„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების, დეტექტივ-გამომძიებლების, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლების, დეტექტივების, უბნის ინსპექტორების, მართლწესრიგის ოფიცრებისა და ანალიტიკოსების საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 13 დეკემბრის №102 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების, დეტექტივ-გამომძიებლების, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლების, დეტექტივების, უბნის ინსპექტორების, მართლწესრიგის ოფიცრებისა და ანალიტიკოსების საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 13 დეკემბრის №102 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/03/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017345
17
27/03/2023
ვებგვერდი, 28/03/2023
140130000.22.034.017345
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების, დეტექტივ-გამომძიებლების, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლების, დეტექტივების, უბნის ინსპექტორების, მართლწესრიგის ოფიცრებისა და ანალიტიკოსების საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 13 დეკემბრის №102 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების, დეტექტივ-გამომძიებლების, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლების, დეტექტივების, უბნის ინსპექტორების, მართლწესრიგის ოფიცრებისა და ანალიტიკოსების საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 13 დეკემბრის №102 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №17

2023 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების, დეტექტივ-გამომძიებლების, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლების, დეტექტივების, უბნის ინსპექტორების, მართლწესრიგის ოფიცრებისა და ანალიტიკოსების საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 13 დეკემბრის №102 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების, დეტექტივ-გამომძიებლების, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლების, დეტექტივების, უბნის ინსპექტორების, მართლწესრიგის ოფიცრებისა და ანალიტიკოსების საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 13 დეკემბრის №102 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 16/12/2019, 140130000.22.034.016927) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების, დეტექტივების, უბნის უფროსი ინსპექტორების, უბნის ინსპექტორების, უბნის უმცროსი ინსპექტორების, მართლწესრიგის ოფიცრების, დეტექტივების (ანალიტიკოსების) და ინსპექტორების (მორიგეების) საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების, დეტექტივების, უბნის უფროსი ინსპექტორების, უბნის ინსპექტორების, უბნის უმცროსი ინსპექტორების, მართლწესრიგის ოფიცრების, დეტექტივების (ანალიტიკოსების) და ინსპექტორების (მორიგეების) საქმიანობის თანდართული წესი.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების, დეტექტივების, უბნის უფროსი ინსპექტორების, უბნის ინსპექტორების, უბნის უმცროსი ინსპექტორების, მართლწესრიგის ოფიცრების, დეტექტივების (ანალიტიკოსების) და ინსპექტორების (მორიგეების) საქმიანობის წესი“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ტერიტორიული ორგანოების გამომძიებლების, დეტექტივების, უბნის უფროსი ინსპექტორების, უბნის ინსპექტორების, უბნის უმცროსი ინსპექტორების, მართლწესრიგის ოფიცრების, დეტექტივების (ანალიტიკოსების) და ინსპექტორების (მორიგეების) საქმიანობის წესსა და მათ ფუნქციებს.“;

გ) მე-2 მუხლის:

გ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დეტექტივი – სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ან სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში უფროსი დეტექტივის ან დეტექტივის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებული მოსამსახურე, რომელიც ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს;“;

გ.ბ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ.გ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ და „ე2“ ქვეპუნქტები:

„ე1) უბნის უფროსი ინსპექტორი, უბნის ინსპექტორი – სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურე, რომელიც ახორციელებს კომპეტენციას მიკუთვნებულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს;

2) უბნის უმცროსი ინსპექტორი – სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურე, რომელიც თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებს უბნის უფროსი ინსპექტორისა და უბნის ინსპექტორის დავალებებს, ასევე ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს;“;

გ.დ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ.ე) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) დეტექტივი (ანალიტიკოსი) – სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში უფროსი დეტექტივის (ანალიტიკოსის) ან დეტექტივის (ანალიტიკოსის) შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებული მოსამსახურე, რომელიც ახორციელებს ტერიტორიული ორგანოს საპოლიციო საქმიანობის საინფორმაციო-ანალიტიკურ მხარდაჭერას;“;

გ.ვ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) ინსპექტორი (მორიგე) – სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში უფროსი ინსპექტორის (მორიგის) ან ინსპექტორის (მორიგის) შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებული მოსამსახურე, რომელიც კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამორიგეო საქმიანობასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს;“;

გ.ზ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) პატრულირება – განსაზღვრულ ტერიტორიულ ერთეულებში, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელება დეტექტივების, უბნის უფროსი ინსპექტორებისა და უბნის ინსპექტორების მიერ;“;

გ.თ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) უბნის პასპორტი – უბნის დემოგრაფიული და სხვა სახის მონაცემების შემცველი, დადგენილი ნიმუშის დოკუმენტი (დანართი №1), რომელსაც აწარმოებს მართლწესრიგის ოფიცერი, უბნის უფროსი ინსპექტორი და უბნის ინსპექტორი.“;

დ) მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

გამომძიებლები, დეტექტივები, უბნის უფროსი ინსპექტორები, უბნის ინსპექტორები, უბნის უმცროსი ინსპექტორები, მართლწესრიგის ოფიცრები, დეტექტივები (ანალიტიკოსები) და ინსპექტორები (მორიგეები) საქმიანობის განხორციელებისას განუხრელად იცავენ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს.

მუხლი 4

1. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია გამომძიებელს, დეტექტივს, უბნის უფროს ინსპექტორს, უბნის ინსპექტორს, უბნის უმცროს ინსპექტორს, მართლწესრიგის ოფიცერსა და დეტექტივს (ანალიტიკოსს) გააცნოს მათი სამოქმედო ტერიტორიისათვის დამახასიათებელი ოპერატიული ვითარების თავისებურებები, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების განთავსების ადგილები, აგრეთვე სხვა გარემოებები, რაც აუცილებელია მათი საქმიანობის განხორციელებისთვის.

2. უბნის უფროს ინსპექტორს და უბნის ინსპექტორს სამსახურებრივად ექვემდებარება უბნის უმცროსი ინსპექტორი.

3. უბნის უფროსი ინსპექტორი, უბნის ინსპექტორი, უბნის უმცროსი ინსპექტორი და მართლწესრიგის ოფიცერი ვალდებულნი არიან ატარონ ფორმის ტანსაცმელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ღონისძიების ხასიათი მოითხოვს უფლებამოსილების ფორმის ტანსაცმლის გარეშე  განხორციელებას.

4. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების, გამოყენების, შენახვისა და ჩაბარების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. სამოქმედო ტერიტორიაზე მართლწესრიგის ოფიცერი, უბნის უფროსი ინსპექტორი და უბნის ინსპექტორი, ამ წესის შესაბამისად, აწარმოებენ უბნის პასპორტს.

6. უბნის პასპორტში შეტანილი უნდა იქნეს დემოგრაფიული და სხვა სახის მონაცემები სამოქმედო ტერიტორიის შესაბამისად. უბნის პასპორტში შეიტანება ასევე მონაცემები იმ პირთა შესახებ, რომლებიც შემჩნეულნი არიან საზოგადოებრივი წესრიგის ხშირ დარღვევაში, რომლებიც ამზადებენ, სჩადიან ან უკვე ჩადენილი აქვთ დანაშაული ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება ან რომელთა მიმართაც უნდა განხორციელდეს პრევენციული ღონისძიებები.“;

ე) მე-5 მუხლის:

ე.ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანაშაულზე რეაგირება და გამოძიების უზრუნველყოფა;

ბ) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ჩატარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“;

ე.ბ) „ე“„ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩასატარებლად სასამართლოდან განჩინების მიღების მიზნით საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორისთვის მიმართვა;

ვ) თარჯიმნის, ექსპერტის, ამოსაცნობი პირის, გარეშე პირის მოწვევა ან ამოსაცნობი პირის/ნივთის ანალოგების მოძიების, გამოსაკითხ პირთა/მოწმეთა ადგილსამყოფლის დადგენისა და მოწმეთა იძულებით მიყვანის მიზნით დეტექტივებისთვის მიმართვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ზ) სისხლის სამართლის საქმის აღდგენის მიზნით, წერილობით მიმართვა შესაბამისი ორგანოს ან დაწესებულებისათვის საჭირო მასალების ან/და ინფორმაციის გადაცემის მოთხოვნით;“;

ე.გ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:

„ლ1) მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიების ერთიანი სისტემის მეშვეობით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-6 ნაწილის „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება;“;

ე.დ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) პროკურორისთვის მიმართვა „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩასატარებლად დავალების/შესაბამისი თანხმობის მიღების მიზნით;“;

ე.ე) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი:

„მ1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თავის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მოთხოვნა;“;

ე.ვ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) შესაბამისი ორგანოებისთვის წერილობითი მითითებების მიცემა შესაძლო დანაშაულის ჩადენისთვის დაკავებულთა და დაპატიმრებულთა გამოძიების ადგილზე მიყვანის შესახებ;“;

ვ) მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6

1. დეტექტივის ფუნქციებია:

ა) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“  საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

ბ) ოპერატიული ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება, კონფიდენტებთან და სხვა ხელშემწყობ პირებთან ურთიერთობა;

გ) ოპერატიული ინფორმაციის ფლობა მის სამოქმედო ტერიტორიაზე მყოფ იმ პირთა შესახებ, რომლებიც ამზადებენ, სჩადიან ან ჩადენილი აქვთ დანაშაული, ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება;

დ) პროკურორისთვის მიმართვა „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩასატარებლად დავალების მიღების მიზნით;

ე) ძებნილ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ასევე სხვა სამართალდამრღვევ პირთა ძებნა და დაკავება;

ვ) ამოუცნობი გვამების დასადგენად და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოსაძებნად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ზ) „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

თ) შესაბამისი დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაზე გასამართი სპორტული, სანახაობრივი და სხვა სახის ღონისძიებების დროს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის კუთხით გასატარებელ ღონისძიებებში მონაწილეობა;

ი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლა, სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა, სამართალდამრღვევ პირთა შესახებ მონაცემების შეგროვება და შესაბამისი დანაყოფებისთვის ინფორმაციის მიწოდება;

კ) პატრულირების განხორციელება იმ ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც განსაზღვრული არ არის სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო ტერიტორიები, აგრეთვე საგზაო უსაფრთხოების დაცვა და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ლ) დანაშაულზე წასწრებისას კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი ღონისძიებების (შემთხვევის ადგილის დაცვა, დაკავება, პირადი ჩხრეკა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა) განხორციელება;

მ) საჭიროების შემთხვევაში, გამომძიებლის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობა;

ნ) დაკავებულ/დაპატიმრებულ პირთა შესაბამის დაწესებულებაში/ადგილზე გადაყვანა (ბადრაგირება);

ო) გამომძიებლის მიმართვის საფუძველზე:

ო.ა) თარჯიმანთა, გარეშე პირთა მოძიება და მოყვანა;

ო.ბ) ამოსაცნობი პირის/ნივთის ანალოგების მოძიება;

ო.გ) მოწმეთა/გამოსაკითხ პირთა ადგილსამყოფლის დადგენა;

ო.დ) მოწმეთა იძულებით მიყვანის უზრუნველყოფა;

პ) დაკავებულთა/დაპატიმრებულთა გამომძიებლის მიერ მითითებულ ადგილზე მიყვანა;

ჟ) სქესობრივი დანაშაულისათვის მსჯავრდებულ/უფლებაჩამორთმეულ პირთა საქმის წარმოება და კონტროლის ღონისძიებების განხორციელება;

რ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირება, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადისთვის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველყოფა; ასევე, შემაკავებელი, აგრეთვე იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის გამოცემა, აღნიშნული ორდერებითა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულების ზედამხედველობა; ძალადობის რისკის შეფასების მექანიზმის დანერგვა-განხორციელება;

ს) მოპარული ნივთებისა და მათი გასაღების სავარაუდო ადგილების შესახებ ინფორმაციის მოძიება;

ტ) მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიების ერთიანი სისტემის მეშვეობით „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება;

უ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების გარე პერიმეტრზე ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის განთავსების/დამონტაჟების ვალდებულების შესრულების კონტროლი;

ფ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლება/გამოყვანა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით;

ქ) უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელების დაკავება და განთავსების ადგილას მიყვანა;

ღ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი რანგის პირთა გადაადგილების პერიოდში უსაფრთხოების ღონისძიებებში მონაწილეობა;

ყ) მოქალაქეთა წერილების, განცხადებებისა და საჩივრების მიღება, მათი რეგისტრაცია და განხილვა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და წესით;

შ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

2. სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში დასაქმებული დეტექტივები, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციებისა:

ა) უზრუნველყოფენ იარაღის შეძენის, შენახვის, ტარების, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნის, რეგისტრაციის დადგენილი წესების დაცვის კონტროლს;

ბ) უზრუნველყოფენ პოლიციის სხვა დანაყოფებთან თანამშრომლობასა და მათთან ერთად კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებში მონაწილეობას საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისათვის დადგენილი წესების დარღვევის, ძებნაში მყოფ და სხვა სამართალდამრღვევ პირთა გამოვლენის მიზნით;

გ) უზრუნველყოფენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პირობებით აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) კონტროლს;

დ) უზრუნველყოფენ უკანონო გარე ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლას;

ე) ახორციელებენ იმ პირთა ადგილსამყოფლის დადგენას, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სამსახურში გაწვევას;

ვ) ახორციელებენ შავი და ფერადი ლითონების, მათი შემცველი ნაკეთობების, აგრეთვე, ჯართისა და ნარჩენების შეგროვების, შეძენის, ტრანსპორტირების, გაყიდვის ან ჩაბარების დადგენილი წესებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს;

ზ) უზრუნველყოფენ სხვადასხვა საინფორმაციო ბაზის წარმოებასა და გამოყენებას, კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკის წარმოებასა და ანალიზს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება არ წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დასაქმებული დეტექტივის კომპეტენციას.

მუხლი 7

1. უბნის უფროსი ინსპექტორისა და უბნის ინსპექტორის ფუნქციებია:

ა) დანაშაულისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევის ფაქტების აღმოსაფხვრელად, პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება;

ბ) დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის პრევენციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება;

გ) იმ პირთა გამოვლენა, რომლებსაც პროსტიტუციისთვის გადაცემული აქვთ ადგილი ან საცხოვრებელი ფართი ან ამ საქმიანობაში რთავენ არასრულწლოვანებს ან სჩადიან სხვა ამგვარ ქმედებებს;

დ) ქვეითად პატრულირება;

ე) სამოქმედო ტერიტორიაზე უბნის პასპორტის წარმოება, მათ შორის,  იმ პირების აღრიცხვა, რომლებმაც დატოვეს პენიტენციური დაწესებულება ან/და დროებითი მოთავსების იზოლატორი;

ვ) საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელების სმის ფაქტების გამოვლენა-აღკვეთა;

ზ) მოქალაქეთა წერილების, განცხადებებისა და საჩივრების მიღება, მათი რეგისტრაცია და განხილვა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და წესით;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, გარემოს დაცვის ღონისძიებების განხორციელება;

ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ფუნქციებთან ერთად უბნის უფროსი ინსპექტორი და უბნის ინსპექტორი ახორციელებენ ამ წესის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“;

ზ) მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

თ) მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

მუხლი 81

ინსპექტორის (მორიგის) ფუნქციებია:

ა) დანაშაულის, სხვა სამართალდარღვევისა და საგანგებო სიტუაციის შესახებ შემოსული განცხადებების, შეტყობინებების მიღება-რეგისტრაცია, მათზე ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა და ინფორმაციის დანიშნულებისამებრ გადაცემა და აღრიცხვა;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში იარაღის, საბრძოლო მასალის, სპეციალური საშუალებებისა  და კავშირგაბმულობების საშუალებების გაცემისა და მიღება-ჩაბარების რეგისტრაცია-აღრიცხვა და მათი დაცვის უზრუნველყოფა;

გ) დანაშაულის ჩადენისთვის, აგრეთვე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა პოლიციის შენობაში მიყვანისა და მათ მიერ პოლიციის შენობის დატოვების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა;

დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“;

ი) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის:

ი.ა) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ი.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ი.გ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების გარე პერიმეტრზე ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის განთავსების/დამონტაჟების ვალდებულების შესრულების კონტროლი;

ი.დ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელების დაკავება და განთავსების ადგილას მიყვანა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისათვის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტებზე რეაგირების მიზნით პოლიციის სხვა დანაყოფებთან თანამშრომლობა;“;

კ) მე-10-მე-12 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10

გამომძიებლების, დეტექტივების, უბნის უფროსი ინსპექტორების, უბნის ინსპექტორების, უბნის უმცროსი ინსპექტორების და მართლწესრიგის ოფიცრების საერთო ფუნქციებია, კომპეტენციის ფარგლებში:

ა) საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის მიზნით შესაბამის ღონისძიებებში მონაწილეობა;

ბ) შესაბამისი დეპარტამენტის უწყვეტი სადღეღამისო საქმიანობის განხორციელება;

გ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობისათვის დადგენილი რეჟიმის დაცვაში, ხოლო ეპიდემიისა და ეპიზოოტიის დროს – საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა, აგრეთვე, საგანგებო სიტუაციის დროს  საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა, დაზარალებულ და უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირთა დახმარება, საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციასა და საძიებო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობა;

დ) დანაშაულის ჩადენისთვის დაკავებულ პირთა, აგრეთვე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსება;

ე) შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ვ) სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირისთვის დაკისრებული შეზღუდვების შესრულების კონტროლი;

ზ) ინფორმაციის შეკრება, დამუშავება და სადღეღამისო კრებსებში განსათავსებლად გადაცემა.

მუხლი 11

1. დეტექტივის (ანალიტიკოსის) ფუნქციებია:

ა) სისხლის სამართლის საქმის გამოძიების, ოპერატიული და საპოლიციო საქმიანობის საინფორმაციო-ანალიტიკური მხარდაჭერა;

ბ) დანაყოფის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული კრიმინოგენური ვითარების შეფასება და ანალიზი;

გ) დანაყოფის საინფორმაციო ბაზის ფორმირება;

დ) დანაშაულისა და სამართალდარღვევათა თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება.

2. დეტექტივის (ანალიტიკოსის) კომპეტენციაა:

ა) დანაყოფის სამოქმედო ტერიტორიაზე სხვადასხვა წყაროდან მიღებული, მათ შორის, ოპერატიული ინფორმაციის შესაბამის მონაცემთა ბაზაში დაფიქსირება, ანალიზი და პერიოდული ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება;

ბ) დანაყოფის სამოქმედო ტერიტორიაზე დანაშაულებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვა, დამუშავება, ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკური და ანალიტიკური დოკუმენტების წარმოება;

გ) დანაშაულის/სამართალდარღვევების ტენდენციების, მათი ხასიათისა და მასშტაბის, ერთმანეთთან დაკავშირებული დანაშაულისა და ინციდენტების, დამნაშავეთა/დანაშაულებრივი ქმედებების საერთო მახასიათებლების იდენტიფიცირება და ანალიზი;

დ) დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობი და გამომწვევი ფაქტორების, არსებული, ახალი ან მზარდი კრიმინოგენური გამოწვევების იდენტიფიცირება და პრევენციის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ე) დამნაშავეთა და სამართალდამრღვევ პირთა შესახებ მონაცემების შეგროვება და დამუშავება, ინციდენტში სავარაუდო მონაწილე პირის (სავარაუდო დამნაშავე, მსხვერპლი, მოწმე) პროფილის შექმნა და მათგან მომდინარე სავარაუდო საფრთხის მასშტაბისა და ხარისხის იდენტიფიცირება;

ვ) კრიმინალური ჯგუფების იდენტიფიცირება, ჯგუფის წევრების კავშირების მნიშვნელობისა და თავისებურებების დადგენა, მათ შორის, როლების, ჯგუფის იერარქიაში ადგილის და ზეგავლენის შესახებ სრული სურათის შექმნა;

ზ) დანაყოფის სამოქმედო ტერიტორიაზე დემოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დანაშაულზე/სამართალდარღვევაზე მათი გავლენის შეფასება;

თ) დანაყოფის ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების პრიორიტეტების მიხედვით განაწილების მიზნით, ინფორმაციის მოძიება/დამუშავება, შესაბამისი ანგარიშების მომზადება და რეკომენდაციების შემუშავება;

ი) სისხლის სამართლის საქმეების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ მონაცემების შეგროვება, ანალიზი და ხელმძღვანელი პირების ინფორმირება;

კ) დანაყოფში არსებული ოპერატიული ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია, შეფასება და ანალიზი;

ლ) საგამოძიებო მოქმედებების, ოპერატიულ-სამძებრო და საპოლიციო საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით დანაყოფის საინფორმაციო-ანალიტიკური მხარდაჭერა;

მ) დანაყოფის სამოქმედო ტერიტორიაზე დაგეგმილი მასობრივი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, რისკების შეფასება და ხელმძღვანელი პირების ინფორმირება;

ნ) საჭიროების შემთხვევაში, დანაყოფის სამოქმედო ტერიტორიაზე გასამართი სპორტული, სანახაობრივი და სხვა სახის ღონისძიებების დროს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის კუთხით გასატარებელი ღონისძიების გეგმის მომზადება;

ო) პენიტენციური დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დაწესებულებიდან გათავისუფლებულ პირთა აღრიცხვა და საცხოვრებელი მისამართის მიხედვით, დეპარტამენტის შესაბამისი დანაყოფების ინფორმირება;

პ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

მუხლი 12

1. ნარკოტიკულ დანაშაულთან და სამართალდარღვევასთან ბრძოლის მიზნით დეტექტივის, უბნის უფროსი ინსპექტორის და უბნის ინსპექტორის კომპეტენციაა:

ა) ნარკოტიკული დანაშაულის ან/და სამართალდარღვევის წინააღმდეგ ბრძოლა, აღნიშნული ფაქტების გამოვლენა და რეაგირება, აგრეთვე პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;

ბ) იმ პირთა გამოვლენა, რომლებიც შემჩნეულნი არიან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ან სხვა ტოქსიკური საშუალებების უკანონო მოხმარებაში, აგრეთვე იმ პირების, რომლებიც იყოლიებენ არასრულწლოვნებს აღნიშნული საშუალებების მოხმარებაში;

გ) შემოწმების ან ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ან ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირების წარდგენა სამინისტროს შესაბამის დაწესებულებაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) ნარკოტიკული საშუალებების შემცველი მცენარეების უკანონო დათესვის, მოყვანის და კულტივირების ადგილების შესახებ ინფორმაციის ოპერატიულად მოპოვება, აღნიშნულის შესახებ უშუალო უფროსისთვის ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;

ე) სამედიცინო, ფარმაცევტულ, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში, ლაბორატორიებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის დაცვის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელება.

2. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, აგრეთვე, სამეზობლო კონფლიქტების სფეროში  უბნის უფროსი ინსპექტორი, უბნის ინსპექტორი და მართლწესრიგის ოფიცერი, კომპეტენციის ფარგებში, უზრუნველყოფენ:

ა) სამეზობლო კონფლიქტებზე მედიაციის განხორციელებას;

ბ) ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულ იმ პირთა ოჯახების გამოვლენას, რომელთაც ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები, აგრეთვე, იმ პირების გამოვლენას, რომლებიც სჩადიან ძალადობას ოჯახში;

გ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, აგრეთვე, სამეზობლო კონფლიქტების მოსაგვარებლად პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას;

დ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მიზეზების შესწავლას და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სოციალური სამსახურების ინფორმირებას;

ე) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირებას, მსხვერპლის დაცვასა და მოძალადისთვის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვას;

ვ) შემაკავებელი, აგრეთვე იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის გამოცემას და ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულების ზედამხედველობას;

ზ) დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულების ზედამხედველობას;

თ) ძალადობის რისკის შეფასების მექანიზმის დანერგვა-განხორციელებას;

ი) პენიტენციური დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის დაუყოვნებლივ შეტყობინება მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე პატიმრობის კოდექსის 716 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის შესახებ;

კ) მოქალაქისთვის კონსულტაციის გაწევას.

3. არასრულწლოვნის მიერ/მიმართ სამართალდარღვევისა და დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით უბნის უფროსი ინსპექტორი, უბნის ინსპექტორი და მართლწესრიგის ოფიცერი:

ა) უზრუნველყოფენ არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის, ბავშვთა უმეთვალყურეობის პრევენციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას;

ბ) დაინტერესებულ სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად მონაწილეობენ არასრულწლოვანთა დანაშაულის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციულ ღონისძიებებში;

გ) უზრუნველყოფენ არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში სოციალური მუშაკის მიერ არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას;

დ) გამოავლენენ და უბნის პასპორტში/შესაბამის ბაზებში აღრიცხავენ იმ არასრულწლოვნებს, რომლებიც სისტემატურად არიან შემჩნეულნი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში;

ე) გამოავლენენ და უბნის პასპორტში/შესაბამის ბაზებში აღრიცხავენ იმ მშობლებს ან მეურვეებს (მზრუნველებს), რომლებიც არ ასრულებენ არასრულწლოვანთა აღზრდის მოვალეობას და აღნიშნულის თაობაზე აცნობებენ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს, სოციალურ სამსახურებს, სხვა დაინტერესებულ პირებს, სახელმწიფო ორგანოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს;

ვ) დაინტერესებულ სახელმწიფო ორგანოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად ავლენენ მიუსაფარ, მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილ არასრულწლოვნებს.“;

ლ) მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების დამუშავების და აღრიცხვის მიზნით, სამინისტროს ტერიტორიული ორგანო (უბნის უფროსი ინსპექტორი, უბნის ინსპექტორი, უბნის უმცროსი ინსპექტორი, მართლწესრიგის ოფიცერი) სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ შექმნილი შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით ახორციელებს – ოჯახში კონფლიქტის, არასრულწლოვანთან დაკავშირებული კონფლიქტის და საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომხდარი კონფლიქტის აღრიცხვის შესახებ შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის სააღრიცხვო ფორმების შევსებას, რაც აისახება სამინისტროს ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში. პროგრამულ უზრუნველყოფაზე წვდომა ხორციელდება ერთჯერადი რიცხვითი პაროლის გენერირების მოწყობილობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა ამ წესით გათვალისწინებული მონაცემები სამინისტროს ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში უნდა ასახონ აღნიშნული მონაცემების მოპოვებიდან არაუგვიანეს 72 საათისა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური