„დიდი გაბარიტების და ტურბორეაქტიული ძრავების მქონე, საერთო დანიშნულების ავიაციის თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 7 ივლისის N152 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დიდი გაბარიტების და ტურბორეაქტიული ძრავების მქონე, საერთო დანიშნულების ავიაციის თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 7 ივლისის N152 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 54
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 21/03/2023
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016293
54
21/03/2023
ვებგვერდი, 22/03/2023
310150000.54.066.016293
„დიდი გაბარიტების და ტურბორეაქტიული ძრავების მქონე, საერთო დანიშნულების ავიაციის თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 7 ივლისის N152 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №54

2023 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

„დიდი გაბარიტების და ტურბორეაქტიული ძრავების მქონე, საერთო დანიშნულების ავიაციის თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 7 ივლისის №152 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„დიდი გაბარიტების და ტურბორეაქტიული ძრავების მქონე, საერთო დანიშნულების ავიაციის თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 7 ივლისის №152 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 12/07/2022წ., სარეგისტრაციო კოდი: 310150000.54.066.016262) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის:

 ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის  ,,ჰ10“, „ჰ11“, „ჰ12“ და „ჰ13“ ქვეპუნქტები:

,,ჰ10) საბაზისო აღჭურვილობის საჰაერო ხომალდი – სხ, რომელსაც გააჩნია ისეთი მინიმალური აღჭურვილობა, რომელიც აუცილებელია მოსალოდნელ პირობებში აფრენისათვის, დასაფრენად შესვლის და დაფრენისათვის;

11) გაუმჯობესებული აღჭურვილობის საჰაერო ხომალდი – სხ, რომელსაც საბაზისო აღჭურვილობის სხ-ისგან განსხვავებით, გააჩნია დამატებითი აღჭურვილობა, რომელიც საჭიროა მოცემულ პირობებში აფრენისათვის, დასაფრენად შესვლის და დაფრენისათვის;

12) საექსპლუატაციო კრედიტები – დამატებითი კრედიტები, რომელიც საშუალებას აძლევს გაუმჯობესებული აღჭურვილობის სხ-ს, გამოიყენოს აეროდრომის უფრო დაბალი საექსპლუატაციო მინიმუმი, ვიდრე იყენებს საბაზისო აღჭურვილობის სხ და რომელიც დაფუძნებულია გაუმჯობესებული აღჭურვილობის სხ-ის სისტემების ტექნიკურ მახასიათებლებზე, გარე ინფრასტრუქტურის გამოყენებით;

13) მახასიათებლებზე დაფუძნებული აეროდრომის საექსპლუატაციო მინიმუმი (PBAOM) – საბაზისო აღჭურვილობის სხ-ისათვის მოცემულ პირობებში აფრენის, დასაფრენად შესვლისა და დაფრენისათვის გათვალისწინებული აეროდრომის საექსპლუატაციო მინიმუმზე უფრო დაბალი საექსპლუატაციო მინიმუმი.

  შენიშვნა: 1. PBAOM განისაზღვრება სხ-ის და მიწისზედა ხელმისაწვდომი საშუალებების კომბინირებული შესაძლებლობის საფუძველზე. სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს Doc-ში 9365;

 2. PBAOM შეიძლება დაფუძნებული იყოს საექსპლუატაციო კრედიტებზე;

3. PBAOM არ შემოიფარგლება მხოლოდ PBN-ით ფრენებით.’’

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ,,ჰ10 “ ქვეპუნქტი:

  ,,ჰ10) RFFS - საავარიო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური.“

2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-2 პუნქტი:

,,2. საჰაერო ხომალდის ტიპის და ექსპლუატაციის სახეობიდან გამომდინარე, სავარაუდო ოპერირების აეროდრომზე ფრენების დაწყებამდე ექსპლუატანტმა უნდა შეაფასოს ფრენის უსაფრთხოების რისკი აეროდრომზე არსებული საავარიო-სამაშველო და სახანძრო საშუალებების გათვალისწინებით.“

3. წესის N1 დანართის  მე-8 პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,უ) ავტომატური დაფრენის სისტემის HUD-ის ან ეკვივალენტური ინდიკატორების და EVS, SVS ან CVS-ის გამოყენება ასეთის არსებობის შემთხვევაში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიგივი დავითაშვილი