„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოს დებულებისა და საბჭოს მიერ საჩივრის განხილვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 8 ივნისის №188 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 105
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/03/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 260000000.22.033.017675
105
28/03/2023
ვებგვერდი, 28/03/2023
260000000.22.033.017675
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოს დებულებისა და საბჭოს მიერ საჩივრის განხილვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 8 ივნისის №188 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №105

2023 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოს დებულებისა და საბჭოს მიერ საჩივრის განხილვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 8 ივნისის №188 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოს დებულებისა და საბჭოს მიერ საჩივრის განხილვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 8 ივნისის №188 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 09/06/2017, სარეგისტრაციო კოდი 260000000.22.033.016983) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-7 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საბჭოს მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების სათანადოდ განხორციელების მიზნით, განსახილველი საკითხის მნიშვნელობიდან, სპეციფიკიდან ან სირთულიდან გამომდინარე, სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია სხდომაზე, მათ შორის ხარისხის მართვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას მოიწვიოს ექსპერტი, სპეციალისტი, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი ან/და სხვა სათანადო კვალიფიკაციის/გამოცდილების მქონე პირი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი