საქართველოს საჯარო სკოლებსა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებზე/სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებებზე საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ<sup>1</sup>“ და „ბ<sup>2</sup>“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის იმავე კოდექსით განსაზღვრული დებულებების ეტაპობრივად გავრცელებასთან დაკავშირებით გარკვეული ღონისძიებების თაობაზე

საქართველოს საჯარო სკოლებსა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებზე/სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებებზე საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის იმავე კოდექსით განსაზღვრული დებულებების ეტაპობრივად გავრცელებასთან დაკავშირებით გარკვეული ღონისძიებების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 101
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/03/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017674
101
27/03/2023
ვებგვერდი, 28/03/2023
190040000.22.033.017674
საქართველოს საჯარო სკოლებსა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებზე/სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებებზე საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის იმავე კოდექსით განსაზღვრული დებულებების ეტაპობრივად გავრცელებასთან დაკავშირებით გარკვეული ღონისძიებების თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №101

2023 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს საჯარო სკოლებსა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებზე/სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებებზე საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის იმავე კოდექსით განსაზღვრული დებულებების ეტაპობრივად გავრცელებასთან დაკავშირებით გარკვეული ღონისძიებების თაობაზე

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის  მე-7 მუხლის მე-4 ნაწილისა და 1144 მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის იმავე კოდექსით განსაზღვრული დებულებების საქართველოს საჯარო სკოლებსა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებზე/სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებებზე (შემდგომში – ორგანიზაციები) გავრცელების მიზნით, ორგანიზაციები ეტაპობრივად გადაყვანილ იქნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამსახურის (შემდგომში – სახაზინო სამსახური) მომსახურებაზე და კომერციული ბანკების ანგარიშებიდან მათი თანხები გადატანილ იქნეს ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში, ამ ბრძანების შესაბამისად.
მუხლი 2
სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე ორგანიზაციების გადაყვანისა და კომერციული ბანკების ანგარიშებიდან მათი თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის რიგითობას განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, აგრეთვე მუნიციპალიტეტებთან კონსულტაციების საფუძველზე.
მუხლი 3
ორგანიზაციებმა, სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე გადასვლიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, დახურონ კომერციულ ბანკებში გახსნილი ანგარიშები (გარდა ამ ბრძანების მე-4 მუხლში მითითებული ანგარიშებისა) და ამ ანგარიშებზე რიცხული ნაშთები მიმართონ ხაზინის ერთიან ანგარიშზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით მათთვის განსაზღვრულ საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდზე.
მუხლი 4
ორგანიზაციების მიერ კომერციულ ბანკებში საბანკო გარანტიების, სესხებისა და აკრედიტივების უზრუნველსაყოფად გამოყენებული და ვადიან დეპოზიტებზე განთავსებული თანხების გადატანა ხაზინის ერთიან ანგარიშზე და კომერციულ ბანკებში ანგარიშების დახურვა განხორციელდეს აღნიშნული  საბანკო გარანტიების, სესხების, აკრედიტივების და ვადიანი დეპოზიტების ვადის ამოწურვის შემდეგ.
მუხლი 5
ორგანიზაციების ბიუჯეტების შემოსულობების და გადასახდელების  ფინანსური ოპერაციები, ასევე ოპერაციები უცხოური ვალუტით და დეპოზიტებით, სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე გადასვლის შემდეგ, განხორციელდეს მხოლოდ ხაზინის ერთიანი ანგარიშის გამოყენებით. დაუშვებელია აღნიშნული ოპერაციების განხორციელება კომერციულ ბანკებში გახსნილ ანგარიშებზე.

მუხლი 6
სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე გადასვლის შემდეგ, ორგანიზაციების მიერ კომერციულ ბანკებში დამატებითი შემოსულობის მიზნით, ანგარიშების გახსნა და მათზე თანხების გადატანა განხორციელდეს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად.
მუხლი 7
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 აპრილიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი