დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერების პროექტი)“ ცვლილება - მე-2 ტრანშის გაუქმების შეტყობინება“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1056 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/03/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/03/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 29/04/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016719 |
საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერების პროექტი)“ ცვლილება - მე-2 ტრანშის გაუქმების
|
შეტყობინება
|
ადრესატი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის საყურადღებოდ
ადრესატი: სს – საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა საერთაშორისო პროექტებისა და ანგარიშგების დეპარტამენტის საყურადღებოდ
თარიღი: 31 იანვარი, 2022 გვერდების რაოდენობა: 2 (თავფურცლის ჩათვლით)
მე-2 ტრანშის გაუქმების შეტყობინება
საქართველო - საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერება საოპერაციო ნომერი 51422 1. ეხება: (ა) საქართველოსა („მსესხებელი“) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს („ბანკი“) შორის სასესხო შეთანხმებას („სასესხო შეთანხმება“), დათარიღებულს 2020 წლის 28 ივლისით; (ბ) სს – საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა („განმახორციელებელი ორგანიზაცია“) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს („ბანკი“) შორის საპროექტო შეთანხმებას („საპროექტო შეთანხმება“), დათარიღებულს 2020 წლის 28 ივლისით; და (გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2021 წლის 15 ნოემბრის წერილს, სადაც თქვენ ითხოვთ, რომ ბანკმა მთლიანად გააუქმოს სესხის მე-2 ტრანში (55 მლნ ევრო) („მე-2 ტრანშის გაუქმების თხოვნა“). 2. ტერმინებს, გამოყენებულს ამ შეტყობინებაში აქვს იმავე მნიშვნელობა, რაც სასესხო შეთანხმებასა და საპროექტო შეთანხმებაში. 3. ბანკი აღიარებს მე-2 ტრანშის გაუქმების თხოვნის მიღებას და თანახმაა გააუქმოს სესხის მე-2 ტრანში, 55 მლნ ევროს ოდენობით იმ თარიღიდან, როცა მსესხებელი დაეთანხმება მას ქვემოთ მოცემულ მე-4 პუნქტში მოთხოვნილი ფორმით. 4. გთხოვთ ქვემოთ მოცემულ ადგილზე ხელმოწერით და თარიღის დასმით დაადასტუროთ თქვენი თანხმობა ამ შეტყობინების პირობებზე და ორიგინალები დაუბრუნოთ ბანკს.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ________________________________ ხელმომწერის სახელი: კატარინა ბიორლინ ჰანსენი თანამდებობა: დირექტორი თარიღი: 31 იანვარი, 2022
მისაღებია და ეთანხმება მსესხებელი: საქართველო
ხელმომწერის სახელი: ლაშა ხუციშვილი თანამდებობა: მინისტრი თარიღი: 14 მარტი, 2022 |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები