„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ ოქმი

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ ოქმი
დოკუმენტის ნომერი 27-20
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 14/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/03/2023
ძალაში შესვლის თარიღი 14/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016716
27-20
14/02/2023
ვებგვერდი, 22/03/2023
480610000.03.030.016716
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ ოქმი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ ოქმი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტრო (შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი),

ესწრაფვიან რა ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობების ხელშეწყობასა და განვითარებას ორ ქვეყანას შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის საერთო ღირებულებებსა და პრინციპებზე დაყრდნობით,

მიზნად ისახავენ რა ორივე მხარის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას,

ხაზს უსვამენ რა საერთო ინტერესის საკითხებზე ორმხრივი დიალოგის მნიშვნელობას სხვადასხვა დონეზე,

ხელმძღვანელობენ რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებით, როგორიცაა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობის, თანასწორობისა და საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპები,

ხაზგასმით აღნიშნავენ რა მტკიცე მზაობას დაიცვან დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების პატივისცემასა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის საერთო ღირებულებები, ასევე, გაიზიარონ საერთო ხედვა ევროპაზე, რომელიც არის თავისუფალი, ერთიანი, გამყოფი ხაზების გარეშე, წარმატებული და მშვიდობიანი,

ითვალისწინებენ რა სლოვაკეთის რესპუბლიკის წევრობას ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში, აღიარებენ საქართველოს ევროპულ პერსპექტივასა და მხარს უჭერენ საქართველოს სტრატეგიულ მიზნებს გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სტრუქტურების სრულფასოვანი წევრი.

შეთანხმდნენ შემდეგზე:

 

მუხლი 1

მხარეები გამართავენ რეგულარულ კონსულტაციებს ორმხრივი ურთიერთობების ყველა ასპექტის შესწავლისა და ევროპულ, რეგიონულ და საერთაშორისო, საერთო ინტერესის საკითხებზე აზრთა გაზიარების მიზნით.

კერძოდ, კონსულტაციების ფარგლებში, ორივე მხარის თანხმობით, განიხილება შემდეგი საკითხები:

  1. ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა სფეროში ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოებისა და გაღრმავების შესაძლებლობები;
  2. მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და ორმხრივი სავაჭრო  და საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობა,
  3. განათლებისა და კულტურის სფეროებში ორ ქვეყანას შორის კავშირების განმტკიცება;
  4. განვითარების სფეროში მიმდინარე თანამშრომლობითი  საქმიანობის შეფასება და ახალი  შესაძლებლობებისა და მიზნების განსაზღვრა;
  5. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს წარმატებისათვის ურთიერთთანამშრომლობა რეფორმების პროცესის მხარდაჭერისა და წახალისების მიმართულებით, მათ შორის, ევროკავშირში ინტეგრაციის, კერძოდ, საკანონმდებლო და სექტორული დაახლოების მიმართულებით სლოვაკეთის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების გზით;
  6. თანამშრომლობა ევროკავშირის ერთიან ბაზარზე საქართველოს თანმიმდევრული ინტეგრაციის ხელშესაწყობად, მათ შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის სრული პოტენციალის რეალიზაციის გზით და მუშაობა დაკავშირებულობის გასაძლიერებლად ისეთ საკითხებზე, რომლებიც შეეხება ტრანსპორტს, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს (ICT)-სა და ენერგეტიკას;
  7. თანამშრომლობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CFSP) და უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) სფეროში, მათ შორის, შესაძლებლობათა გასაძლიერებლად ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ;
  8. ორმხრივი თანამშრომლობა, რომელიც მიზნად ისახავს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს ინტეგრაციის გაღრმავებას, ალიანსთან თანამშრომლობის სპეციალური ფორმატების გათვალისწინებით, როგორიცაა ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი;
  9. თანამშრომლობის საკითხები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპაში  უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის,  ევროპის საბჭოსა და სხვა საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციებისა და საერთო ინტერესის აქტუალურ საკითხებზე გამართული ფორუმების ფარგლებში, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებში ორივე ქვეყნის კანდიდატურების ურთიერთმხარდაჭერა;
  10. აზრთა გაზიარება რეგიონული და საერთაშორისო ვითარების, მათ შორის, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და საერთო ინტერესის სხვა გლობალური საკითხების შესახებ.

 

მუხლი 2

წინამდებარე ოქმის პირველი მუხლის შესაბამისად, კონსულტაციები ჩატარდება მონაცვლეობით, საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკაში,  წელიწადში მინიმუმ ერთხელ. წარმომადგენლების დონე და მონაწილეთა შორის კონსულტაციების დღის წესრიგი და თარიღები ორმხრივად შეთანხმდება დიპლომატიური არხების მეშვეობით.

 

მუხლი 3

აუცილებლობის შემთხვევაში, მესამე ქვეყნებში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ევროპაში  უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა  და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ორივე სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობები კონფერენციებსა და საერთაშორისო შეხვედრებზე განიხილავენ საერთო ინტერესის საკითხებს.

 

მუხლი 4

მხარეები, თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, წაახალისებენ კონტაქტების დამყარებასა და განვითარებას ორივე ქვეყნის სახელმწიფო ორგანოებსა და ინსტიტუტებს, სოციალურ და სხვა ორგანიზაციებს შორის, როგორც რეგიონულ, ისე მუნიციპალურ დონეზე.

 

მუხლი 5

წინამდებარე ოქმი ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.

ოქმში შესაძლებელია ნებისმიერ დროს შევიდეს ცვლილებები, ნოტების გაცვლის გზით.

წინამდებარე ოქმში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ამ მუხლის პირველი პარაგრაფის მიხედვით. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ ოქმის განუყოფელ ნაწილს.

თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ამ ოქმის მოქმედება, მეორე მხარისათვის, ოქმის მოქმედების შეწყვეტის შესახებ დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში, ოქმი მოქმედებას წყვეტს წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის გასვლის შემდეგ. წინამდებარე ოქმის მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში, ოქმის ფარგლებში  მიმდინარე ყველა საქმიანობა უნდა დასრულდეს.

წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლისთანავე მოქმედებას წყვეტს 2000 წლის 4 თებერვალს ქ. თბილისში ხელმოწერილი „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ ოქმი. 

 

შესრულებულია ქ. ბრატისლავაში, 2023 წლის 14 თებერვალს, ორ დედნად, თითოეული ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით

სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელით