსსაქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 2023 წლის 09 იანვრის №10/09 განცხადება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და :

სსსაქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემარეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს 220 კვ ეგხკოლხიდა 1“-ის რეკონსტრუქციის პროექტს (შემდგომში პროექტი), რომელიც წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 9 აგვისტოს №1-1/343 ბრძანებით დამტკიცებულისაქართველოს გადამცემის ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმისშემადგენელ ნაწილს. პროექტით გათვალისწინებულია 220კვ ეგხ ,,კოლხიდა-1“-ის მთლიანი რეკონსტრუქცია, რაც ზოგადად მოიცავს დაზიანებული და კოროზირებული საყრდენების შეცვლას ახალი საყრდენებით, აგრეთვე არსებული სადენის გამოცვლას მცირე წონის მაღალგამტარიანობის მქონე სადენით. აღნიშნული პროექტის წარმატებით დასრულება მნიშვნელოვნად გაზრდის ენერგომომარაგების სტაბილურობას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და აამაღლებს ენერგეტიკული სისტემის მდგრადობას. ამდენად, პროექტს გააჩნია სახელმწიფოებრივი და სოციალური დატვირთვა და მის განხორციელებას მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს ენერგოსისტემის პერსპექტიული განვითარებისა და გაძლიერებისათვის.
პროექტის ზემოქმედების არეალში მოექცა აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზანათში მდებარე  ელისო მიმინოშვილის (/ 02001022411) საკუთრებაში არსებული  9403.00 კვ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (/ N40.03.47.184) ნაწილი 28.00 კვ.. მიწის ნაკვეთი.  ამასთან, უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ მესაკუთრესთან  შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. აღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.

წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად , მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადება და მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო :
დადგენილია, რომ სსსაქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისმიერ ხორციელდება ეგხკოლხიდა 1“-ის რეკონსტრუქციის პროექტი.
სსიპ საჯარო რეესტრის ამონაწერით, აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფ. ზანათში მდებარე 9403.00 კვ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (/N40.03.47.184) მესაკუთრეა ელისო მიმინოშვილი (/ 02001022411). 

ამასთან, დადგენილია, რომ პროექტის ზემოქმედების ფარგლებში ექცევა ელისო მიმინოშვილის  საკუთრებაში არსებული  9403.00 კვ.. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (/ N40.03.47.184) ნაწილი 28.00 კვ.. მიწის ნაკვეთი.
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმადაუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილიააუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებსაქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებსაქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“

ამავე მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტის თანახმად კი, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისათვის.
ვინაიდან სსსაქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისმიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე მესაკუთრესთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებსაქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებსაქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2023 წლის 16 მარტის სხდომის ოქმის საფუძველზე, :

1. 220 კვ ეგხკოლხიდა 1“-ის რეკონსტრუქციის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სსსაქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასმიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფ. ზანათში მდებარე ელისო მიმინოშვილის (/ 02001022411) საკუთრებაში არსებულ  9403.00 კვ.. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის ნაკვეთის (/N40.03.47.184) ნაწილზე 28.00 კვ. მიწის ნაკვეთზე
2.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: . თბილისი, ავით აღმაშენებლის ხეივანი №64).


 მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი  რომეო მიქაუტაძე