დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/115 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/03/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/03/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300300000.22.024.016792 |
|
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (www.matsne.gov.ge, სსმ, №117, 31/08/2006, სარეგისტრაციო კოდი: 300.300.000.22. 025.009.162) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბაზრის წესების 1422
მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1422 თუ რომელიმე საანგარიშო პერიოდისთვის (წელი, თვე) ან ასეთი პერიოდის გარკვეული ნაწილის განმავლობაში ცნობილი გახდა, რომ სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის რომელიმე მომხმარებელი ვერ უზრუნველყოფს მისთვის განკუთვნილი (დაგეგმილი და სათანადო ხელშეკრულებით გათვალისწინებული) გამტარუნარიანობის მოცულობის ათვისებას, მაშინ ასეთი გამოთავისუფლებული გამტარუნარიანობის მოცულობის რეალოკაციას (გადანაწილებას) გადამცემი სისტემის ოპერატორი ახდენს ამ წესების 1412 მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული პრიორიტეტულობის რიგითობის დაცვით ჩატარებული სპეციალური აუქციობის შედეგების მიხედვით.“. |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები