დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 06 |
| დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/03/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/03/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.159.016528 |
|
,,მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 1 აგვისტოს, №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველბის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ბ“ პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება, ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 1 აგვისტოს, №13 დადგენილების (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 01/08/2022; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.159.016501) დანართ 1-ში და
1. დადგენილების დანართ 1-ის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. გამოავლინოს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 552, 556, 642, 771, 772 და 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103 მუხლის პირველი ნაწილით, 1191, 1341, 1461, 148-ე (გარდა მე-3 ნაწილისა) და 1501 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1512, 152, 1522-ე და 1525-1529 მუხლებით, 1534 და 1561 მუხლებით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და უზრუნველყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და დამრღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადება, ამ კოდექსის 2093 მუხლის გათვალისწინებით, შემდეგ სამართალდარღვევებზე: ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევები გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობისა და აღზრდის სფეროში: ა.ა) სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა; ა.ბ) მუნიციპალიტეტის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა; ა.გ) ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის დაზიანება; ა.დ) დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება; ა.ე) ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენება; ა.ვ) პლასტიკის ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციისას ტექნიკური რეგლამენტის - ,,პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ მოთხოვნების დარღვევა. ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევები სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარულ-სანიტარულ სფეროში: ბ.ა) ძაღლისა და კატის ყოლის წესების დარღვევა. გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ტრანსპორტის და საგზაო მეურნეობის დარგში: გ.ა) გზის საფარის დანაგვიანება ან დაზიანება; გ.ბ) სამუშაოების საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის გარეშე ან სქემის დარღვევით წარმოება; გ.გ) კონსტრუქციების ან/და სამშენებლო მასალების დაყრა. დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევები მოქალაქეთა საბინაო უფლებების, საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და კეთილმოწყობის დარგში: დ.ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევა; დ.ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის თვითნებური შეცვლა; დ.გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და თვითნებური განადგურება; დ.დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან/და დაცული ტერიტორიის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე (გარდა სახელმწიფო ტყის მიწისა) მწვანე ნარგავის/ნარგავების თვითნებური მოჭრა ან/და გადაბელვა; დ.ე) ტერიტორიის დაზიანება სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების წარმოებისას; დ.ვ) საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა; დ.ზ) ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება; დ.თ) მშენებარე კონსტრუქციის ღია სივრცეში ამტვერებადი მასალის შეფუთვის გარეშე განთავსება; დ.ი) ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირება; დ.კ) ბეტონმზიდი მანქანის გადაადგილებისას ამ მანქანიდან ბეტონის გზის სავალ ნაწილზე დაღვრა; დ.ლ) სამშენებლო მოედანზე შეუფუთავი ამტვერებადი მასალის ან/და არასათანადოდ შეფუთული ამტვერებადი მასალის განთავსება. ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ვაჭრობისა და ფინანსების დარგში: ე.ა) გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა და გარე რეკლამის განთავსება შესაბამისი ნებართვის გარეშე; ე.ბ) პიროტექნიკური ნაკეთობის არასრულწლოვნისთვის მიყიდვა; ე.გ) რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის და აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა; ე.დ) არასათანადო რეკლამის განთავსება (გავრცელება).“. 2. დადგენილების დანართ 1-ის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. გამოავლინოს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 431, 432, 513, 533, 55, 553, 1271-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 145, 150, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და უზრუნველყოს სამართალდამრღვევის მიმართ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა და სასამართლოში გადაგზავნა, შემდეგ სამართალდარღვევებზე: ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში: ა.ა) ტექნიკური რეგლამენტის - საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარული ნორმების შეუსრულებლობა; ა.ბ) საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განხორციელება ამ საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე; ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევები გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობისა და აღზრდის სფეროში: ბ.ა) სახელმწიფო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების დადგენილი წესით გაუფორმებლობა; ბ.ბ) მიწათმოსარგებლის მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის (ან მისი ნაწილის) არსებული წესის დარღვევით სხვა მიწათმოსარგებლისათვის გადაცემა; ბ.გ) სამიჯნე ნიშნის მოშლა, დაზიანება ან სასაზღვრო ზოლის თვითნებურად შეცვლა; ბ.დ) მიწის ფონდებზე, მიწების მდგომარეობასა და გამოქვეყნებაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდება, მიწის გამოყოფის თაობაზე განაცხადის, შუამდგომლობის, საჩივრების განხილვის ვადების დარღვევა; გ) ავტოსადგურის ფუნქციონირება განსაკუთრებული რეგულირების ზონაში მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი წესების დარღვევით; დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევები მოქალაქეთა საბინაო უფლებების, საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და კეთილმოწყობის დარგში: დ.ა) აღრიცხვაზე აყვანის და საცხოვრებელ სახლებსა და საცხოვრებელ სადგომებში შესახლების წესების დარღვევა; დ.ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯება; დ.გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და თვითნებური განადგურება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები