დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს პარლამენტის 2003 წ.ლის 2 ნოემბრის 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიებში ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი წესის განსაზღვრის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12/2004 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 05/02/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 15, 09/02/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.190.020.13.007.006.349 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.349
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №12/2004
2004 წლის 5 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიებში ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, და გამომდინარე იქიდან, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისა და წარმომადგენლის დანიშვნისას, კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად ფოტოსურათების წარდგენის ვალდებულება დაკავშირებულია გარკვეულ ორგანიზაციულ და მატერიალურ სიძნელეებთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საარჩევნო ღონისძიებების განხორციელებისათვის დაბრკოლებების შექმნა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. ნება დაერთოთ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისა და წარმომადგენლის დანიშვნის უფლების მქონე სუბიექტებს საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის საარჩევნო უბანში კომისიის წევრისა და წარმომადგენლის დანიშვნისას გამოიყენონ დასანიშნი პირის საბუთისათვის გამოსადეგი ნებისმიერი ფოტოსურათის ქსეროასლი.
მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან სამი კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ზ. ჭიაბერაშვილი
კომისიის მდივანი დ. ქიტოშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები