დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ივლისის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 120 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/03/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/03/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300280000.10.003.023951 |
|
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ივლისის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ივლისის №386 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/07/2021, 300280000.10.003.022941) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ა“ – „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) განცხადება, რომელიც შეიცავს კომისიის წევრობის კანდიდატის Curriculum Vitae-ს (CV); ბ) კომისიის წევრად არჩევის შესახებ თანხმობა; გ) თანხმობა, შერჩევის პროცესში მონაწილე თანამდებობის პირების/ორგანოების მხრიდან მის შესახებ კომისიის წევრობის კანდიდატად შერჩევის მიზნებისათვის საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტის მოძიების/გადამოწმების თაობაზე; “; ბ) „ე“ – „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხო ენაზე შესრულებული დოკუმენტის შემთხვევაში, ქართულ ენაზე ნათარგმნი და კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი; ვ) არანაკლებ 10 წლის მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ზ) ხელწერილი, რომ პირი გაეცნო საქართველოს კანონმდებლობით კომისიის წევრის მიმართ დადგენილ ეთიკის, დამოუკიდებლობისა და ინტერესთა კონფლიქტის პირობებს;“; გ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები: „ი) მის მიერ წარდგენილი ან კომისიის წევრობის კანდიდატად შერჩევის მიზნისთვის მის შესახებ მოძიებული ინფორმაციის და დოკუმენტების გასაჯაროებაზე თანხმობა ან უარი; კ) სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც ასახავს მის სამუშაო გამოცდილებას, პროფესიულ და მორალურ რეპუტაციასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.“. 2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დოკუმენტები მიიღება კონკურსის გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში.“. 3. მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბუთების მიღების დასრულებიდან 20 დღის ვადაში (კონკურსის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა) შესარჩევი კომისია უზრუნველყოფს კომისიის წევრობის კანდიდატის გამოვლენას და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენას.“; ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. შესარჩევი კომისია საკუთარი შემადგენლობიდან სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით ირჩევს თავმჯდომარეს. 4. შესარჩევი კომისია გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ სხდომას ესწრება კომისიის 3 წევრი მაინც.“; გ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილებები აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს შესარჩევი კომისიის თავმჯდომარე და, სურვილის შემთხვევაში, შესარჩევი კომისიის სხვა წევრები.“. 4. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შესარჩევი კომისია კონკურსის შედეგად გამოვლენილ კანდიდატს ამ წესის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადაში წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას შესათანხმებლად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები