„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2-153
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 23/03/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/03/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 360010010.22.023.016778
2-153
23/03/2023
ვებგვერდი, 24/03/2023
360010010.22.023.016778
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-153

2023 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :

მუხლი 1
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანებაში (ვებგვერდი, 01/07/2015; სარეგისტრაციო კოდი: 360010010.22.023.016327) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამმართველოების სამოქმედო ტერიტორიები და იურიდიული მისამართებია:

ა) კახეთის რეგიონული სამმართველო:

ა.ა) სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიებია: თელავის; საგარეჯოს; გურჯაანის; ახმეტის; ყვარლის; სიღნაღის; ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტები;

ა.ბ) სამმართველოს იურიდიული მისამართია: ქ. თელავი, ვარდოშვილის ქუჩა №7;

ბ) ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველო:

ბ.ა) სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიებია: თვითმმართველი ქალაქი რუსთავი, წალკის, თეთრიწყაროს, მარნეულის, გარდაბანის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტები;

ბ.ბ) სამმართველოს იურიდიული მისამართია: ქ. რუსთავი,  ფიროსმანის ქუჩა №19;

გ) მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველო:

გ.ა) სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიებია: დუშეთის; თიანეთის; მცხეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები;

გ.ბ) სამმართველოს იურიდიული მისამართებია: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა №5;

დ) შიდა ქართლის რეგიონული სამმართველო:

დ.ა) სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიებია: გორის; ხაშურის; კასპის; ქარელის და ახალგორის მუნიციპალიტეტები;

დ.ბ) სამმართველოს იურიდიული მისამართია: ქ. გორი, ქარხნის ქუჩა №40;

ე) სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველო:

ე.ა) სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიებია: ახალციხის, ბორჯომის, ადიგენის, ახალქალაქის, ასპინძისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები;

ე.ბ) სამმართველოს იურიდიული მისამართია: ქ. ახალციხე, ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილის მიმდებარედ;

ვ) დასავლეთის რეგიონული სამმართველო:

ვ.ა) სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიებია: თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი, საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონის, ხარაგაულის, ბაღდათის, თერჯოლის, ტყიბულის, წყალტუბოს, ხონის, სამტრედიის, ვანის, ონის, ამბროლაურის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტები;

ვ.ბ) სამმართველოს იურიდიული მისამართებია: ქ. ქუთაისი, სადგურის მოედანი №3ა; ქ. ამბროლაური, ვაჟა-ფშაველას ქუჩა;

ზ) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველო:

ზ.ა) სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიებია: ზუგდიდის; თვითმმართველი ქალაქი ფოთი; ხობის; აბაშის; სენაკის; ჩხოროწყუს; წალენჯიხის; მარტვილისა და მესტიის მუნიციპალიტეტები;

ზ.ბ) სამმართველოს იურიდიული მისამართია: ქ. ზუგდიდი, სოფელი ჭითაწყარი.

თ) აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველო:

თ.ა) სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიებია: თვითმმართველი ქალაქი ბათუმი, ხელვაჩაურის, ქობულეთის, შუახევის, ქედის, ხულოს, ლანჩხუთის; ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტები;

თ.ბ) სამმართველოს იურიდიული მისამართებია: თვითმმართველი ქალაქი ბათუმი, პუშკინის ქ. №145; ქ. ოზურგეთი, ანასეული, მეცნიერების ქუჩა №9.“

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის პირველი მაისიდან.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია