„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტი)“

„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტი)“
დოკუმენტის ნომერი 1059
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/03/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/03/2023
ძალაში შესვლის თარიღი 25/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016722
1059
30/03/2022
ვებგვერდი, 24/03/2023
480610000.03.030.016722
„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტი)“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
  
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტი)

 

სესხის ნომერი 9361-GE

 

სასესხო შეთანხმება

კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტი

საქართველოსა

და

რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის

 

შეთანხმების თარიღია საქართველოსა („მსესხებელი“) და რეკონსტრუქციისა და განვითრების საერთაშორისო ბანკს („ბანკი“) შორის ამ დოკუმენტის ხელმოწერის თარიღი. პროექტის მიზანია შეთანხმების პირველ განრიგში აღწერილი პროექტის („პროექტი“) დაფინანსებაში დახმარება. მსესხებელი და ბანკი თანხმდებიან შემდეგზე:

 

მუხლი I – ზოგადი პირობები; განსაზღვრებები

1.01. ზოგადი პირობები (განსაზღვრულია ამ შეთანხმების დანართში) გამოიყენება ამ შეთანხმების მიმართ და მის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

1.02. თუ სხვაგვარად არ არის კონტექსტით განსაზღვრული, ამ ხელშეკრულების ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ ზოგადი პირობებით ან ამ შეთანხმების დანართით განსაზღვრული მნიშვნელობები.

 

მუხლი II  სესხი

2.01. ბანკი თანახმაა მსესხებელს გამოუყოს სესხი ოთხმოცდაჩვიდმეტი მილიონ შვიდასი ათასი ევროს (EUR 97,700,000) ოდენობით, რომლის კონვერტაციაც შეიძლება პერიოდულად განხორციელდეს ვალუტის კონვერტაციის („სესხი“) საშუალებით, პროექტის დაფინანსებაში დახმარების მიზნით.

2.02. მსესხებელმა შეიძლება აითვისოს საკრედიტო სახსრები  ამ  შეთანხმების  მე-2  განრიგის  III ნაწილის შესაბამისად.

2.03. სესხის გაცემის ერთჯერადი საკომისიო შეადგენს სესხის თანხის ერთი პროცენტის მეოთხედს (0.25%).

2.04 დარეზერვების საკომისიო (ვალდებულების საკომისიო)  შეადგენს  აუთვისებელი  საკრედიტო ნაშთის ერთი პროცენტის მეოთხედს (0.25%) წელიწადში.

2.05. საპროცენტო განაკვეთი წარმოადგენს საბაზისო განაკვეთის და ფიქსირებული სპრედის ჯამს  ან ისეთ განაკვეთს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს კონვერტაციის შემდეგ ზოგადი პირობების 3.02(ე) ნაწილის შესაბამისად.

2.06. გადახდის თარიღებია ყოველი წლის 15 აპრილი და 15 ოქტომბერი.

2.07. სესხის ძირითადი თანხა დაფარული უნდა იქნეს ამ შეთანხმების მე-3 განრიგის შესაბამისად.

 

მუხლი III – პროექტი

3.01. მსესხებელი აცხადებს თავის ვალდებულებას პროექტის ამოცანების შესრულების მიმართ. ამ მიზნით, მსესხებელი, RD-ის მეშვეობით, უზრუნველყოფს პროექტის შესრულებას ამ შეთანხმების ზოგადი პირობების V მუხლის დებულებების, მე-2 განრიგის და პროექტის ხელშეკრულების შესაბამისად.

 

მუხლი IV – ძალაში შესვლა; შეწყვეტა

4.01. ეფექტურობის დამატებითი პირობა მოიცავს შემდეგს, კერძოდ, იმას, რომ განხორციელების ხელშეკრულება შესრულებულია RD-ის და ETCIC-ის მიერ, ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმითა და შინაარსით;

4.02. შეთანხმების ძალაში შესვლის ბოლო ვადა არის ხელმოწერის თარიღიდან ას ოცი (120) დღე.

 

მუხლი V – წარმომადგენელი; მისამართები

5.01. მსესხებლის წარმომადგენელია მისი ფინანსთა მინისტრი.

5.02. ზოგადი პირობების 10.01 ნაწილის მიზნებისთვის (ა) მსესხებლის მისამართია:

                 ფინანსთა სამინისტრო

                გორგასლის ქუჩა 16

                0114 თბილისი

                საქართველო; და

                (ბ) მსესხებლის ელექტრონული მისამართია: publicdebt@mof.ge

5.03.  ზოგადი პირობების 10.01 ნაწილის მიზნებისთვის (ა) ბანკის მისამართია:

                რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკი

                1818 H Street, N.W.

                ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, 20433

                ამერიკის შეერთებული შტატები; და

                (ბ) ბანკის ელექტრონული მისამართია:

 

Telex:                                                    ფაქსიმილე:                                          ელ.ფოსტა:

248423(MCI) ან                            1-202-477-6191                                       smolineus@worldbank.org

64145(MCI)

         

 

შეთანხმება მიღწეულია შეთანხმების ხელმოწერის თარიღის მდგომარეობით.

                                                             საქართველო

                                                             უფლებამოსილი

წარმომადგენელი:              ლაშა ხუციშვილი

სახელი, გვარი:                   ლაშა ხუციშვილი

თანამდებობა:                     მინისტრი

თარიღი:                              30 მარტი, 2022

 

 

                                                            რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკი

 

უფლებამოსილი

წარმომადგენელი:               სებასტიან მოლინეუსი

სახელი, გვარი:                    სებასტიან მოლინეუსი

თანამდებობა:                     რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში

თარიღი:                              30 მარტი, 2022

 

 

განრიგი 1

პროექტის აღწერა

პროექტის ამოცანაა კახეთის რეგიონში სატრანსპორტო კავშირისა და სატრანსპორტო გზის უსაფრთხოების გაუმჯობესება თბილისი - ბაკურციხე - ლაგოდეხის გზატკეცილის საგარეჯო - ბადიაურის მონაკვეთის გასწვრივ.

პროექტი შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:

პირველი კომპონენტი. კავშირის გაუმჯობესება აღმოსავლეთის დერეფანზე

(ა) 17 კმ სიგრძის ოთხი საავტომობილო ზოლის მქონე გზის მონაკვეთის მშენებლობა საგარეჯოდან ბადიაურამდე გაცილებით ფართო თბილისი - ბაკურციხე - ლაგოდეხის დერეფნის ფარგლებში, რომელიც მოიცავს (მათ შორის) გზების გადაკვეთის, ხიდების (ავტომაგისტრალის და მიწისზედა ხიდების ჩათვლით), მიწისქვეშა გადასასვლელების და გზის კიდის მშენებლობას;

ბ) ადგილობრივი გზების და/ან მეორადი გზების განვითარების (მათ შორის, რეაბილიტაციისა და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების ჩათვლით) მხარდაჭერა, მათ შორის, ადგილობრივი თემების მიწის ნაკვეთებთან და არსებულ საგზაო ქსელთან დამაკავშირებელი მისასვლელი გზები.

მე-2 კომპონენტი. ადგილობრივი ბაზრის გაუმჯობესება

(ა) ადგილობრივი ბაზრის განვითარების მხარდაჭერა ბადიაურის გზაჯვარედინის ახლოს, საბაზრო ინფრასტრუქტურის, ბაზრისთვის ადგილის მომზადების და ბაზრის ფუნქციონირებისთვის ინსტიტუციური მექანიზმების შექმნის ჩათვლით;

(ბ) ქალ მეწარმეებზე მორგებული ბიზნესრეკომენდაციების მიწოდების მხარდაჭერა მათთვის ადგილობრივ ბაზარზე მიკრობიზნესის გაფართოების შესაძლებლობის მისაცემად.

მე-3 კომპონენტი. ინსტიტუციური გაძლიერება და განხორციელების მხარდაჭერა

(ა) პროექტის განხორციელების, მართვის და მონიტორინგის მხარდაჭერა, დამატებითი ოპერაციული ხარჯების მხარდაჭერის ჩათვლით; და

(ბ) RD-ის შესაძლებლობების გაძლიერება შემდეგი ღონისძიებებით: (i) გვირაბების განვითარების და მართვის ტექნიკური ცოდნის და გამოცდილების დაგროვება; (ii) გზების უსაფრთხოების მართვის ინიციატივების განხორციელებაში დახმარება iRAP პროგრამის განხორციელების ჩათვლით; (iii) RD-ის დახმარება კონტრაქტების მართვის შესაძლებლობების განვითარებაში სხვადასხვა, მაგ. სამშენებლო, რეაბილიტაციის, გარემოს და სოციალური დაცვის, იურიდიული და შესყიდვების დეპარტამენტებში; (iv) RD-ის დახმარება საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემების ინტეგრაციაში აქტივების მართვის სისტემის შემუშავებაში; და (v) სათანადო დახმარებების გაწევა საავტომობილო გზების ქსელის შემდგომი მონაკვეთების განვითარებისა და ექსპლუატაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში.

 

განრიგი 2

პროექტის განხორციელება

ნაწილი I. პროექტის განხორციელება

 

A.  ინსტიტუციური და განხორციელების მექანიზმები

1. მსესხებელი უზრუნველყოფს და განაპირობებს, რომ პროექტი განხორციელდეს შემდეგნაირად, ამ შეთანხმების სათანადო დებულებების, ოპერაციული სახელმძღვანელოს, ფინანსური მართვის სახელმძღვანელოს და განხორციელების ხელშეკრულების შესაბამისად:

(ა) MRDI ახორციელებს პროექტს RD-ის საშუალებით; და

(ბ)  ETCIC  დახმარებას  უწევს  RD-ის  და  აძლევს  პროექტის  განხორციელების      საშუალებას ფინანსური მართვის ფუნქციების შესრულებით.

2. მსესხებელი უზრუნველყოფს რომ  RD-ს: (i) ჰქონდეს ადეკვატური ფუნქციები, პასუხისმგებლობები და რესურსები; (ii) ჰყავდეს კვალიფიციური და გამოცდილი პერსონალი საკმარისი რაოდენობით; და (iii) ჰქონდეს სათანადო მხარდაჭერა ნებისმიერ დროს პროექტის განხორციელების განმავლობაში.

3. მსესხებელი  MRDI-ის  საშუალებით  უნდა  უზრუნველყოფდეს  ETCIC-ის  ოპერირებას ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი შემადგენლობით, ტექნიკური დავალებით და რესურსებით.

4. პროექტის   მე-2   კომპონენტის   განხორციელების   ხელშეწყობის   მიზნით,   ძალაში    შესვლის თარიღიდან არაუგვიანეს 6 თვისა, თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული ბანკსა და მსესხებელს შორის, მსესხებელი RD-ის საშუალებით აფორმებს ურთიერთგაგების მემორანდუმს საგარეჯოს მუნიციპალიტეტთან, ბანკისთვის მისაღები ვადებით და პირობებით.

B. სახელმძღვანელოები

1. მსესხებელი ვალდებულია არაუგვიანეს 30 დღისა ძალაში შესვლის თარიღიდან, თუ სხვა რამ   არ არის შეთანხმებული ბანკსა და მსესხებელს შორის: (ა) RD-ის მეშვეობით მიიღოს ოპერატიული სახელმძღვანელო (რომელიც მოიცავს ფინანსური მართვის სახელმძღვანელოს); და (ბ) უზრუნველყოს, რომ ETCIC მიიღებს საოპერაციო სახელმძღვანელოს (რომელიც მოიცავს ფინანსური მართვის სახელმძღვანელოს) მოქმედ ნაწილებს.

2. მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ პროექტი ხორციელდებოდეს ოპერაციული სახელმძღვანელოს შესაბამისად (რომელიც მოიცავს ფინანსური მართვის სახელმძღვანელოს).

3. თუ  ბანკის  მიერ  სხვაგვარად  არ  არის  განსაზღვრული,  მსესხებელი  არ  ახდენს        პროექტის ოპერაციული სახელმძღვანელოს (რომელიც მოიცავს ფინანსური მართვის სახელმძღვანელოს) დებულებების შესრულების გადაცემას, შეცვალოს, შეაჩეროს, შეწყვიტოს, გააუქმოს ან უარი თქვას ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. პროექტის ოპერაციული სახელმძღვანელოს (რომელიც მოიცავს ფინანსური მართვის სახელმძღვანელოს) და ამ შეთანხმების დებულებებს შორის კონფლიქტის შემთხვევაში, უპირატესობა ამ შეთანხმების დებულებებს ენიჭება.

C. განხორციელების შეთანხმება

1. პროექტის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, RD და ETCIC აფორმებენ განხორციელების ხელშეკრულებას ბანკის მიერ დამტკიცებული ვადებით და პირობებით, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად, მათ შორის გათვალისწინებულია შემდეგი:

(ა) სესხის შემოსავალი MRDI-ის მიერ ხელმისაწვდომი იქნება ETCIC-ისთვის, რათა დაეხმაროს RD-ს პროექტის განხორციელებაში;

(ბ) RD-ისა და ETCIC-ის განსაკუთრებული როლი და პასუხისმგებლობები, რომლებიც მონაწილეობენ ამ პროექტის განხორციელებაში, ასევე სხვა ღონისძიებებისა და პროცედურების, როგორც ეს საჭიროა პროექტის ეფექტიანი განხორციელებისათვის;

(გ) დებულება, რომელშიც მითითებულია სასესხო შეთანხმების ყველა სათანადო დებულება და რომელიც განაპირობებს მათ გამოყენებას ETCIC-ის მიმართ საჭიროებისამებრ, განსაკუთრებით მათ, რომლებიც უკავშირდება ფინანსურ მართვას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას და შესყიდვებს;

(დ) ETCIC ვალდებულია დაეხმაროს RD-ს პროექტის განხორციელებაში: (i) სათანადო გულმოდგინებითა და ეფექტურობით და შესაბამისი ტექნიკური, ეკონომიკური, ფინანსური, მენეჯერული პრაქტიკის შესაბამისად; (ii) სასესხო შეთანხმებაში, საოპერაციო სახელმძღვანელოში მითითებული პირობებისა და პირობების შესაბამისად, ანტიკორუფციული სახელმძღვანელოს ჩათვლით, რომელიც გამოიყენება სესხის შემოსავლების მიმღებებისთვის, მსესხებლის გარდა; და (iii) უზრუნველყოს საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ, ამ მიზნით საჭირო რესურსები;

(ე) მსესხებელს უფლება აქვს, შეაჩეროს ან შეწყვიტოს ETCIC-ის უფლება, გამოიყენოს სესხის შემოსავალი, ან მიიღოს თანხის დაბრუნება იმ სესხების ყველა ან რომელიმე ნაწილის ოდენობით, რომელიც გატანილია, ETCIC–ის მიერ გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში;

(ვ) დებულება, რომელიც განსაზღვრავს, რომ სასესხო შეთანხმების და განხორციელების შეთანხმების დებულებებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა სასესხო შეთანხმების დებულებებს ენიჭება;

(ზ) გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბანკი სხვაგვარად დათანხმდება, ETCIC არ დანიშნავს, შეცვლის, გააუქმებს ან უარს არ იტყვის განხორციელების შეთანხმებაზე ან მის რომელიმე დებულებაზე.

2.  თუ   ბანკის   მიერ   სხვაგვარად   არ   არის   განსაზღვრული,   RD   არ   ახდენს      განხორციელების შეთანხმების ან მისი რომელიმე დებულების შესრულების გადაცემის, შეცვლის, შეჩერების, შეწყვეტის, გააუქმების ან უარის თქმის ბანკის წინასწარი თანხმობის გარეშე.

D. გარემოს დაცვის და სოციალური სტანდარტები

1. გარემოს   დაცვის   და   სოციალური   სტანდარტები.   მსესხებელი   უზრუნველყოფს  პროექტის განხორციელებას გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის (ESCP) შესაბამისად ბანკისთვის მისაღები ფორმით.

2. გარემოსდაცვითი  და სოციალური  ვალდებულებების  გეგმა. პირველი პუნქტის  დებულებების შეზღუდვის გარეშე, მსესხებელი, RD-ის მეშვეობით, უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებას გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის (ESCP) შესაბამისად ბანკისთვის მისაღები ფორმით. ამ მიმართულებით მსესხებელი, RD-ის მეშვეობით, უზრუნველყოფს, რომ:

(ა) გარემოს   დაცვის   და   სოციალური   პასუხისმგებლობის   გეგმაში   (ESCP)   მითითებული ღონისძიებები და ზომები შესრულდეს სათანადო სიფრთხილით და ეფექტიანობით და გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმაში (ESCP) მოცემული მითითებების შესაბამისად;

(ბ) ხელმისაწვდომი     იყოს     საკმარისი     სახსრები     გარემოს     დაცვის     და   სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის (ESCP) ხარჯების დასაფარად;

(გ) პოლიტიკა, პროცედურები და კვალიფიციური პერსონალი იძლეოდეს გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის (ESCP) განხორციელების შესაძლებლობას აღნიშნული გეგმით განსაზღვრული მითითებების შესაბამისად; და

(დ) ESCP ან მისი რომელიმე დებულება არ არის შესწორებული, გაუქმებული, შეჩერებული ან უარი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბანკი სხვაგვარად შეთანხმდება წერილობით, როგორც ეს მითითებულია ESCP-ში და უზრუნველყოფს, რომ შესწორებული ESCP დაუყოვნებლივ გამჟღავნდეს ამის შემდეგ.

3. შეუსაბამობა გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმასთან. ნებისმიერი შეუსაბამობის შემთხვევაში გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის (ESCP) დებულებებს და ამ შეთანხმებას შორის, უპირატესობა ამ უკანასკნელს ენიჭება.

4. მონიტორინგი და ანგარიშგება. მსესხებელი, RD-ის მეშვეობით, უზრუნველყოფს:

(ა) ყველა აუცილებელი ღონისძიების განხორციელებას იმისათვის, რომ შეაგროვოს, შეადგინოს და პროექტის რეგულარული ანგარიშების საშუალებით, წარუდგენს ბანკს ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმით (ESCP) განსაზღვრული სიხშირით და დროულად, ცალკე ანგარიშის ან ანგარიშების სახით (ბანკის მხრიდან ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში) გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმასთან (ESCP) და მასში მითითებულ მართვის ინსტრუმენტებთან და მექანიზმებთან შესაბამისობის სტატუსის შესახებ; ყველა ასეთი ანგარიში მომზადებული უნდა იქნეს ბანკისთვის მისაღები ფორმით და შინაარსით და სხვა საკითხებთან ერთად მათში განსაზღვრული უნდა იყოს: i) გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის (ESCP) შესრულების სტატუსი ; ii) პირობები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომლებიც ხელს უშლის ან ქმნის ხელის შეშლის საფრთხეს გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის (ESCP) შესრულებასთან დაკავშირებით; და iii) მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც განხორციელდა ან უნდა განხორციელდეს ასეთ პირობებზე რეაგირებისთვის; და

(ბ) ბანკისთვის ინფორმაციის დროულ მიწოდებას ნებისმიერი ინციდენტის ან უბედური შემთხვევის შესახებ, რომელიც უკავშირდება ან გავლენას იქონიებს პროექტზე და რომელსაც აქვს ან სავარაუდოდ ექნება მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა გარემოზე, ზემოქმედების ქვეშ მყოფ თემზე, საზოგადოებაზე ან მშრომელებზე, მათ შორის, გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის (ESCP) შესაბამისად მასში მითითებულ ინსტრუმენტებზე და გარემოს დაცვის და სოციალურ სტანდარტებზე..

5. საჩივრების  მექანიზმი. მსესხებელმა, RD-ის მეშვეობით, უნდა ჩამოაყალიბოს, გაასაჯაროოს და აამოქმედოს საჩივრების გასაჩივრების ხელმისაწვდომი მექანიზმი, რათა მიიღოს და ხელი შეუწყოს პროექტის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანების შეშფოთებისა და საჩივრების გადაწყვეტას და მიიღოს ყველა საჭირო და შესაბამისი ზომა ამგვარი პრობლემების გადასაჭრელად ან ხელშესაწყობად, და საჩივრები ბანკისთვის მისაღები ფორმით.

6. კონტრაქტორების   მართვა.   მსესხებელი,   RD-ის   მეშვეობით,   უზრუნველყოფს,   რომ  ყველა სატენდერო დოკუმენტი და სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებული კონტრაქტი შეიცავდეს კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორების და საზედამხედველო ორგანოების ვალდებულებას: (ა) შეასრულონ გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის (ESCP) შესაბამისი ასპექტები და მასში აღნიშნული გარემოსდაცვითი და სოციალური მოთხოვნები; (ბ) მიიღონ და აღასრულონ ქცევის კოდექსი, რომელიც მიწოდებულ უნდა იქნეს ყველა მუშაკისთვის და ხელმოწერილი მათ მიერ. ქცევის კოდექსში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი ღონისძიებები გარემოსდაცვით, სოციალურ, ჯანდაცვის და უსაფრთხოების, სექსუალური ექსპლუატაციის და ძალადობის, სექსუალური დევნის და ბავშვების წინააღმდეგ ძალადობის რისკებზე რეაგირებისთვის. კოდექსი გამოყენებული უნდა იქნეს დაკვეთით განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების ან აღნიშნული კონტრაქტების შესაბამისად განხორციელებული სამუშაოების მიმართ.

 

ნაწილი II.  პროექტის მონიტორინგი, ანგარიშგება და შეფასება

1. მსესხებელმა ბანკს თითოეული პროექტის ანგარიში (კალენდარული კვარტალის მომცველი) უნდა წარუდგინოს ყოველი კალენდარული კვარტალის დასრულებიდან არაუგვიანეს ორმოცდახუთ (45) დღეში.

2. მსესხებელმა უნდა: (ა) განახორციელოს არაუგვიანეს 2025 წლის 30 ივნისისა, ან უფრო გვიანი თარიღისა, რომელიც შეიძლება დადგინდეს ბანკის მიერ, ბანკთან კონსულტაციით, პროექტის ყოვლისმომცველი შუალედური მიმოხილვა, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესს; და ბ) მოამზადოს დაუყოვნებლივ, შუალედური განხილვის შემდეგ, და შემდგომ განახორციელოს ბანკისთვის მისაღები სამოქმედო გეგმა, პროექტის შემდგომი განხორციელებისთვის, შუალედური განხილვის შედეგების გათვალისწინებით.

ნაწილი III.  საკრედიტო სახსრების ათვისება

A. ზოგადი

ზოგადი პირობების II მუხლის დებულებების შეზღუდვის გარეშე და სესხის ტრანშების გაცემის და ფინანსური ინფორმაციის წერილის შესაბამისად მსესხებელმა შეიძლება აითვისოს საკრედიტო სახსრები: (ა) სათანადო ხარჯების დასაფინანსებლად; და (ბ) შემდეგი გადახდების განსახორციელებლად: (i) სესხის გაცემის საკომისიო; და (ii) ფიქსირებული მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთის მქონე პროცენტული მარჟის ოფციონის ან ფიქსირებული მაქსიმალური და მინიმალური საპროცენტო განაკვეთის მქონე ოფციონის პრემია, გამოყოფილი თანხით, და საჭიროების შემთხვევაში, შემდეგ ცხრილში თითოეული კატეგორიის მიმართ მითითებულ განსაზღვრულ პროცენტულ მაჩვენებლამდე:

 

კატეგორია

 

გამოყოფილი სესხის თანხა (ევრო)

დასაფინანსებელი ხარჯების პროცენტული მაჩვენებელი

(გადასახადების ჩათვლით)

 

(1) საქონელი, სამუშაოები, არასაკონსულტაციო მომსახურება, საკონსულტაციო სერვისები, ოპერაციული ხარჯები და პროექტის ფარგლებში არსებული ტრენინგი

 

97,455,750

100%

 

(2)  ერთჯერადი  ადმინისტრირების საკომისიო

 

244,250

ამ შეთანხმების 2.03 ნაწილის შესაბამისად გადასახდელი თანხა ზოგადი პირობების 2.07(ბ) ნაწილის თანახმად

 

(3) საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის და საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვრის გადასახდელი

 

0

ზოგადი პირობების 4.05(გ) ნაწილის შესაბამისად გადასახდელი თანხა

მთლიანი თანხა

97,700,000

 

 

B. ათვისების პირობები; ათვისების პერიოდი

1.  A   ნაწილის   დებულებების   მიუხედავად,   საკრედიტო   სახსრების   გამოყენება     დაუშვებელია ხელმოწერის თარიღამდე განხორციელებული გადახდებისთვის, გარდა საკრედიტო სახსრების ათვისებისა არაუმეტეს 19,540,000 ევროს საერთო მოცულობით, რომელიც შეიძლება განხორციელდეს გადახდებისთვის ხელმოწერის თარიღამდე, მაგრამ 2022 წლის პირველი მარტის მდგომარეობით, ან მის შემდეგ.

2. დასრულების თარიღია 2027 წლის 31 დეკემბერი.

 

განრიგი 3

 

ვალდებულებასთან დაკავშირებული დაფარვის ამორტიზაციის გრაფიკი

 

ქვევით წარმოდგენილი ცხრილი განსაზღვრავს სესხის დაფარვის ძირითად თარიღებს და სესხის ძირითადი თანხის პროცენტულ წილს, რომელიც გადახდილი უნდა იქნეს დაფარვის თითოეული ძირითადი თარიღისთვის („შენატანის წილი“).

 

თანაბარი ძირითადი გადახდები

ძირითადი თანხის გადახდის თარიღი

შენატანის წილი

ყოველის წლის 15 აპრილი და 15 ოქტომბერი, 2034 წლის 15 ოქტომბრიდან

2048 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით

 

3.33%

2049 წლის 15 აპრილს

3.43%

 

 

დანართი

 

1. „ანტიკორუფციული მითითებები“ ზოგადი პირობების დანართის მე-6 პარაგრაფის მიზნებისთვის ნიშნავს, „რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხებით და განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (IDA) კრედიტებით და გრანტებით დაფინანსებულ პროექტებში თაღლითობასთან და კორუფციასთან ბრძოლის და მათი პრევენციის მითითებებს“, რომლებიც გამოქვეყნდა 2006 წლის 15 ოქტომბერს და შესწორებულ იქნა 2011 წლის იანვარში და 2016 წლის პირველ ივლისს.

2. „აქტივების  მართვის  სისტემა“  ნიშნავს  გზების,  ხიდების  და  გვირაბების  მართვის    სისტემას, რომელიც გამოიყენება RD-ის მრავალწლიანი პროგრამირებისა და ასეთი აქტივების წლიური დაგეგმვის პროცესების ინფორმირებისთვის.

3. „კატეგორია“  ნიშნავს  ამ  შეთანხმების  მე-2  განრიგის  III.A  ნაწილის  ცხრილში    წარმოდგენილ კატეგორიას.

4. „გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმა“ (ან აკრონიმი ESCP) ნიშნავს 2022 წლის 22 თებერვლით დათარიღებული პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური ვალდებულების გეგმას (ასეთი გეგმის ნებისმიერი დანართის ან გრაფიკის ჩათვლით), რომელიც შეიძლება დროდადრო შეიცვალოს მისი დებულებების შესაბამისად, რომელიც ასახავს მატერიალურ ზომებს და ქმედებებს, რომლებსაც მსესხებელი განახორციელებს ან იწვევს მის განხორციელებას პროექტის პოტენციური გარემოსდაცვითი და სოციალური რისკებისა და ზემოქმედების მოსაგვარებლად, მათ შორის ქმედებებისა და ზომების ვადების, ინსტიტუციური, საკადრო, ტრენინგების, მონიტორინგისა და ანგარიშგების ღონისძიებები და ნებისმიერი გარემოსდაცვითი და სოციალური ინსტრუმენტი, რომელიც უნდა მომზადდეს მის ფარგლებში.

5. „გარემოს დაცვის და სოციალური სტანდარტები“ ან ESS-ები ნიშნავს ერთობლივად: (i) „გარემოს დაცვის და სოციალურ პირველ სტანდარტს: გარემოს დაცვის და სოციალური რისკების და მათი ზემოქმედების შეფასება და მართვა“; (ii) „გარემოს დაცვის და სოციალურ მე-2 სტანდარტს: შრომის და სამუშაო პირობები “; (iii) „ გარემოს დაცვის და სოციალურ მე-3 სტანდარტს: რესურსების ეფექტიანობა და დაბინძურების პრევენცია და მართვა “; (iv) „გარემოს დაცვის და სოციალურ მე-4 სტანდარტს: საზოგადოების ჯანდაცვა და უსაფრთხოება“; (v) „გარემოს დაცვის და სოციალურ მე -5 სტანდარტს 5: მიწის შესყიდვა, მიწათსარგებლობის შეზღუდვა და იძულებითი განსახლება “; (vi) „გარემოს დაცვის და სოციალურ მე-6 სტანდარტს: ბიომრავალფეროვნების დაცვა და ცოცხალი ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა“; (vii) „გარემოს დაცვის და სოციალურ მე-7 სტანდარტს: აბორიგენი მოსახლეობა/საჰარის სამხრეთით ისტორიულად არაუზრუნველყოფილი ტრადიციული ადგილობრივი თემები“; (viii) „„გარემოს დაცვის და სოციალურ მე-8 სტანდარტს: კულტურული მემკვიდრეობა“; (ix) „გარემოს დაცვის და სოციალურ მე-9 სტანდარტს: ფინანსური შუამავლები“; (x)  „გარემოს დაცვის და სოციალურ მე-10 სტანდარტს: დაინტერესებული მხარეების ჩართულობა და ინფორმაციის გამჟღავნება“; რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის პირველ ოქტომბერს, და გამოქვეყნებულია ბანკის ვებგვერდზე

6. „ETCIC“ ნიშნავს სსიპ – ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრს, რომელიც შეიქმნა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის № 153 დადგენილებით, ან მის სამართალმემკვიდრეს.

7. „ფინანსური    მართვის    სახელმძღვანელო“ ნიშნავს ETCIC ქვეინსტრუქციას, რომელიც მითითებულია წინამდებარე შეთანხმების მე-2 განრიგის I.A ნაწილის პირველ პარაგრაფში და რომელიც წარმოადგენს ბანკისთვის მისაღები ოპერატიული სახელმძღვანელოს ნაწილს, რომელიც ასახავს დეტალურ აქტივობებს, პროცესებს და პროცედურებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსურ მენეჯმენტთან, თანხის გაცემასთან და სხვა ფუნქციებთან, რომლებსაც ახორციელებს ETCIC, რათა დაეხმაროს RD-ს პროექტის განხორციელებაში, რადგან აღნიშნული სახელმძღვანელო შეიძლება დროდადრო განახლდეს ბანკთან შეთანხმებით.

8. „ზოგადი პირობები“ ნიშნავს რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) ძირითად პირობებს ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსებისთვის, საინვესტიციო პროექტის დაფინანსებისთვის, რომელიც თარიღდება 2018 წლის 14 დეკემბრით (შესწორებულ იქნა 2020 წლის პირველ აგვისტოს, 2020 წლის 21 დეკემბერს, 2021 წლის პირველ აპრილსა და 2022 წლის პირველ იანვარს).

9. „განხორციელების შეთანხმება“ ნიშნავს შეთანხმებას, რომელიც მითითებულია   წინამდებარე შეთანხმების IV მუხლის 4.01 პარაგრაფში და მე-2 განრიგის I.C ნაწილში, რადგან ასეთი შეთნხმება შეიძლება დროდადრო განახლდეს ან შეიცვალოს ბანკთან შეთანხმებით.

10. „დამატებითი      ოპერაციული      ხარჯები“      ნიშნავს      მსესხებლის      მიერ      პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეულ გონივრულ და აუცილებელ დამატებით ხარჯებს, მათ შორის: მართვისა და მონიტორინგის ხარჯები, კონტრაქტის მქონე პერსონალის ხელფასები (მსესხებლის საჯარო მოხელეების ხელფასების გამოკლებით), კომუნიკაცია, რედაქტირება, ბეჭდვა და გამოცემა, თარგმანი, მანქანის ექსპლუატაცია და ტექნიკური მომსახურება, საბანკო გადასახადები, ადგილობრივი მოგზაურობის ხარჯები და საველე მოგზაურობის ხარჯები, ოფისის გაქირავება, კომუნალური საშუალებები, აღჭურვილობა და მარაგი.

11. „iRAP„ ნიშნავს გზის საერთაშორისო შეფასების პროგრამას.

12. „MRDI“ ნიშნავს მსესხებლის რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის  სამინისტროს, ან მის სამართალმემკვიდრეს.

13. „ოპერაციული სახელმძღვანელო“ ნიშნავს ამ შეთანხმების მე-2 განრიგის I.A ნაწილის   პირველ პარაგრაფში მითითებულ მსოფლიო ბანკისთვის მისაღებ სახელმძღვანელოს, რომელიც განსაზღვრავს პროექტის განხორციელების დეტალურ ღონისძიებებს, პროცესებს და პროცედურებს; აღიშნული სახელმძღვანელო შეიძლება პერიოდულად განახლდეს და/ან შეიცვალოს ბანკთან შეთანხმებით.

14. „შესყიდვის  რეგულაციები“  ზოგადი  პირობების  დანართის  84-ე  პარაგრაფის  მიზნებისთვის ნიშნავს „მსოფლიო ბანკის შესყიდვების რეგულაციებს IPF მსესხებლებისთვის“, დათარიღებული 2020 წლის ნოემბრით.

15. „RD“  ნიშნავს  საქართველოს  საავტომობილო  გზების  დეპარტამენტს  MRDI-ს  ქვეშ ან მის მემკვიდრეს.

16. „ხელმოწერის თარიღი“ ნიშნავს ორი თარიღიდან უგვიანესს, როცა მსესხებელი და ბანკი  ხელს აწერენ ხელშეკრულებას და ასეთი განსაზღვრება გამოიყენება ძირითად პირობებში საკრედიტო ხელშეკრულების თარიღის ყოველი აღნიშვნის მიმართ.

17. „ტრენინგი“ ნიშნავს ხარჯებს (გარდა საკონსულტაციო მომსახურებისა), რომლებიც   გაწეულია სასწავლო ტურებთან, სასწავლო კურსებთან, სემინარებთან, ვორქშოფებთან და სხვა სასწავლო აქტივობებთან დაკავშირებით, რომელიც არ შედის საქონლის ან სერვისის პროვაიდერების კონტრაქტებში, მათ შორის, სასწავლო მასალების, სივრცისა და აღჭურვილობის დაქირავების, მოგზაურობის, სტაჟიორებისა და ტრენერების დღიური ხარჯები და ტრენერების საფასური (შესაბამისად), ეს ყველაფერი ეფუძნება ბანკისთვის დამაკმაყოფილებელ წლიურ ბიუჯეტს.