„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის დიპლომატიური სწავლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის დიპლომატიური სწავლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი
დოკუმენტის ნომერი 34-51
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/03/2023
ძალაში შესვლის თარიღი 15/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016717
34-51
15/02/2023
ვებგვერდი, 22/03/2023
480610000.03.030.016717
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის დიპლომატიური სწავლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის დიპლომატიური სწავლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, შემდგომში „მხარეები“,

სურთ რა თანამშრომლობის ჩამოყალიბება და განვითარება ერთობლივი კვლევებისა და პერსონალის  სწავლების  სფეროში, თავიანთ შესაბამის დიპლომატიურ სამსახურებს შორის ურთიერთობათა გაძლიერების ფარგლებში,

მიაჩნიათ რა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი და საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია წარმოადგენს სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის (შემდგომში „მემორანდუმი“) განხორციელებაზე,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

წინამდებარე   მემორანდუმის მიზანია დიპლომატიური სწავლების სფეროში თანამშრომლობის საერთო ჩარჩოს შემუშავება, თავიანთი დიპლომატიური სამსახურების საქმიანობისა და პოლიტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმაციის გაღრმავების მიზნით.

მუხლი 2

თანამშრომლობა წინამდებარე მემორანდუმის ფარგლებში, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს შემდეგს:

  1. ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გაცვლა დიპლომატებისთვის განკუთვნილი სასწავლო პროგრამების სტრუქტურისა და შინაარსის შესახებ;
  2. დიპლომატების, ექსპერტების, მკვლევარებისა და სპეციალისტების გაცვლა საერთო ინტერესის სფეროებში;
  3. თანამშრომლობის ნებისმიერი სხვა ფორმა, მხარეთა ერთობლივი გადაწყვეტილებით.

მუხლი 3

წინამდებარე მემორანდუმის ფარგლებში ნებისმიერი საქმიანობის განხორციელება მოითხოვს მხარეთა  შორის წინასწარ კოორდინაციასა და ურთიერთთანხმობას. ამ მიზნით, აუცილებლობის შემთხვევაში, მხარეთა შორის შეიძლება გაფორმდეს ოქმი, რომელიც ითვალისწინებს შეთავაზებული გაცვლების ფინანსურ პირობებს.

მუხლი 4

ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე მემორანდუმის განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.

მუხლი 5

წინამდებარე  მემორანდუმით გათვალისწინებულ საქმიანობათა განხორციელება დამოკიდებულია შესაბამისი სახსრების არსებობაზე.

მუხლი 6

წინამდებარე მემორანდუმით გათვალისწინებულ საქმიანობათა განხორციელებისას მხარეები იმოქმედებენ თავიანთი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 7

წინამდებარე მემორანდუმში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ამ მემორანდუმის მე-8 მუხლის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს.

მუხლი 8

წინამდებარე მემორანდუმი ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან. იგი ძალაში რჩება სამი (3) წლის ვადით და ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი სამწლიანი პერიოდებით. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე მემორანდუმის მოქმედება მეორე მხარისათვის სამი თვით ადრე, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით.

შესრულებულია ქ. ათენში, 2023 წლის 15 თებერვალს, ორ დედნად, ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით

(ხელმოწერილია)

საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით

(ხელმოწერილია)