„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 აპრილის N25 დადგენილებაში ცვილების შეტანის თაობაზე

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 აპრილის N25 დადგენილებაში ცვილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/03/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.118.016370
7
30/03/2023
ვებგვერდი, 31/03/2023
010260020.35.118.016370
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 აპრილის N25 დადგენილებაში ცვილების შეტანის თაობაზე
ონის მუნიციპალიტეტი
 

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2023 წლის 30 მარტი

ქ. ონი

 

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 აპრილის №25 დადგენილებაში ცვილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 აპრილის №25 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/04/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.118.016244) შევიდეს ცვლილება და დადგენილების:

1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2093, 239-ე მუხლის მე-14 და 27-ე ნაწილების, 240-ე და 2401 მუხლების,  საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების საფუძველზე, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

2. დანართი №1 „საქართველოს  ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა კოდექსით  და ნარჩენების მართვის კოდექსით  გათვალისწინებული ონის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის“ მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საჯარო მოხელე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 465, 466 , 552, 556, 771 და 772 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341, 135-ე, 1461, 148-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 150-ე მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1512,152-ე, 1522–1529 და 1534 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით,1561, 1583 და 1584 მუხლებით, 1585  მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 159-ე, 1591 , 1728 და 1729 მუხლებით და  ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით  გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.“;

ბ) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:

„14.  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 465, 466 , 552, 556, 771 და 772 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე მუხლის პირველი ნაწილის, 1341, 135-ე, 1461, 148-ე  მუხლის მე-4 ნაწილის და 150-ე მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით,  1512,152-ე, 1522–1529 და 1534 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით,  1585  მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 159-ე, 1591 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის ადმინისტრაციული წარმოება საჭირო არ არის, ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ზედამხედველობის სამსახური საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2906 მუხლის გათვალისწინებით ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას).“.

 2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 465, 466, 552 , 556, 771 და 772 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1341, 135-ე, 1461, 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 150-ე მუხლით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით,  1512,152-ე, 1522–1529 და 1534 მუხლებით, 1585  მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 159-ე, 1591 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, მისი შედგენიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლია გაასაჩივროს ონის მუნიციპალიტეტის მერთან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 აპრილიდან.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაჩანა მარკოიშვილი