,,საქართველოს ფინანსთა მინისტრით 2003 წ. 28 მაისის №256 ბრძანებით დამტკიცებულ ფინანასთა სამინისტროს საგადასხადო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებეისა და დამატებების შეტანის შესახებ”

  • Word
,,საქართველოს ფინანსთა მინისტრით 2003 წ. 28 მაისის №256 ბრძანებით დამტკიცებულ ფინანასთა სამინისტროს საგადასხადო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებეისა და დამატებების შეტანის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/01/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 15, 09/02/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 25/08/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.117.006.335
  • Word
38
28/01/2004
სსმ, 15, 09/02/2004
010.240.030.11.117.006.335
,,საქართველოს ფინანსთა მინისტრით 2003 წ. 28 მაისის №256 ბრძანებით დამტკიცებულ ფინანასთა სამინისტროს საგადასხადო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებეისა და დამატებების შეტანის შესახებ”
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.117.006.335

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №38

2004 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 28 მაისის №256 ბრძანებით დამტკიცებულ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №567 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის “ი” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სტრუქტურული და ფუნქციონალური რეორგანიზაცია და შესაბამისად საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 28 მაისის №256 ბრძანებით დამტკიცებულ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2.06.2003წ., №49) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

1. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ვ) ანალიზის, ანგარიშგებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველო;”

ბ) მე-2 პუნქტის “ნ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-5 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს “ზ” და “თ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

“ზ. ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნების საგადასახადო სამსახურებთან ურთიერთობის ორგანიზებას ;

თ. ორგანიზებას უწევს საზღვარგარეთის ქვეყნების მუშაობის გამოცდილების შესწავლას.”

ბ) მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ა) საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით შეიმუშავებს წინადადებებს, მონაწილეობს საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტების განხილვაში;”

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“6. ანალიზის, ანგარიშგებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველო:

ა) იღებს და ამუშავებს ელექტრონულ და სხვა სახის ინფორმაციას საგადასახადო შემოსავლების შესახებ;

ბ) შეისწავლის გადამხდელთა რეალურ საგადასახადო ბაზას, შეიმუშავებს წინადადებებს საგადასახადო ინსპექციების მიხედვით საგადასახადო შემოსავლების ყოველთვიური, ყოველკვარტალური საგეგმო საპროგნოზო პარამეტრების შესახებ და ახდენს დამტკიცებული საგეგმო-საპროგნოზო მაჩვენებლების დაყვანას საგადასახადო ინსპექციებამდე და აწესებს კონტროლს მათი შესრულების მიმდინარეობაზე;

გ) ახორციელებს ანგარიშების შედგენას საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების შესახებ გადასახადის სახეების და გადამხდელთა ეკონომიკური საქმიანობის დარგების მიხედვით რაიონების, ქალაქებისა და მხარეების ჭრილში;

დ) ინფორმაციული უზრუნველყოფის მიზნით ქმნის საინფორმაციო-საანალიზო მასალების მოპოვება-დამუშავების ეფექტიან სისტემას.”

3. მე-13 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2

1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტისა და პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. პირველი მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი და პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის შემდეგ.

ზ. ნოღაიდელი