„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის № 203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის № 203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 57
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 22/03/2023
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016294
57
22/03/2023
ვებგვერდი, 24/03/2023
310050000.54.066.016294
„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის № 203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №57

2023 წლის 22 მარტი

ქ. თბილისი

 

„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის № 203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 21/10/2013წ., სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016046) დამტკიცებულ „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ჰ​93“, „ჰ​94“, „ჰ​95“ და „ჰ​96“ ქვეპუნქტები:

„ჰ93) GBAS – მიწისზედა გამაძლიერებელი სისტემა;

94) GLS – მიწისზედა დასაფრენი სისტემა;

95) SBAS – თანამგზავრის სიგნალის გამაძლიერებელი სისტემა;

96 ) APV - დასაფრენად შესვლის ვერტიკალური მართვის პროცედურა.“.

2. 64-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 64. სხ-ის ხმელეთთან მიახლოების გამაფრთხილებელი სისტემით (GРWS/TAWS) აღჭურვა

1. ნებისმიერი აირტურბინულძრავიანი, 5700კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის ან 9-ზე მეტი სამგზავრო ადგილის მქონე სხ, უნდა აღიჭურვოს TAWS სისტემით, რომელიც აკმაყოფილებს A კლასის აღჭურვილობისთვის დადგენილ სტანდარტს და უზრუნველყოფს ეკიპაჟის გაფრთხილებას ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ  შემთხვევებში.

შენიშვნა: A კლასის TAWS-ის დანიშნულებაა ვერტიკალური ნავიგაციის გამოყენებით(VNAV) დასაფრენად შესვლის ბოლო ეტაპზე, გლისადიდან ვერტიკალური დაშვების კუთხის გადახრისას საფრენოსნო ეკიპაჟის გაფრთხილება, თუ დასაფრენად შესვლა ხორციელდება: დაფრენის სახელსაწყო სისტემით (ILS); ან -დაფრენის მიკროტალღური სისტემით (MLS); ან სატელიტური გამაძლიერებელი სისტემის გამოყენებით ვერტიკალური მართვის პროცედურებთან ერთად (SBAS APV); ან მიწისზედა გამაძლიერებელი სისტემით (GBAS, რომელიც გამოიყენება GPS, GLS სისტემებისთვის) ან ნებისმიერი სხვა სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს ანალოგიურ მართვას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ვერტიკალური ნავიგაცია (VNAV) დაფუძნებულია ბარომეტრულ მონაცემებზე.

2. ექსპლუატანტი ვალდებულია დანერგოს მონაცემთა ბაზის მართვის პროცედურები, რათა უზრუნველყოს რელიეფისა და დაბრკოლებების შესახებ არსებული მონაცემების დროული განახლება და გავრცელება, რომელსაც გამოიყენებს ხმელეთთან მიახლოების გამაფრთხილებელი სისტემა.

3. ნებისმიერი აირტურბინულძრავიანი, ტურბინული ძრავით აღჭურვილი 5700 კგ ან უფრო ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის და 6-დან 9-მდე სამგზავრო ადგილის მქონე თვითმფრინავები, რომლებზეც ფრენის ვარგისობის ინდივიდუალური სერტიფიკატი პირველად გაიცა 2019 წლის 1 იანვრის შემდეგ, აღჭურვილი უნდა იყოს TAWS სისტემით, რომელიც აკმაყოფილებს B კლასის აღჭურვილობისთვის დადგენილ სტანდარტს და უზრუნველყოფს ეკიპაჟის გაფრთხილებას ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 

4. ნებისმიერი დგუშძრავიანი, 5700კგ-ზე მეტი მაქსიმალური ასაფრენი მასის ან ცხრა სამგზავრო სავარძელს მქონე სხ, აღჭურვილი უნდა იყოს TAWS სისტემით, რომელიც აკმაყოფილებს B კლასის აღჭურვილობისთვის დადგენილ სტანდარტს და უზრუნველყოფს ეკიპაჟის გაფრთხილებას ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 

3. 85-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 85. ფრენის კრეისერულ ეტაპზე შემცვლელი პილოტის გამოცდილება

1. პილოტს ეკრძალება შეასრულოს შემცვლელი პილოტის მოვალეობა, ფრენის კრეისერულ ეტაპზე, სხ-ის კონკრეტულ ტიპზე და მოდიფიკაციაზე, თუ მას უკანასკნელი 90 დღის განმავლობაში:

ა) ამ ტიპის ან კლასის სხ-ზე ან საწაფზე არ შეუსრულებია სულ მცირე სამი აფრენა, დასაფრენად შესვლა და დაფრენა. სამი აფრენა და დაფრენა შესაძლოა შესრულდეს მრავალ ან ერთპილოტიან სხ-ზე პილოტის უფლებამოსილებების მიხედვით; ან

ბ) ამ ტიპის ან კლასის სხ-ზე არ შეუსრულებია ფრენის სულ მცირე სამი სექტორი კრეისერულ ეტაპზე შემცვლელი მფრინავის რანგში; ან

გ) საფრენოსნო ოსტატობის შენარჩუნების მიზნით, უკანასკნელი 90 დღის განმავლობაში არ აქვს გავლილი განმეორებითი მომზადება ამ ტიპის სხ-ის საწაფზე. განმეორებითი მომზადება შეიძლება ინტეგრირებული იყოს ოპერატორის მიერ ჩატარებულ განმეორებით სწავლებასთან.

2. სხ-ის მეთაურმა ფრენის მართვა შეიძლება გადასცეს:

ა) სათანადოდ კვალიფიცირებულ სხვა მეთაურს;

ბ) FL 200 ეშელონის ზემოთ ფრენისას – პილოტს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მინიმალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

 ბ.ა)  ფლობს ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობას (ATPL);

 ბ.ბ) გავლილი აქვს გადამზადების კურსი, შემოწმება და მიღებული აქვს ოსტატობა სხ-ის ტიპის მიხედვით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ მე-10 მუხლის შესაბამისად;

ბ.გ)  გავლილი აქვს ყველა პერიოდული მომზადება და შემოწმება;

ბ.დ) გააჩნია შესაბამისი მარშრუტის/რეგიონის და აეროდრომის ცოდნა.

3. მეორე პილოტი ჩანაცვლებული შეიძლება იყოს:

ა) სათანადოდ კვალიფიცირებული სხვა პილოტით;

ბ) FL 200 ეშელონის ზემოთ ფრენისას – იმ მეორე პილოტით, რომელსაც უფლება აქვს მეორე პილოტი ჩაანაცვლოს ფრენის საკრეისერო ეტაპზე და რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მინიმალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ბ.ა)  ფლობს მოქმედ კომერციული პილოტის მოწმობას (CPL) სახელსაწყო ფრენებზე დაშვებით;

ბ.ბ) გავლილი აქვს გადამზადების კურსი, შემოწმება და მიღებული აქვს ოსტატობა სხ-ის ტიპის მიხედვით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების" მე-10 მუხლის შესაბამისად, გარდა აფრენა/დაფრენასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა.

 ბ.გ) გავლილი აქვს პერიოდული მომზადება და შემოწმება, გარდა აფრენა/დაფრენასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა;

4. მარშრუტზე ფრენისას ბორტინჟინერი შეიძლება იყოს ჩანაცვლებული ეკიპაჟის იმ წევრით, რომელიც სათანადოდაა კვალიფიცირებული მოქმედი ეროვნული წესების შესაბამისად.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიგივი დავითაშვილი