დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” კანონის დარღვევისათვის სანქცირების განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია |
| მიღების თარიღი | 10/02/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 16, 13/02/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.17.014.006.340 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (13/02/2004 - 04/08/2010)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.17.014.006.340
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული
კომისიის დადგენილება №38
ქ. თბილისი
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” კანონის დარღვევისათვის სანქციების განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საბროკერო კომპანიებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების მიერ აღნიშნული კანონის დარღვევის შემთხვევაში, სანქციების განსაზღვრისა და დადების მიზნით, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია ადგენს:
1. დამტკიცდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევისათვის სანქციების განსაზღვრის წესი”.
წინამდებარე დადგენილებით დამტკიცემული ზემოხსენებული წესი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მიხეილ ჯიბუტი
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევისათვის სანქციების განსაზღვრის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე წესი შემუშავებულია ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის (შემდგომში – „კანონი”) მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნის შესასრულებლად, აღნიშნული კანონისა და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის, ასევე საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
2. წინამდებარე წესი ვრცელდება საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის (შემდგომში – „კომისია”) მიერ ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიებსა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებზე (შემდგომში – „რეგისტრატორი”).
3. წინამდებარე წესი არეგულირებს საბროკერო კომპანიისა და რეგისტრატორის მიერ კანონის დარღვევის შემთხვევაში სანქციების განსაზღვრისა და დადების წესს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
წინამდებარე წესის მიზნებისათვის მასში მოცემულ ტერმინებს აქვთ კანონით და ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობები.
მუხლი 3. საბროკერო კომპანიის მიერ კანონის დარღვევის შემთხვევაში
გათვალისწინებული სანქციები
1. საბროკერო კომპანიის მიერ კანონის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია:
ა) საბროკერო კომპანიის მმართველი ორგანოს წევრ(ებ)ს მისცეს მიწერილობა და დაუწესოს ვადა, რომელშიც უნდა აღმოიფხვრას გამოვლენილი დარღვევა;
ბ) საბროკერო კომპანიას დროებით შეუჩეროს ლიცენზიის მოქმედება და მიუთითოს, რომ ამავე ვადაში უნდა აღმოიფხვრას გამოვლენილი დარღვევა; წინააღმდეგ შემთხვევაში ლიცენზიის შეჩერება გააგრძელოს კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) მოსთხოვოს საბროკერო კომპანიას, მუდმივი ან დროებითი ვადით თანამდებობიდან გაათავისუფლოს საბროკერო კომპანიის მართვაზე ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ი.
მუხლი 4. რეგისტრატორის მიერ კანონის დარღვევის შემთხვევაში
გათვალისწინებული სანქციები
1. რეგისტრატორის მიერ კანონის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია:
ა) რეგისტრატორის მმართველი ორგანოს წევრ(ებ)ს მისცეს მიწერილობა და დაუწესოს ვადა, რომელშიც უნდა აღმოიფხვრას გამოვლენილი დარღვევა;
ბ) მოსთხოვოს რეგისტრატორს, მუდმივი ან დროებითი ვადით თანამდებობიდან გაათავისუფლოს რეგისტრატორის მართვაზე ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ი.
მუხლი 5. დარღვევის გამოვლენა და სანქციის დადება
1. საბროკერო კომპანიის ან/და რეგისტრატორის მიერ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების (გარიგებების შესახებ, მათ შორის: მისი მონაწილე პირების იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაციის სისტემატიზაციისა და მიწოდების, შიდა კონტროლის განხორციელებისა და სხვ.) შესრულების შემოწმებას კომისია ახორციელებს პერიოდულად, კომისიის 2003 წლის 5 თებერვლის №31 დადგენილებით დამტკიცებული „შემოწმების წესით” განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.
2. შემოწმების შედეგად კანონის დარღვევის შემთხვევ(ებ)ის გამოვლენისას დამრღვევისათვის სანქციის დადების საკითხი განიხილება კომისიის მიერ წინამდებარე წესითა და ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები