“საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 იანვრის №19 ბრძანებით დამტკიცებული თბილისის სააღსრულებლო ბიურიოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”

  • Word
“საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 იანვრის №19 ბრძანებით დამტკიცებული თბილისის სააღსრულებლო ბიურიოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 137
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 11/02/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 15/02/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 30/09/2008
სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.11.106.006.342
  • Word
137
11/02/2004
სსმ, 17, 15/02/2004
100.110.000.11.106.006.342
“საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 იანვრის №19 ბრძანებით დამტკიცებული თბილისის სააღსრულებლო ბიურიოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.11.106.006.342

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №137

2004 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 იანვრის №19 ბრძანებით დამტკიცებულ თბილისის სააღსრულებო ბიუროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

“სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 იანვრის №19 ბრძანებით (საკანონმდებლო მაცნე №6, 2001წ.) დამტკიცებულ თბილისის სააღსრულებო ბიუროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დებულების მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-13 მუხლის პირველი აბზაცი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეორე პუნქტი:

“2 ბიუროს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც ბიუროს სასამართლო აღმასრულებელთა შემადგენლობიდან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.”

გ) მე-14 მუხლის “დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“დ) კოორდინაციას უწევს სააღსრულებო ბიუროს მოადგილეების საქმიანობას;

დ) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ 1. ბიუროს უფროსის მოადგილე:

ა) აკონტროლებს გადაწყეტილებათა აღსრულების მიმდინარეობას მტკვრის მარჯვენა ან მარცხენა სანაპიროზე;

ბ) ასრულებს ბიუროს უფროსის ცალკეულ დავალებებს;

გ) დადგენილი წესის შესაბამისად, ახორციელებს ადმინისტრაციულ და სხვა ორგანიზაციულ-სამეურნეო ფუნქციებს.

2. ბიუროს უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია ბიუროს უფროსის წინაშე.

3. ბიუროს უფროსის არყოფნისას მის მოვალეობებს, სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე გამოცემული იუსტიციის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.”

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი