„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2-154
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 23/03/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/03/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016779
2-154
23/03/2023
ვებგვერდი, 24/03/2023
360160000.22.023.016779
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-154

2023 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა შესაბამისად, ვბრძანებ :

მუხლი 1
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებაში (ვებგვერდი, 13/05/2013; სარეგისტრაციო კოდი: 360160000.22.023.016151) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების:

1. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.  დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებია:

ა) კახეთის რეგიონული სამმართველო;

ბ) ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველო;

გ) მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველო;

დ) შიდა ქართლის რეგიონული სამმართველო;

ე) სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველო;

ვ) დასავლეთის რეგიონული სამმართველო;

ზ) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველო;

თ) აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველო;

ი) შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველო.“.

2. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ და „თ2“ ქვეპუნქტები:

„თ1) დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვა სხვა სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

2) კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში განსაზღვრული ვალდებულებების, მათ შორის, „ასოცირების შესახებ შეთანხმების „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის“ და ამ შეთანხმების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმების კოორდინაცია.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის პირველი მაისიდან.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია