დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოში მცხოვრები გერმანელი წარმომავლობის მოქალაქეთათვის ეროვნების აღდგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 687 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/06/1992 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, -, 30/06/1992 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 30/06/1992 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000010.02(0).000.000365 |
საქართველოს რესპუბლიკის
მ თ ა ვ რ ო ბ ა
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №687
1992 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოში მცხოვრები გერმანელი წარმომავლობის მოქალაქეთათვის ეროვნების აღდგენის შესახებ
მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას და შემდგომ წლებში გერმანელთა მიმართ განხორციელებული რეპრესიების შედეგად ამ ეროვნების წარმომადგენელთა უმეტესი ნაწილი იძულებული შეიქნა თავის გადარჩენის მიზნით დაეფარათ თავიანთი წარმომავლობა, რაც განხორციელდა იმ პერიოდში არსებული სააქტო ჩანაწერებისა და პასპორტების განადგურებითა და პირადობის დამადასტურებელ საბუთებში სხვა ეროვნების აღნიშვნით.
ვინაიდან დღეისათვის მთლიანად განადგურებულია ზემოაღნიშნულ პირთა საარქივო მასალები და შეუძლებელია მათი ეროვნული კუთვნილების განსაზღვრა, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ა დ გ ე ნ ს:
1. ნება დაერთოთ საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირებს, რომლებიც ატარებენ გერმანულ გვარს, აღიდგინონ შესაბამისი ეროვნება, ამასთან, პირებს, რომელთა ერთ-ერთი მშობელიც გერმანელია, მიეცეთ უფლება აირჩიონ ერთ-ერთი მშობლის ეროვნება.
2. დაევალოთ საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიტანონ ცვლილებანი შესაბამის დოკუმენტებში.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარის – პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
სახელმწიფო კანცელარიის მმართველის
მოვალეობის შემსრულებელი გ. ბერიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები