დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 112 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/03/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/03/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/03/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120050000.10.003.023945 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/03/2016, 120050000.10.003.019189) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესდების:
1. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. საკვალიფიკაციო ფიზიკური ნორმატივების შეუსრულებლო-ბისათვის დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოხსნა დასაშვებია მხოლოდ ამ ფიზიკური ნორმატივების გადაბარების შემთხვევაში.“. 2. 55-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 551 მუხლი: „მუხლი 551. ფიზიკური ნორმატივების შეუსრულებლობა 1. საკვალიფიკაციო ფიზიკური ნორმატივების შეუსრულებლობა გამოიწვევს 2 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან საყვედურს, ან 10 საკრედიტო ქულის დაკლებას. 2. დადგენილი წესით, საკვალიფიკაციო ფიზიკური ნორმატივების გადაბარებისას უარყოფითი შედეგის მიღება გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას, ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას ერთი წლის ვადით, ან სასწავლებლიდან გარიცხვას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები