დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 114 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/03/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/03/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.023947 |
|
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“) №1.10 დანართის („შესაბამისი საჭიროების მქონე ბენეფიციართა კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფა“):
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მომსახურების მოცულობა: ამ დადგენილების №1 დანართის მე-2 მუხლის 37 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის ამ დანართით განსაზღვრული მომსახურება ითვალისწინებს კოხლეარული იმპლანტების/პროცესორების შესყიდვას.“. 2. მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების (მათ შორის, ლოგისტიკის) 2023 წლის ბიუჯეტი შეადგენს 3,000.0 ათას ლარს.“. 3. მე-3 პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ამ დანართის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შესყიდული საქონლის სამედიცინო დაწესებულებებისთვის გადაცემის, განაწილების, ასევე გამოცვლილი პროცესორის ადმინისტრირების წესი მტკიცდება სააგენტოს მიერ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, სამინისტროსთან შეთანხმებით;“; ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) მკურნალი ექიმის მიერ დასაბუთებული საჭიროების შემთხვევაში, იმპლანტაციიდან/პროცესორის დამაგრებიდან ხუთი წლის შემდეგ ბენეფიციარს ერთჯერადად გადაეცემა კოხლეარული იმპლანტის ახალი პროცესორი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები