„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 2 მარტის №1-1/123 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1-1/104
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 17/03/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.024.016789
1-1/104
17/03/2023
ვებგვერდი, 20/03/2023
010240070.22.024.016789
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 2 მარტის №1-1/123 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/104

2023 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 2 მარტის №1-1/123 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ვბრძანებ:

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 2 მარტის №1-1/123 ბრძანებით (ვებგვერდი, 07/03/2016; სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.024.016421) დამტკიცებულ „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის დებულებაში” (შემდგომ – დებულება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  კაპიტალის ბაზრის განვითარების, სადაზღვევო პოლიტიკისა  და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის დებულება“.

2. დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) კაპიტალის ბაზრის განვითარების, სადაზღვევო პოლიტიკისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

3. დებულების  მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) სადაზღვევო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა, სადაზღვევო სექტორის განვითარების პოლიტიკის შემუშავება, სადაზღვევო სექტორის საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაში მონაწილეობა, სადაზღვევო სექტორის პრობლემებისა და განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორების გამოვლენა, სადაზღვევო სექტორის ანალიზი და  სექტორის მონაწილეებთან და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან კოორდინაცია, შეხვედრების ორგანიზება პრობლემებისა და საჭიროების გამოვლენის მიზნით;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი