„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 24 სექტემბრის №155 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 66
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 10/04/2023
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 040030000.54.066.016296
66
10/04/2023
ვებგვერდი, 11/04/2023
040030000.54.066.016296
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 24 სექტემბრის №155 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №66

2023 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 24 სექტემბრის №155 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 24 სექტემბრის №155 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge,28/09/2020, 040030000.54.066.016199) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის  მე-2 პუნქტის ,,ვ.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ.თ) სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს ინსპექტორი (FUS)“.

2. მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თვითმფრინავის (FOI/A), შვეულმფრენის (FOI/H), ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (FSTD/A; FSTD/H) პილოტი-ინსპექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) განათლება საჰაერო ტრანსპორტის საფრენოსნო ექსპლუატაციის (პილოტის) სპეციალიზაციით;

ბ) საფრენოსნო მუშაობის გამოცდილება:

ბ.ა) არანაკლებ 2000 ნაფრენი საათი, მათ შორის, ინსტრუქტორად ნაფრენი 500 საათი – FOI/A-სა და „,სრულპილოტაჟიანი საწაფის“ (FFS) FSTD/A-სათვის;

ბ.ბ) არანაკლებ 1000 ნაფრენი საათი – „საფრენოსნო საწვრთნელი მოწყობილობის (FTD)“, „ფრენისა და სანავიგაციო პროცედურების დანადგარის" (FNPT) და  „სახელსაწყო ფრენის ძირითადი საწვრთნელი მოწყობილობის" (BITD) FSTD/A-სათვის;

 ბ.გ) არანაკლებ 1000 ნაფრენი საათი, მათ შორის ინსტრუქტორად ნაფრენი 100 საათი –  FOI/H-სა და FSTD/H - სათვის.

გ) პილოტის მოწმობა შესაბამისი კატეგორიის საჰაერო ხომალდზე, ინსტრუქტორის საკვალიფიკაციო აღნიშვნით.

შენიშვნა: პილოტის მოწმობა შეიძლება იყოს როგორც მოქმედი, ასევე – მოქმედების ვადის არმქონე.“

ბ) მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-17 და მე-18  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. აეროდრომის/ვერტოდრომის ინფრასტრუქტურის ინსპექტორი (IFS):

ა) უმაღლესი საინჟინრო განათლება მშენებლის სპეციალიზაციით;

ბ) აეროდრომის/ვერტოდრომის დაგეგმარების, ექსპლუატაციის ან ტექნიკური მომსახურების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ სამი წლის გამოცდილება.

14. სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს ინსპექტორი (FUS):

ა) უმაღლესი საინჟინრო განათლება;

ბ) საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართ საწარმოში საავიაციო საწვავით გამართვასთან დაკავშირებული საქმიანობის ან აეროდრომის/ვერტოდრომის ტექნიკური მომსახურების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ სამი წლის გამოცდილება.

15. აეროდრომის/ვერტოდრომის ელექტროუზრუნველყოფის სისტემების ინსპექტორი (ELS):

ა) უმაღლესი საინჟინრო განათლება ელექტროინჟინერიის ან მშენებლის სპეციალიზაციით;

ბ) აეროდრომის/ვერტოდრომის დაგეგმარების, ექსპლუატაციის ან ტექნიკური მომსახურების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ სამი წლის გამოცდილება;

16. აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არეების ინსპექტორი (OLS); აეროდრომის/ვერტოდრომის ვიზუალური საშუალებების ინსპექტორი (VIS):

ა) უმაღლესი საინჟინრო განათლება მშენებლის ან ელექტროინჟინერიის  სპეციალიზაციით;

ბ) აეროდრომის/ვერტოდრომის დაგეგმარების, ექსპლუატაციის ან ტექნიკური მომსახურების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ სამი წლის გამოცდილება.

17. აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატაციის ინსპექტორი (AOP):

ა) უმაღლესი საინჟინრო განათლება;

ბ) აეროდრომის/ვერტოდრომის დაგეგმარების, ექსპლუატაციის ან ტექნიკური მომსახურების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ სამი წლის გამოცდილება.

18. აეროდრომის/ვერტოდრომის ველური ბუნების კონტროლის ინსპექტორს (WLC);  აეროდრომის/ვერტოდრომის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინსპექტორ (RFF); აეროდრომის/ვერტოდრომის საგანგებო ვითარების მართვის სისტემის ინსპექტორს (EMS) უნდა ჰქონდეთ უმაღლესი საინჟინრო განათლება.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი