„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა)“

„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა)“
დოკუმენტის ნომერი 1057
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/03/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/03/2023
ძალაში შესვლის თარიღი 17/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016720
1057
30/03/2022
ვებგვერდი, 22/03/2023
480610000.03.030.016720
„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა)“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა)“

სესხის ნომერი 9349-GE

 

სასესხო შეთანხმება

 

საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა

საქართველოსა

და

რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის

სესხის შეთანხმება

შეთანხმება, რომელიც მასზე ხელმოწერის დღით თარიღდება, იდება საქართველოს („მსესხებელი“) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს („ბანკი“) შორის. წინამდებარე დოკუმენტით მსესხებელი და ბანკი შემდეგზე თანხმდებიან:

მუხლი I — ზოგადი პირობები; ტერმინთა განმარტება

1.01. ზოგადი პირობები (რომლებიც წინამდებარე შეთანხმების დანართშია მოცემული) ამ შეთანხმებას ეხება და მის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

1.02. თუ კონტექსტით სხვა რამ არ იქნება ნაკარნახევი, წინამდებარე შეთანხმებაში დიდი ასოებით მოცემულ ტერმინებს „ზოგად დებულებებში“ ან წინამდებარე შეთანხმების დანართში მოცემული მნიშვნელობა ექნებათ.

მუხლი II სესხი

2.01.       ბანკი თანახმაა გამოუყოს მსესხებელს  სამას ორმოცდათვრამეტი მილიონ ხუთასი ათასი ევროს  (358,500,000 ევროს) ოდენობის სესხი (რომელიც დრო და დრო „ვალუტის გაცვლის ოპერაციის“ („სესხი“) საფუძველზე შესაძლოა იქნეს კონვერტირებული), წინამდებარე შეთანხმების („პროგრამა“) 1-ლ განრიგში აღწერილი პროგრამის დაფინანსების ხელშეწყობის მიზნით.

2.02. წინამდებარე შეთანხმების განრიგის 2-ის IV ნაწილის შესაბამისად, მსესხებელს სესხის თანხების გამოტანა შეუძლია. სესხის ანგარიშიდან გამოტანილ ყველა თანხას ბანკი მსესხებლის მიერ მითითებულ და ბანკისთვის მისაღებ ანგარიშზე გადარიცხავს.

2.03. სესხის გაცემისთვის დაწესებული ერთჯერადი საკომისიო გადასახადი სესხის ოდენობის ერთი პროცენტის მეოთხედს (0.25%-ს) შეადგენს.

2.04. სახსრების რეზერვირების საკომისიო გადასახადი გაცემული სასესხო თანხის წელიწადში ერთი პროცენტის მეოთხედს (0.25%-ს) შეადგენს.

2.05. საპროცენტო განაკვეთი უდრის საბაზისო განაკვეთს პლიუს მცურავ სპრედს; ან ისეთ განაკვეთს, რომელიც „ზოგადი პირობების“ 3.02(ე)-ე ნაწილის საფუძველზე კონვერტაციის შემდეგ შეიძლება იქნეს გამოყენებული.

2.06. გადახდის თარიღებია ყოველი წლის 15 აპრილი და 15 ოქტომბერი.

2.07.  სესხის ძირითადი თანხა წინამდებარე შეთანხმების მე-3 განრიგის მიხედვით უნდა იქნეს გადახდილი.

მუხლი IIIპროგრამა

3.01.  მსესხებელი აცხადებს რომ ის აცნობიერებს მის ვალდებულებას პროგრამის ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებით. ამ მიზნით, მსესხებელმა, მისი ფინანსთა სამინისტროს მეშვეობით, პროგრამა „ზოგადი პირობების“ V მუხლსა და წინამდებარე შეთანხმების განრიგი 2-ში მოცემული დებულებების შესაბამისად უნდა განახორციელოს.

მუხლი IVძალაში შესვლა; შეთანხმების შეწყვეტა

4.01. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღია მასზე ხელმოწერის დღიდან ოთხმოცდამეათე (90) დღე.

მუხლი Vწარმომადგენელი; მისამართები

5.01. მსესხებლის წარმომადგენელია ფინანსთა მინისტრი. 

5.02. „ზოგადი პირობების“ 10.01-ე ნაწილის მიზნებისთვის:

(ა) მსესხებლის მისამართია:ფინანსთა სამინისტრო

გორგასლის ქუჩა №16

0114 თბილისი

საქართველო; და

(ბ) მსესხებლის ელ. ფოსტის მისამართია:

publicdebt@mof.ge

5.03.       „ზოგადი პირობების“ 10.01-ე ნაწილის მიზნებისთვის:

(ა) ბანკის მისამართია:

რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი

1818 H ქუჩა, N.W.

ვაშინგტონი, D.C. 20433

ამერიკის შეერთებული შტატები; და

(ბ) ბანკის ელექტრონული მისამართია:

 

ტელექსი:                                             ფაქსი:                              [ელ. ფოსტა:]

 

248423(MCI) or                        1-202-477-6391                 smolineus@worldbank.org

 64145(MCI)

 

შეთანხმებულია ხელმოწერის თარიღის დღისთვის.

              საქართველო

 

 

                                                          წარმოდგენილი:                      ლაშა ხუციშვილის მიერ

                                                                                                           უფლებამოსილი წარმომადგენელი

                                         სახელი: ლაშა ხუციშვილი

                                       თანამდებობა: მინისტრი

                                        თარიღი: 30 მარტი, 2022

 

 

რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი

 

                                                წარმოდგენილი:     სებასტიან მოლისეუსის მიერ

უფლებამოსილი წარმომადგენელი

სახელი: სებასტიან მოლინეუსი

                                                                                  თანამდებობა: რეგიონული დირექტორი  სამხრეთ კავკასიაში

                                                                                   თარიღი: 30 მარტი, 2022

 

განრიგი 1

პროგრამის აღწერა

პროგრამის მიზანია საქართველოში ადამიანური კაპიტალის მიწოდების სისტემის ეფექტიანობისა და ინკლუზიურობის გაზრდა.

პროგრამა (რომელიც განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სექტორებში მსესხებლის რეფორმების გეგმის ნაწილს წარმოადგენს) შემდეგი შედეგების სფეროებისა და აქტივობებისგან შედგება:

შედეგების სფერო 1: განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სექტორებში ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობი გაზრდა

სახელმწიფო ხარჯების ეფექტიანობის გაუმჯობესება შესაბამისი ადმინისტრაციული და ფინანსური მექანიზმების დამტკიცებისა და განხორციელების მეშვეობით. [DLI („გადახდასთან მიბმული ინდიკატორი“) 1]

შედეგების სფერო 2: ინკლუზიურობის გაზრდა განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სექტორებში ადამიანური კაპიტალის მიმართულებით გაწეული ხარჯების ხარისხის გასაუმჯობესებლად

1.  სერვისების მიმწოდებელ ყველა დაწესებულებაში ადამიანური კაპიტალის სერვისებისთვის შესაბამისი ხარისხის სტანდარტების დამტკიცება და განხორციელება. [DLI („გადახდასთან მიბმული ინდიკატორი“) 2]

2. ღარიბი და მოწყვლადი ადამიანების ჩართვა სოციალური დაცვის სერვისებში [DLI („გადახდასთან მიბმული ინდიკატორი“) 3]

შედეგების სფერო 3: განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სექტორებში ადამიანური კაპიტალის მიწოდების ყველა მიმართულებით ციფრული სისტემების ერთმანეთთან კავშირის გაუმჯობესება

ახალი ციფრული სერვისების დამტკიცების მიმართულებით მდგომარეობის გაუმჯობესება და ამჟამინდელი ადმინისტრაციული და მმართველობითი სისტემების მოდერნიზაცია მათ მიერ ციფრული სერვისების კუთხით არსებული ევროკავშირის შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილების მიზნით. [DLI („გადახდასთან მიბმული ინდიკატორი“)  4]

განრიგი 2

პროგრამის განხორციელება

 

ნაწილი I.   განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები

ა. პროგრამის განხორციელებაში ჩართული უწყებები

1.  მსესხებელი, ძირითადად ფინანსთა სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მეშვეობით, პასუხისმგებელია პროგრამის ზოგად განხორციელებაზე, მონიტორინგსა და შეფასებაზე; პროგრამის განხორციელების განმავლობაში მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს ყველა ამგვარი რელევანტური უწყების ან მათი სააგენტოებისა და მსესხებლის წარმომადგენელი ორგანოების ჩართულობა, ამასთან, ყველა აღნიშნული უწყება პროგრამასთან დაკავშირებული ტექნიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი, ფიდუციარული და სხვა სახის პასუხისმგებლობებით, უფლებამოსილებით, შესაძლებლობებით, პერსონალით და რესურსებით უნდა იყოს აღჭურვილი.

2. მსესხებელმა წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 120 დღეში (იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ბანკსა და მსესხებელს შორის სხვანაირი შეთანხმება იქნა მიღწეული) უნდა დააფუძნოს და პროგრამის განხორციელების მთელს მანძილზე უნდა ამუშაოს სამინისტროების დონეზე მოქმედი კომიტეტი („ადამიანური კაპიტალის მართვის კომიტეტი“ ან „HCSC“), რომლის თავმჯდომარე იქნება ფინანსთა სამინისტრო და რომლის მუშაობაშიც მონაწილეობას მიიღებენ განათლების, ჯანდაცვისა და სხვა შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლები; აღნიშნულმა კომიტეტმა პროგრამის განხორციელების ზოგად კოორდინაციაზე უნდა მოახდინოს ზედამხედველობა და მას პროგრამის ფარგლებში საკუთარი ფუნქციების განსახორციელებლად შესაბამისი რაოდენობის პერსონალი და რესურსები უნდა გააჩნდეს.

3. მსესხებელმა წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 120 დღეში (იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ბანკსა და მსესხებელს შორის სხვანაირი შეთანხმება იქნა მიღწეული) უნდა დააფუძნოს და პროგრამის განხორციელების მთელს მანძილზე უნდა ამუშაოს კონკრეტული ერთეული („პროგრამის მაკოორდინირებელი ერთეული“ ან „PCU“), რომლის მოვალეობა იქნება პროგრამის განხორციელების კოორდინირება და მონიტორინგი, აღნიშნული ერთეული ფინანსთა სამინისტროში უნდა დაფუძნდეს და იგი ფინანსთა სამინისტროს, განათლების და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლებისგან უნდა იყოს დაკომპლექტებული, აღნიშნულ ერთეულს პროგრამის ფარგლებში საკუთარი ფუნქციების განსახორციელებლად შესაბამისი რაოდენობის პერსონალი და რესურსები უნდა გააჩნდეს.

4. მსესხებელმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მეშვეობით და ასევე ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობით,  წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 120 დღეში (იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ბანკსა და მსესხებელს შორის სხვანაირი შეთანხმება იქნა მიღწეული) „პროგრამის მაკოორდინირებელ ერთეულში“ გარემოსდაცვითი და სოციალური მიმართულების მინიმუმ ორი ექსპერტი უნდა დანიშნოს,  ერთ-ერთი სპეციალისტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ხოლო მეორე კი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინაშე იქნება ანგარიშვალდებული,  რომლებმაც ბანკისთვის მისაღები ტექნიკური დავალების ფარგლებში უნდა იმუშაოს.

5. მსესხებელმა პროგრამის სამოქმედო გეგმა განრიგისა და ამგვარ გეგმაში მოცემული სხვა ვალდებულებების შესაბამისად და ბანკისთვის დამაკმაყოფილებლად უნდა განახორციელოს და მსესხებელმა არ უნდა განსაზღვროს, შეცვალოს, გააუქმოს ან უარი თქვას პროგრამის სამოქმედო გეგმის რომელიმე დებულებაზე (იმ შემთხვევების გარდა როდესაც ბანკი ამ მიმართულებით სხვაგვარ გადაწყვეტილებას იღებს).

ნაწილი II. აკრძალული აქტივობები

 

მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ პროგრამაში გამორიცხული იქნება ისეთი აქტივობების განხორციელება:

ა) რომლებსაც ბანკის მოსაზრებით მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგების გამოწვევა შეუძლიათ და რომლებსაც გარემოზე და/ან ადამიანებზე სენსიტიური, მრავალმხრივი და უპრეცედენტო ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ;

ბ) რომლებიც გულისხმობენ შემდეგი სახის მომსახურებისა და საქონლის შესყიდვას: (1) ერთ კონტრაქტზე 75 მილიონი ა.შ.შ. დოლარის (ან უფრო მეტის) ეკვივალენტის ოდენობის სამუშაოები; (2) საქონელი, რომლის ღირებულება ერთ კონტრაქტზე 50 მილიონი ა.შ.შ. დოლარის (ან უფრო მეტის) ეკვივალენტს შეადგენს; (3) არასაკონსულტაციო სერვისებს, რომელთა ღირებულება ერთ კონტრაქტზე 50 მილიონ ა.შ.შ. დოლარის (ან უფრო მეტის) ეკვივალენტს შეადგენს; (4) საკონსულტაციო სერვისებს, რომელთა ღირებულება ერთ კონტრაქტზე 20 მილიონ ა.შ.შ. დოლარის (ან უფრო მეტის) ეკვივალენტს შეადგენს.

 

ნაწილი IIIპროგრამის მონიტორინგი, ანგარიშგება და შეფასება

 

 მსესხებელმა ბანკს პროგრამის თითოეული ანგარიში თითოეული კალენდარული კვარტლის დასრულებიდან მაქსიმუმ ორ (2) თვეში უნდა წარუდგინოს, ამ ანგარიშებში შესაბამის კალენდარულ კვარტალში განხორციელებული საქმიანობა უნდა იყოს აღწერილი.

ნაწილი IV. სესხის თანხების გამოტანა

.            ზოგადი დებულებები

1. „ზოგადი პირობების“ მეორე მუხლის დებულებების შეუზღუდავად და „გადახდასთან და ფინანსურ ინფორმაციასთან დაკავშირებული წერილის“ შესაბამისად, მსესხებელს სესხის თანხების გამოტანა შეუძლია: (ა) პროგრამის ხარჯების დაფინანსების მიზნით (გადასახადების ჩათვლით) მსესხებლის მიერ მიღწეული შედეგების („გადახდასთან მიბმული შედეგები“ ან „DLRs“) საფუძველზე, რომლებიც კონკრეტული ინდიკატორების მიხედვით გამოითვლება („გადახდასთან მიბმული ინდიკატორები“ ან „DLIs“); და (ბ) (i) სესხის გაცემისთვის დაწესებული ერთჯერადი საკომისიო გადასახადის გადახდა; და (ii) ფიქსირებული მაქსიმუმის მქონე მცურავი საპროცენტო განაკვეთის ან მაქსიმალური და მინიმალური ფიქსირებული ოდენობის მქონე საპროცენტო განაკვეთის პრემიუმის გადახდა; ეს ყველაფერი წინამდებარე „ა“ ნაწილის მეორე პარაგრაფში მოცემული ცხრილის მიხედვით უნდა მოხდეს.

 2. ქვემოთ მოცემული ცხრილი სესხის თანხების გამოტანის თითოეულ კატეგორიას (მათ შორის „გადახდასთან მიბმულ ინდიკატორებს“ (საჭიროების შემთხვევაში)) („კატეგორია“), „თითოეული კატეგორიისთვის გადახდასთან მიბმულ შედეგებს“ (საჭიროების შემთხვევაში) და თითოეული კატეგორიის ფარგლებში სესხის თანხების გამოყოფას ადგენს:

 

კატეგორია (მათ შორის საჭიროების შემთხვევაში გადახდასთან მიბმული ინდიკატორი)

გადახდასთან მიბმული შედეგი (საჭიროების შემთხვევაში)

გამოყოფილი სესხის თანხა და გადახდის ფორმულა (ევროებში)

 

(1) გადახდასთან მიბმული ინდიკატორი 1: მთავრობის მიერ თანხების ხარჯვის ეფექტიანობის გაუმჯობესება შესაბამისი ადმინისტრაციული და ფინანსური მექანიზმების დამტკიცებისა და განხორციელების მეშვეობით

 

151,981,595 ევრო

 

გადახდასთან მიბმული შედეგი 1.1.1: 2024 წლის 30 ივნისისთვის ან იმ უფრო გვიანდელი თარიღისთვის, რომელიც შეიძლება დაადგინოს ბანკმა: (i) განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელა კვლევა მინიმუმ სამ მაღალმთიან რეგიონში, სამ სასოფლო რეგიონში და სამ ურბანულ რეგიონში, რომლის მიზანს თითოეულ სტუდენტზე გასაწევი საოპერაციო ხარჯების გამოთვლა და კონკრეტული საგანმანათლებლო ქსელების ფინანსური მოთხოვნების დადგენა წარმოადგენდა, რის მეშვეობითაც ზედა საშუალო განათლების დონეზე კომპეტენციაზე დაფუძნებული ეროვნული სასწავლო გეგმა უნდა მომზადებულიყო;  (ii) განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ კვლევის მიგნებების საფუძველზე „ზოგადი განათლების დაფინანსების მოდელის“ აღმწერი ანგარიში მოამზადა (ეს ანგარიში ბანკისთვის მისაღები უნდა იყოს), რომელშიც მოცემული უნდა იყოს განათლების სისტემაში შეტანილი წვლილის შესაბამისი ხარისხისა და სახელმწიფო ხარჯების ეფექტიანობის განმსაზღვრელი კრიტერიუმები

8,940,094

 

გადახდასთან მიბმული შედეგი 1.1.2:  2025 წლის 30 ივნისისთვის ან იმ უფრო გვიანდელი თარიღისთვის, რომელიც შეიძლება დაადგინოს ბანკმა, საქართველოში არსებული ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ფინანსურ ტრანსფერებს გადახდასთან მიბმულ შედეგ 1.1.1-ში მოცემული „ზოგადი განათლების დაფინანსების მოდელის“ საფუძველზე იღებს  

26,820,281

 

გადახდასთან მიბმული შედეგი 1.2.1: 2024 წლის 31 დეკემბრისთვის DRG-ის გადახდის სისტემა მინიმუმ ხუთი სერვის ჯგუფისთვის მინიმუმ ზედიზედ 12 თვის მანძილზე ბანკისთვის დამაკმაყოფილებლად ფუნქციონირებდა

8,940,094

 

 

გადახდასთან მიბმული შედეგი 1.2.2: 2026 წლის 31 დეკემბრისთვის DRG-ის გადახდის სისტემა მინიმუმ ხუთი სერვის ჯგუფისთვის მინიმუმ 12 თვის მანძილზე ბანკისთვის დამაკმაყოფილებლად ფუნქციონირებდა

26,820,282

 

გადახდასთან მიბმული შედეგი 1.3: 2026 წლის 31 დეკემბრისთვის ან იმ უფრო გვიანდელი თარიღისთვის, რომელიც შეიძლება დაადგინოს ბანკმა, მსესხებელსა და ფარმაცევტულ კომპანიებსა ან მომწოდებლებს შორის შესაბამისი იურიდიული უფლებამოსილების მქონე ორგანოს მეშვეობით რისკების გაყოფის შესახებ ბანკისთვის მისაღები სახის შეთანხმებებია დადებული, აღნიშნული შეთანხმებები, 2023 კალენდარული წლიდან მოყოლებული, საქართველოში ყოველ წელს შემოტანილი ყველა ახალი წამლების მინიმუმ 50 პროცენტს უნდა ეხებოდეს

26,820,280

 

6,705,070 ევრო თითოეულ იმ წლისთვის რომელშიც გადახდასთან მიბმული შედეგი იქნა მიღწეული

 

გადახდასთან მიბმული შედეგი 1.4: 2023 წლის 31 დეკემბრისთვის ან იმ უფრო გვიანდელი თარიღისთვის, რომელიც შეიძლება დაადგინოს ბანკმა, მსესხებელმა, იურიდიულად უფლებამოსილი ორგანოს მეშვეობით, დაამტკიცა ბანკისთვის მისაღები რეგულაციები ან თანაბარი იურიდიულად სავალდებულო ხასიათის მქონე დოკუმენტები, რომელთა მიზანს რეფერენტული (კონკურენტული) ფასწარმოების შემოღება წარმოადგენს, რის შედეგადაც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფარული მედიკამენტების ფასები უნდა იქნეს დადგენილი ან მოლაპარაკებული

17,880,188

 

 

გადახდასთან მიბმული შედეგი 1.5.1: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი სახით გამოსცა ბრძანება საპილოტე პროგრამის განხორციელების შესახებ. ამ საპილოტე პროგრამით იმ ფორმულის გადახედვა უნდა მოხდეს, რომელიც ახდენს მრავალშვილიანი ღარიბი ოჯახების იდენტიფიცირებას, გარდა ამისა, ამ საპილოტე პროგრამით უნდა მოხდეს იმის დადგენა თუ რამდენად ეკუთვნით ასეთ ოჯახებს სოციალური დახმარების მიღება; ამასთან ერთად, ამ საპილოტე პროგრამის მეშვეობით და შეცვლილი ფორმულის გამოყენებით ამ ოჯახებისთვის შესაბამისი დახმარების გამოყოფა უნდა მოხდეს.  

8,940,094

 

გადახდასთან მიბმული შედეგი 1.5.2: გადახდასთან მიბმული შედეგი 1.5.1-ში ნახსენები საპილოტე პროგრამის დასრულების შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი სახით გამოსცა ბრძანება მთელი ქვეყნის მასშტაბით განახლებული ფორმულის დანერგვის შესახებ

8,940,094

 

გადახდასთან მიბმული შედეგი 1.6: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, სოციალური მომსახურების სააგენტოს მეშვეობით, კონკრეტულ სოციალურ დახმარებებთან დაკავშირებული პროცესების გაციფრება დაასრულა, რის შედეგადაც დახმარებებთან დაკავშირებული საქმეების დამუშავების დრო შემცირდა ანუ განცხადების შეტანიდან დახმარების გაცემის შესახებ ბრძანების გამოცემამდე პერიოდი ხუთიდან ორ თვეზე ნაკლებ პერიოდამდე შემცირდა, გარდა ამისა, ამ პროცესის შედეგად სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწყვლადობის ქულების ყოველკვარტალურად გამოთვლის შესაძლებლობა გაუმჯობესდა

17,880,188

(2) გადახდასთან მიბმული შედეგი 2: სერვისების მიმწოდებელ ყველა დაწესებულებაში  არსებული სერვისებისთვის შესაბამისი ხარისხის სტანდარტების დამტკიცება და განხორციელება

 

125,161,240 ევრო

გადახდასთან მიბმული შედეგი 2.1.1: 2023 წლის 31 დეკემბრისთვის ან იმ უფრო გვიანდელი თარიღისთვის, რომელიც შეიძლება დაადგინოს ბანკმა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ ზედა საშუალო განათლების დონეებისთვის განკუთვნილი  კომპეტენციაზე დაფუძნებული ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე საჯარო სკოლებს ოპერირების უფლება მიანიჭა

 

8,940,000

დამოკიდებულია მინიმუმ 100 და მაქსიმუმ 300 საჯარო სკოლის ავტორიზებაზე: 8,940 ევრო თითოეული სკოლისთვის (პირველი 100 ავტორიზებული საჯარო სკოლა) და 40,230 ევრო თითოეულ სკოლაზე შემდეგი 200 ავტორიზებული სკოლისთვის

 

 

 

 

 

 

 

 

 

გადახდასთან მიბმული შედეგი 2.1.2: 2026 წლის 31 დეკემბრისთვის ან იმ უფრო გვიანდელი თარიღისთვის, რომელიც შეიძლება დაადგინოს ბანკმა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ ზედა საშუალო განათლების დონისთვის განკუთვნილი  კომპეტენციაზე დაფუძნებული ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე ოპერირების უფლება მინიმუმ 600 საჯარო სკოლას მიანიჭა

 

26,820,300

89,401 ევრო 2.1.1-ე გადახდასთან მიბმულ შედეგში ნახსენები 300 სკოლის შემდგომი თითოეული ავტორიზებული საჯარო სკოლისთვის (მაქსიმუმ 300 დამატებითი სკოლის ავტორიზაცია)

 

გადახდასთან მიბმული შედეგი 2.1.3: 2025 წლის 31 დეკემბრისთვის ან იმ უფრო გვიანდელი თარიღისთვის, რომელიც შეიძლება დაადგინოს ბანკმა, 2021 წლის საბაზისო მაჩვენებლებთან შედარებით ერთიანი ეროვნული გამოცდების სატესტო ქულებში სასოფლო და ურბანულ დასახლებებს შორის არსებული განსხვავების მინიმუმ 15 პროცენტიანი შემცირება იქნა მიღწეული

17,880,188

 

გადახდასთან მიბმული შედეგი 2.1.4: 2024 წლის 30 ივნისისთვის ან იმ უფრო გვიანდელი თარიღისთვის, რომელიც შეიძლება დაადგინოს ბანკმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლადამთავრებული აბიტურიენტების უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების ახალი სისტემის განხორციელება დაიწყო (აღნიშნული სისტემა სკოლაში ნაჩვენებ შედეგებსა და უნივერსიტეტების მოთხოვნებს ითვალისწინებს)

8,940,094

 

გადახდასთან მიბმული შედეგი 2.1.5: 2025 წლის 31 ოქტომბრისთვის ან იმ უფრო გვიანდელი თარიღისთვის, რომელიც შეიძლება დაადგინოს ბანკმა,  განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უმაღლეს სასწავლებლებში მიღების ახალი სისტემა დანერგა, რომელიც გადახდასთან მიბმული 2.1.4-ე შედეგის შესაბამისად იქნა დამტკიცებული.

17,880,188

 

 

გადახდასთან მიბმული შედეგი 2.1.6: 2026 წლის 30 ივნისისთვის ან იმ უფრო გვიანდელი თარიღისთვის, რომელიც შეიძლება დაადგინოს ბანკმა,  მსესხებელმა, იურიდიულად უფლებამოსილი ორგანოს მეშვეობით, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და  განათლების შესახებ კანონში/სხვა ოფიციალურ დოკუმენტებში (მათ შორის კვებასთან, განათლებასთან და ფიზიკურ გარემოსთან დაკავშირებულ დოკუმენტებში) მოცემული ხარისხის სტანდარტების დაკმაყოფილების საფუძველზე ოპერირების უფლება სოფლად ან მაღალმთიან რეგიონებში არსებულ მინიმუმ 200 საბავშვო ბაღს მიანიჭა; ეს ყველაფერი ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი სახით უნდა განხორციელდეს

8,940,094

 

გადახდასთან მიბმული შედეგი 2.2: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი სახით, მიიღო განკარგულება ან იურიდიულად სავალდებულო მსგავსი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს კლინიკურ პროტოკოლებს და ადგენს პირველადი და სტაციონარული მკურნალობის მასშტაბებს მინიმუმ შემდეგი სახის კონკრეტული ამბოლატორიულად სენსიტიური დაავადებებისთვის: გულის დაავადება, ფილტვების ქრონიკური ობსტრუქციური დაავადება და მეორე ტიპის დიაბეტი და მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დარღვევები

8,940,094

 

გადახდასთან მიბმული შედეგი 2.3: საქართველოს მთავრობამ, ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი სახით, გამოსცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც შეიცვალა (i) სახელმწიფოს მიერ დაფარული პირველადი ჯანდაცვის პაკეტის მომსახურების სახე და რაოდენობა და (ii) შესაბამისი სახის მომსახურების გაწევის წახალისების მიზნით, პირველადი სამედიცინო მომსახურების გამწევი პერსონალისთვის, რომელსაც შეხება აქვს არაგადამდებ დაავადებებთან,  შესრულებულ სამუშაოზე დაფუძნებული ანაზღაურებების გადახედვა

17,880,188

 

გადახდასთან მიბმული შედეგი 2.4: დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ, აღნიშნული სააგენტოს დირექტორის ბრძანების მეშვეობით, ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი სახით დაამტკიცა უნარების (მათ შორის ე.წ. „მწვანე სამუშაო ადგილებისთვის“ საჭირო უნარების) დეფიციტის დამდგენი მეთოდოლოგია, (აღნიშნული მეთოდოლოგია ESCO-ს სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს); გარდა ამისა, აღნიშნული მეთოდოლოგია უნარების პროგნოზირებისთვისაც გამოიყენება (პროფესიული განათლების კურსებზე და სააგენტოს მიერ განხორციელებულ  შრომის ბაზრის სხვა აქტიურ პროგრამებზე რეფერირებისთვის)

8,940,094

 

(3) გადახდასთან მიბმული ინდიკატორი 3: ღარიბი და მოწყვლადი ადამიანების ჩართვა სოციალური დაცვის სერვისებში

 

26,820,281 ევრო

გადახდასთან მიბმული შედეგი 3.1.1: საქართველოს თითოეულ რეგიონში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს რეგიონული ოფისი მდებარეობს, რომელსაც გააჩნია შესაბამისი პერსონალი და აღჭურვილობა (ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი სახით)

 

4,470,046

 

406,367.82 ევრო დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თითოეული ოფისისთვის.

 

საბაზისო მაჩვენებლები: 0 ოფისი 2021 კალენდარული წლის ბოლოსთვის.

სამიზნე მაჩვენებელი: 11 ოფისი 2026 კალენდარული წლის ბოლოსთვის.

 

გადახდასთან მიბმული შედეგი 3.1.2: დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს რეგიონულმა ოფისებმა სოფლად არსებული სამუშაო მაძიებლებისთვის დასაქმების ხელშეწყობის მიზნით გაწეული სერვისების  ზრდას მიაღწიეს

 

4,470,047

 

78,421.88 ევრო თითოეულ კალენდარულ წელს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ თითოეული 1,000 სოფლად მაცხოვრებელი სამუშაოს მაძიებელისთვის SESA-ს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწყებული 2022 კალენდარული წლიდან

 

78,421.88 ევრო

 

საბაზისო მაჩვენებლები: 2021 კალენდარული წლის ბოლოსთვის 0

 

 

გადახდასთან მიბმული შედეგი 3.2:  დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ განხორციელებულ შრომის ბაზრის აქტიურ პროგრამებში ჩართული მოწყვლადი უმუშევარი პირების რაოდენობის ზრდა

 

8,940,094

 

425,718.76 ევრო თითოეულ კალენდარულ წელს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ განხორციელებულ  შრომის ბაზრის აქტიურ პროგრამებში ჩართული თითოეული 5,000 მოწყვლადი უმუშევარი პირისთვის.

 

საბაზისო მაჩვენებლები: 3,500 მოწყვლადი უმუშევარი პირი 2021 კალენდარული წლის ბოლოსთვის.

 

 

გადახდასთან მიბმული შედეგი 3.3.1: განახლებული „ვორქნეთის“ პორტალი გამართულად მუშაობს (ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი სახით)

4,470,047

 

გადახდასთან მიბმული შედეგი 3.3.2: „ვორქნეთის“ პორტალზე გამოქვეყნებული ვაკანსიების გაზრდილი რაოდენობა

 

4,470,047

 

319,289.07 ევრო თითოეული კალენდარული წლისთვის „ვორქნეთის“ პორტალზე გამოქვეყნებული ყოველი 10,000 ვაკანსიისთვის (გადახდასთან მიბმული შედეგი 3.3.1-ის შესაბამისად მიღწეული შედეგი)

 

საბაზისო მაჩვენებელი: 0 გამოქვეყნებული ვაკანსია 2021 კალენდარული წლის ბოლოსთვის.

 

(4) გადახდასთან მიბმული ინდიკატორი 4: ახალი ციფრული სერვისების დამტკიცების მიმართულებით მდგომარეობის გაუმჯობესება და ამჟამინდელი ადმინისტრაციული და მმართველობითი სისტემების მოდერნიზაცია მათ მიერ ციფრული სერვისების კუთხით არსებული ევროკავშირის შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილების მიზნით.

 

53,640,634 ევრო

გადახდასთან მიბმული შედეგი 4.1: 2024 წლის 31 დეკემბრისთვის ან იმ უფრო გვიანდელი თარიღისთვის, რომელიც შეიძლება დაადგინოს ბანკმა, საქართველოს მასშტაბით 170-ზე მეტი მოსწავლის მქონე სკოლების მინიმუმ 90%-მა დაამტკიცა სკოლის ციფრული სამოქმედო გეგმები (ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი სახით) და თვითანალიზის ინსტრუმენტის ინფრასტრუქტურის მოდულის ფარგლებში არსებული ზღვრული 75%-იანი ქულა გადალახა

13,410,211

 

 

 

გადახდასთან მიბმული შედეგი 4.2: პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების მინიმუმ 80%-ს, სულ ცოტა 12 თვის მანძილზე, ჯანდაცვის სამინისტროში არსებულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ელექტრონულ ჩანაწერებზე ჰქონდა წვდომა

13,410,141

 

გადახდასთან მიბმული შედეგი 4.3: მინიმუმ 100-მა პირველადი ჯანდაცვის და ამბოლატორიულმა დაწესებულებამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული დისტანციური სამედიცინო მომსახურება სულ ცოტა 12 თვის მანძილზე გასწია

13,410,141

 

გადახდასთან მიბმული შედეგი 4.4: საინფორმაციო ტექნოლოგიების სააგენტომ „სოციალური დაცვის ინტეგრირებული ანგარიშგების სისტემა“ აამოქმედა (ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი სახით), იგი ფუნქციონირებს და შეუძლია სახელმწიფო უწყებების მიერ ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე განხორციელებული სოციალური და დასაქმების სერვისების დაფარვის შესახებ ანგარიშების მომზადება, რათა მოხდეს ნაკლოვანებების და დუბლირებების აღმოჩენა, შემცირდეს გარიცხვასთან და ჩართვასთან დაკავშირებული შეცდომები,სოციალური დაცვის სერვისებს/პროგრამებს შორის ინტეგრაციის გაუმჯობესება (მათ შორის იმ სახელმწიფო პროგრამებიც იგულისხმება, რომლებიც კლიმატური ცვლილებებისადმი მოწყვლადი შინამეურნეობების მხარდაჭერას ახორციელებენ)  

13,410,141

(5) „ზოგადი პირობების“ 2.05 (ბ) ნაწილის მიხედვით გადასახდელი სესხის გაცემისთვის დაწესებული ერთჯერადი საკომისიო გადასახადი (წინამდებარე შეთანხმების 2.03-ე ნაწილის შესაბამისად)

 

896,250

(6) „ზოგადი პირობების“ 4.05 (გ) ნაწილის შესაბამისად გადასახდელი ფიქსირებული მაქსიმუმის მქონე მცურავი საპროცენტო განაკვეთი ან მაქსიმალური და მინიმალური ფიქსირებული ოდენობის მქონე საპროცენტო განაკვეთის პრემიუმი

 

0

მთლიანი ოდენობა

 

358,500,000

 

ბ.  სესხის თანხების გამოტანის პირობები; თანხების გამოტანის პერიოდი

1. წინამდებარე ნაწილის  „ა“ ნაწილში მოცემული დებულებების მიუხედავად, თანხის გამოტანა არ უნდა მოხდეს:

(ა)  იმ „გადახდასთან მიბმული შედეგების“ საფუძველზე, რომლებიც წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერამდე იქნა მიღწეული.

(ბ)   (1)-დან (4)-ის ჩათვლით კატეგორიების „გადახდასთან მიბმული შედეგებისთვის“ მანამ, სანამ მსესხებელი არ წარმოადგენს ბანკისთვის მისაღებ მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ აღნიშნული „გადახდასთან მიბმული შედეგი“ იქნა მიღწეული.

2.             წინამდებარე ნაწილის „ბ“ 1(ბ) დებულებების მიუხედავად, თუ 1-დან 4-ის ჩათვლით კატეგორიაში შემავალი რომელიმე „გადახდასთან მიბმული შედეგი“ არ იქნა მიღწეული ამ კონკრეტული შედეგებისთვის დაწესებულ ვადებში ან ბანკის მიერ დადგენილ უფრო გვიან ვადებში, რომლებიც ბანკმა მსესხებელს წერილობით შეტყობინების მეშვეობით აცნობა; ბანკს, მსესხებლისთვის გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების მეშვეობით, შეუძლია:

(ა) გასცეს ნებართვა ზემოთხსნებული კონკრეტული კატეგორიისთვის გამოყოფილი სესხის ჯერ არ გამოყენებული (უფრო ნაკლები ოდენობის) თანხების გატანის შესახებ, რომლებიც ბანკის აზრით შეესაბამება კონკრეტული „გადახდასთან მიბმული შედეგის“ მიღწევის მასშტაბებს;

 (ბ) ხსენებული „გადახდასთან მიბმული შედეგისთვის“ გამოყოფილი სესხის თანხის მთლიანად ან ნაწილობრივ სხვა „გადახდასთან მიბმულ შედეგზე“ გადანაწილება; და/ან

(გ) ხსენებული „გადახდასთან მიბმული შედეგისთვის“ გამოყოფილი სესხის თანხის გამოყოფის მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმება.

  1. დასრულების თარიღია 2028 წლის 31 დეკემბერი.

განრიგი 3

[ვალდებულებასთან მიბმული სესხის განვადებით დაფარვის გრაფიკი]

 

ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოცემულია სესხის ძირითადი თანხის დაფარვის ვადები და სესხის ძირითადი თანხის დაფარვის თითოეულ დღეს გადასახდელი სესხის მთლიანი ძირითადი თანხის პროცენტული მაჩვენებლები („შენატანის წილი“) .

 

თანხის თანაბარი პერიოდული შენატანებით დაფარვა

ძირითადი თანხის დაფარვის თარიღი

შენატანის წილი

ყოველ 15 აპრილს და 15 ოქტომბერს,

2034 წლის 15 ოქტომბრიდან დაწყებული 2048 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით

3.33%

 2049 წლის 15 აპრილს

3.43%

 

დანართი

ტერმინთა განმარტება

 

  1. „ზოგადი პირობების“ დანართის მე-6 პარაგრაფის მიზნებისთვის, “ანტიკორუფციული დირექტივები” ნიშნავს „პროგრამა შედეგებისთვის დაფინანსების“ ტიპის პროექტებში თაღლითობისა და კორუფციის პრევენციისა და მათთან ბრძოლის შესახებ ბანკის დირექტივებს“, რომლებიც 2012 წლის 1 თებერვალს გამოიცა და 2015 წლის 10 ივლისს განახლდა.
  2. „შესაბამისი პერსონალი“ ნიშნავს: მინიმუმ შემდეგი ოდენობის სრულ განაკვეთზე მომუშავე პერსონალს და სპეციალისტებს, რომლებიც თავიანთ სამსახურებში მინიმუმ თორმეტი (12) თვის მანძილზე არიან დასაქმებული: (i) სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმში, მცხეთა-მთიანეთში და გურიაში: მინიმუმ 12 სრულ განაკვეთზე მომუშავე სპეციალისტი; (ii) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, კახეთში, ქვემო ქართლში და შიდა ქართლში: მინიმუმ 16 სრულ განაკვეთზე მომუშავე სპეციალისტი; (iii) თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთში და იმერეთში: სრულ განაკვეთზე მომუშავე მინიმუმ 20  სპეციალისტი, ბანკსა და მსესხებელს შორის მიღწეული ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია ამ მაჩვენებლების დროდადრო განახლება მოხდეს.
  3. „კატეგორია“ ნიშნავს კატეგორიას, რომელიც მოცემულია წინამდებარე შეთანხმების მეორე განრიგის IV.ა.2 ნაწილში
  4. კომპეტენციაზე დაფუძნებული ეროვნული სასწავლო გეგმა  საშუალო განათლების ზედა საფეხურებისთვის ნიშნავს ზოგადი განათლების შესახებ კანონის მეორე მუხლის „ვ“ პუნქტში განმარტებულ სასწავლო გეგმას, რომელიც ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ბრძანებაშიც არის განმარტებული.
  5. კონკრეტულ კატეგორიასთან მიმართებით „გადახდასთან მიბმული ინდიკატორი“ ან „DLI” ნიშნავს ამ კატეგორიასთან დაკავშირებულ ინდიკატორს, რომელიც წინამდებარე შეთანხმების მეორე განრიგის IV.ა.2  ნაწილში მოყვანილ ცხრილშია მოცემული.
  6. კონკრეტულ კატეგორიასთან მიმართებით “გადახდასთან მიბმული შედეგი“ ან „DLR“ ნიშნავს ამ კატეგორიასთან დაკავშირებულ შედეგს, რომელიც წინამდებარე შეთანხმების მე-2 განრიგის IV.ა.2 ნაწილში მოყვანილ ცხრილშია მოცემული, რომლის მიღწევის საფუძველზე აღნიშნული შედეგისთვის გამოყოფილი სესხის თანხა შეიძლება იქნეს გამოტანილი ხსენებული IV ნაწილის დებულებების შესაბამისად.
  7. „DRG-ის გადახდის სისტემა” ნიშნავს საავადმყოფოების გადახდის სისტემას, რომელიც კლინიკურად ერთმანეთის მსგავსი ტიპის ჰოსპიტალური შემთხვევების ქვეჯგუფებად კლასიფიკაციას ეფუძნება (მოსალოდნელია, რომ ამ ქვეჯგუფებში შემავალი შემთხვევები მსგავს ჰოსპიტალურ რესურსებს მოითხოვენ).
  8.  „დასაქმების ხელშეწყობის სერვისები“ შემდეგ სერვისებს გულისხმობს: დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დასაქმების კონსულტანტებთან პირისპირი გასაუბრებები, პროფილირება, „ვორქნეთის“ ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს  შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის პროგრამებზე ან ბანკისთვის დამაკმაყოფილებელ მსგავს სერვისებზე რეფერირება.
  9. “ESCO” (ანუ „ევროპული უნარები/კომპეტენციები, კვალიფიკაციები და პროფესიები“) კლასიფიკაციურ ტაქსონომიას წარმოადგენს, რომელიც ევროკავშირის შრომის ბაზრისთვის და განათლებისა და სწავლების სფეროსთვის რელევანტურ უნარებს, კომპეტენციებს, კვალიფიკაციებსა და პროფესიებს ადგენს და მათ კატეგორიებად ყოფს.
  10.  „ზოგადი პირობები“ ნიშნავს „რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) ზოგად პირობებს IBRD-ის დაფინანსებისა და „პროგრამა შედეგებისთვის დაფინანსების“ ტიპის პროექტებისთვის“, რომელიც 2018 წლის 14 დეკემბერს იქნა გამოცემული (ამ დოკუმენტის განახლება 2020 წლის 1 აგვისტოს, 2020 წლის 21 დეკემბერს, 2021 წლის 1 აპრილს და 2022 წლის 1 იანვარს მოხდა).
  11.  „ზოგადი განათლების დაფინანსების მოდელი“ ნიშნავს ფინანსური პრინციპების, ცვლადების, კოეფიციენტების და სხვა წესების შემცველ მოდელს  რომლის საფუძველზე საქართველოში არსებულ სკოლებისთვის ფინანსური რესურსების გამოყოფა ხდება (აღნიშნული მოდელი ზოგადი განათლების შესახებ კანონშია ნახსენები).
  12. „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები“ ნიშნავს დაწესებულებებს სადაც „ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის“ შესაბამისად ზოგადი განათლების მიწოდება ხდება.
  13. „საჯარო სკოლები“ ნიშნავს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს, რომლებიც მინიმუმ ზედა საშუალო განათლების დონის პროგრამებს ახორციელებენ.
  14. „ადამიანური კაპიტალის მართვის კომიტეტი“ ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების მე-2 პარაგრაფის ნაწილი I„ა“  მე-2 ქვეპუნქტში ნახსენებ კომიტეტს.
  15. “სოციალური დაცვის ინტეგრირებული ანგარიშგების სისტემა“ ნიშნავს მონაცემთა ბაზას, რომელშიც ინდივიდუალური პირებისა და შინამეურნეობების შესახებ ხელისუფლების შესაბამისი ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოებისა და უწყებებისგან მიღებული მონაცემები ინახება. აღნიშნულ სისტემაში შედის ანგარიშგების სხვადასხვა ინსტრუმენტები, რომლებიც მონაცემთა ანალიტიკური ანალიზის შესახებ ანგარიშების შემუშავების, მონაცემებთან დაკავშირებული რთული ოპერაციების განხორციელების და ღია მონაცემების წარმოების საშუალებას იძლევა.
  16. IT სააგენტო ნიშნავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც შედგება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ყოფილი IT დეპარტამენტისგან, დაარსებული საქართველოს მთავრობის N220 დადგენილებით, დათარიღებული 2021 წლის 17 მაისით, ან მისი სამართალმემკვიდრე.
  17. „საქართველოს კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და  განათლების შესახებ“ ნიშნავს საქართველოს პარლამენტის მიერ 2016 წლის 8 ივნისს მიღებულ კანონს (დოკუმენტის ნომერი: 5366), რომელიც ადრეულ და სკოლამდე განათლებას არეგულირებს.
  18. “საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ“ ნიშნავს საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წლის 8 აპრილს მიღებულ კანონს (დოკუმენტის ნომერი: 1330), რომელიც საქართველოში ზოგადი განათლების საკითხებს არეგულირებს (ამ კანონში დროდადრო შესული ცვლილებების გათვალისწინებით).
  19. „საქართველოს კანონი განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ ნიშნავს საქართველოს პარლამენტის მიერ 2010 წლის 21 ივლისს მიღებულ კანონს (დოკუმენტის ნომერი: 3531) (ამ კანონში დროდადრო შესული ცვლილებების გათვალისწინებით).
  20. „საქართველოს კანონი დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ ნიშნავს საქართველოს პარლამენტის მიერ 2020 წლის 14 ივლისს მიღებულ კანონს (დოკუმენტის ნომერი: 6819).
  21. „რისკების განაწილების შესახებ ხელშეკრულებები“ ნიშნავს ერთი მომწოდებლისგან მიღებულ წამლებთან დაკავშირებით დადებულ ხელშეკრულებებს, რომლებიც ფარმაცევტული პროდუქციის მომწოდებლებსა და მყიდველს შორის მყიდველის გაურკვევლობის შემცირების მიზნით იდება, გარდა ამისა, ეს ხელშეკრულებები ჯანდაცვის მიმართულებით მყიდველის მწირი ბიუჯეტით გამოწვეული პრობლემების შესაძლო გადაწყვეტის გზასაც წარმოადგენს.
  22. „MOES“ ნიშნავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ან მის მემკვიდრე უწყებას.
  23. „MOF“ ნიშნავს ფინანსთა სამინისტროს ან მის მემკვიდრე უწყებას.
  24. „MOILHSA“ ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ან მის მემკვიდრე უწყებას.
  25. „მაღალმთიანი რეგიონი“ ნიშნავს რეგიონებს სადაც არსებული სკოლების 50 პროცენტზე მეტი მაღალმთიან სკოლებად კლასიფიცირდება (განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 448-ე ბრძანების შესაბამისად).
  26. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო“ ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნულ კოლეგიალურ ორგანოს, რომელსაც განათლების ხარისხის განვითარების შესახებ საქართველოს კანონის (ან ამ კანონის მემკვიდრე საკანონმდებლო დოკუმენტის) ფარგლებში სკოლებისთვის ავტორიზაციის მინიჭების უფლებამოსილება გააჩნია.
  27. „რეფორმების გეგმა“ ნიშნავს მსესხებლის მიერ შემოთავაზებულ რეფორმათა გეგმას განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სექტორებში ისე როგორც ეს არის აღწერილი „განათლებისა და მეცნიერების განვითარების  ათწლიან გეგმაში (2022-2031)“ და „ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  ათწლიან გეგმაში (2022-2031)“ (ამ დოკუმენტებში დროდადრო შესული შესწორებების გათვალისწინებით).
  28. „პროგრამის სამოქმედო გეგმა“ ნიშნავს [წინამდებარე შეთანხმების მე-2 განრიგის I.ა ნაწილის მე-5 პარაგრაფში ნახსენები მსესხებლის გეგმა, რომელიც 2022 წლის 9 თებერვლით არის დათარიღებული], ბანკთან შეთანხმებით მასში დროდადრო შესული ცვლილებების გათვალისწინებით.
  29. „პროგრამის მაკოორდინირებელი ერთეული“ ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების მე-2 განრიგის I.ა ნაწილის მესამე პარაგრაფში ნახსენებ ერთეულს.
  30. „შესაბამისი აღჭურვილობა“ ნიშნავს საჭიროებების შეფასების საფუძველზე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთვის გამოყოფილი შესაბამისი აღჭურვილობის ნაკრებს (მათ შორის კომპიუტერულ ტექნიკას, პროგრამულ უზრუნველყოფას და მანქანებს), რომელიც ყოველწლიურად აღნიშნულ სააგენტოს სოფლად მცხოვრები სამუშაოს მაძიებლების შესაბამისი რაოდენობისთვის ინფორმაციისა და დასაქმების სერვისების მიწოდების ზრდის საშუალებას აძლევს.
  31. „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს რეგიონული ოფისები“ ნიშნავს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ოფისებს, რომლებიც შემდეგ რეგიონებშია განლაგებული: კახეთი, თბილისი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, აჭარის (ავტონომიური რესპუბლიკა), გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, მცხეთა-მთიანეთი.
  32. „სოფლად მცხოვრები სამუშაოს მაძიებელი“ ნიშნავს იმ რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს, რომლებიც არ ცხოვრობენ იმ მუნიციპალიტეტებში სადაც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს რეგიონული ოფისებია განლაგებული.
  33. „სასოფლო რეგიონი“ ნიშნავს ისეთ რეგიონს სადაც არსებული სკოლების 50 პროცენტზე მეტი „სოფლის სკოლად“ კლასიფიცირდება (განათლების სამინისტროს 448-ე ბრძანების საფუძველზე).
  34. „სკოლა“ ნიშნავს „ზოგადი განათლების შესახებ კანონის“ 58-ე მუხლის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირებულ სკოლებს.
  35. „სკოლის ციფრული სამოქმედო გეგმა“ ნიშნავს სკოლის ციფრული განათლების სამოქმედო გეგმას (დამოუკიდებელი ან უფრო ფართო გეგმის ნაწილი სამოქმედო გეგმა), რომელსაც თითოეული სკოლა „თვითანალიზის ინსტრუმენტის“ საფუძველზე ამზადებს.
  36. „კონკრეტულ სოციალურ დახმარებებთან დაკავშირებული პროცესები“ ნიშნავს სიღარიბის საწინააღმდეგოდ მიმართული სოციალური დახმარების მიღების მსურველი აპლიკანტების განაცხადის განხილვის, რეგისტრაციის, მათი შესაფერისობის დადგენისა და დადასტურების პროცესს.
  37. „ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ინსტრუმენტის გამოყენების ხელშეწყობით ეფექტური სწავლის შესახებ თვითანალიზის განხორციელება“ ანუ „SELFIE” ნიშნავს ევროკავშირის მიერ ამ მიზნით შემუშავებულ ელექტრონულ ინსტრუმენტს.
  38. „თვითანალიზის ინსტრუმენტი“ ნიშნავს ელექტრონულ ინსტრუმენტს (ან ბანკისთვის დამაკმაყოფილებელ ეკვივალენტურ ინსტრუმენტს), რომლის მეშვეობით SELFIE-ს ინსტრუმენტში ჩაწერილი ინფორმაციის შეგროვება ხდება (ამ ინფორმაციის მოპოვება სტუდენტების, მასწავლებლების და მშობლების მიერ მოწოდებული უკუკავშირის საფუძველზე ხდება).
  39.  „სერვის ჯგუფი“ ნიშნავს სამედიცინო პრაქტიკის ჯგუფს, რომელიც პაციენტთა, დაავადებათა ან უნარების კონკრეტულ ჯგუფზეა კონცენტრირებული.
  40. SESA ნიშნავს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, შექმნილი საქართველოს კანონით დასაქმების ხელშეწყობის შესახებ ან მისი მემკვიდრე საკანონმდებლო აქტი.
  41. „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შრომის ბაზრის აქტიური პროგრამები“ ნიშნავს  შრომის ბაზრის აქტიური პროგრამებს, მათ შორის მოკლევადიან პროფესიულ ტრენინგებს, ძირითადი კომპეტენციების სწავლებას, სტაჟიორობას, ხელფასების სუბსიდირებას, დასაქმების ხელშეწყობის სერვისებს და კონსულტაციების გაწევას.
  42. „ხელმოწერის თარიღი“ ნიშნავს მსესხებლისა და ბანკის მიერ წინამდებარე შეთანხმებაზე დასმული ხელმოწერებიდან ყველაზე გვიან გაკეთებული ხელმოწერის თარიღს, ეს განმარტება „ზოგად პირობებში“ ტერმინ „სესხის შეთანხმების თარიღსაც“ მიესადაგება.
  43. „სმს“ (SSA) ნიშნავს სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომელიც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის №13 დადგენილების (ან მისი მემკვიდრე საკანონმდებლო აქტის) საფუძველზე შეიქმნა.
  44. „მიზნობრივი სოციალური დახმარება“ ნიშნავს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილების (ან მისი მემკვიდრე საკანონმდებლო აქტის) საფუძველზე შექმნილ სოციალური უსაფრთხოების მექანიზმს.
  45. „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა“ ნიშნავს არაკონტრიბუციურ ნაციონალურ (სოციალურ) პროგრამას, რომელიც სახელმწიფო დაფინანსების მეშვეობით ჯანმრთელობის დაცვის სერვისებით მთელს მოსახლეობას ფარავს, აღნიშნული პროგრამა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36-ე დადგენილებით (ან მისი სამართალმემკვიდრე) ამოქმედდა.
  46. „ერთიან ეროვნულ გამოცდაზე მიღებული სატესტო ქულა“ ნიშნავს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე (ან ბანკისთვის დამაკმაყოფილებელ მის მემკვიდრე სტანდარტიზებული ტესტის ფარგლებში) მიღებულ სატესტო ქულას.
  47. „ურბანული რეგიონი“ ნიშნავს ისეთ რეგიონს სადაც არსებული სკოლების 50 პროცენტზე მეტი კლასიფიცირდება როგორც „ურბანული სკოლა“ (განათლების სამინისტროს 448-ე ბრძანების საფუძველზე).
  48. „მოწყვლადობის ქულა“ ნიშნავს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით განსაზღვრულ შინამეურნეობების კეთილდღეობის ინდექსს (ამ დადგენილებაში დროდადრო შესული შესწორებების გათვალისწინებით).
  49. „მოწყვლადი უმუშევარი პირი“ ნიშნავს უმუშევარ ქალებს, ახალგაზრდებს, დევნილებს, მიზნობრივი სოციალური დახმარების მიმღებებს, შ.შ.მ. პირებს.
  50. „ვორქნეთის პორტალი“ ნიშნავს ონლაინ პლატფორმას, რომელსაც „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო“ მართავს და რომელიც ხელს უწყობს შრომის ბაზარზე მოთხოვნისა და მიწოდების ერთმანეთთან დაბალანსებას.