„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23-17
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/03/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.101.017076
23-17
17/03/2023
ვებგვერდი, 20/03/2023
040110030.35.101.017076
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23-17

2023 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

 

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

შევიდეს ცვლილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-72 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 23/12/2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 040110030.35.101.016060) და დადგენილებით დამტკიცებულის წესის:

) მე-2 მუხლის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

უ) სრული საპრივატიზებო საფასური – აუქციონის პროცესში დაფიქსირებული, ლოტის შეძენისთვის აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადასახდელი თანხა, რომელიც შემოთავაზებულ იქნა მის მიერ. საპრივატიზებო საფასური არ მოიცავს აუქციონატორის მომსახურების საფასურს“;

ბ) მე-7 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ელექტრონული აუქციონის გამოცხადებიდან (დაწყებიდან) მის დასრულებამდე არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) წუთისა, აუქციონში მონაწილეობის მსურველს შეუძლია გადაიხადოს ბე უნაღდო  ანგარიშსწორების ფორმით და წარმოუდგინოს აუქციონატორს გადახდის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი ან  წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია.“;

გ) მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

„მუხლი 71. სეპარირებული შეგროვების შედეგად მიღებულ ერთგვაროვან მუნიციპალურ ნარჩენებზე აუქციონის გამოცხადების წესი

1. სააგენტო უფლებამოსილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ განსაზღვრული ოპერატორის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შესაბამისი იურიდიული პირის მომართვის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული და აუქციონის გამოცხადებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) კალენდარული წლის განმავლობაში წარმოქმნილი დაუზუსტებელი ოდენობის  საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებული  ერთგვაროვანი  ნარჩენის (შემდგომში – „ნარჩენი“) პრივატიზების მიზნით, გამოაცხადოს ელექტრონული აუქციონი, ამ დადგენილებით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.

2.  ამ მუხლით გათვალისწინებული აუქციონის მიზანია საკუთრების უფლება გადაეცეს აუქციონში გამარჯვებულ პირს, რომელიც სააუქციონო კონკურენციისას აუქციონატორს ერთ ერთეულ (წონა, მოცულობა და სხვა) ნარჩენზე ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს და იკისრებს ვალდებულებას გადაიხადოს ყოველ ერთეულზე დადგენილი სრული საპრივატიზებო საფასური ნარჩენის შესაბამის ჯამურ ოდენობაზე გაანგარიშებით. ელექტრონული აუქციონის შესახებ სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ნარჩენის მინიმალურ  სავარაუდო ჯამურ ოდენობას.

3. აუქციონში გამარჯვებული პირისათვის ნარჩენის გადაცემა შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად, აუქციონის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არსებული/წარმოქმნილი ნარჩენის შესაბამისი ოდენობით. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ნარჩენის ფაქტობრივად გადაცემამდე (მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე) არანაკლებ 7 (შვიდი) დღით ადრე, გადაიხადოს ნარჩენის შესაბამისი დაუზუსტებელი ოდენობის ღირებულება, შემდგომში ოდენობის/ღირებულების დაზუსტების პირობით. ამასთან, ნარჩენის გადაცემის ყოველ ახალ ეტაპზე გადასვლა განხორციელდება მხოლოდ წინა ეტაპის დასრულების შემდეგ.

4. თუ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ შესაბამის ეტაპისთვის გადახდილი სრული საპრივატიზებო საფასურის ოდენობა აღემატება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში აუქციონში გამარჯვებული პირისათვის გადაცემული ნარჩენების ჯამურ ღირებულებას, აუქციონში გამარჯვებულ პირს შესაბამისი სხვაობა დაუბრუნდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გადასაცემი ნარჩენების დაზუსტებული ოდენობა აღემატება დაუზუსტებელს, აუქციონში გამარჯვებულ პირს  ნარჩენი გადაეცემა მხოლოდ შესაბამისი ღირებულების დამატებით გადახდის შემდგომ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და ვადაში.

5. აუქციონში გამარჯვებული პირისათვის  ნარჩენის ეტაპობრივად გადაცემა და აღნიშნულთან დაკავშირებით შუალედური და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმების ვალდებულება ეკისრება საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ განსაზღვრულ ოპერატორს – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ შესაბამის იურიდიული პირს. ამ პუნქტით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი უთანაბრდება საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას.

6. აუქციონში გამარჯვებული პირის მიმართ აღნიშნული პირის მიზეზით/ბრალით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მას არ აუნაზღაურდება შესაბამისი ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი ბე, საპრივატიზებო საფასური და გაწეული ხარჯები.

7. ამ მუხლის მიზნებისთვის ბეს ოდენობა უნდა შეადგენდეს აუქციონის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული ნარჩენის სავარაუდო ჯამური ოდენობის ღირებულების  არანაკლებ 20%-ს და არაუმეტეს 80%-ს. აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას, ბოლო ეტაპის შესაბამის გადახდაში. საბოლოო ანგარიშსწორებისას, თუ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ გადახდილი ბეს ოდენობა აღემატება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში აუქციონში გამარჯვებული პირისათვის გადაცემული ნარჩენების ჯამური ღირებულების შესაბამის ოდენობას, აუქციონში გამარჯვებულ პირს აღნიშნული სხვაობა დაუბრუნდება.

8. ამ მუხლის მიზნებისთვის, აუქციონით განსაზღვრული  საპრივატიზებო საფასური მოქმედია აუქციონში  გამარჯვებულ პირთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით. 

9. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ამ მუხლით გათვალისწინებულ აუქციონზე შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები”

10. სააგენტო აუქციონის გამოცხადებას, ჩატარებას და ორგანიზებას ახორციელებს ამ წესისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად, ამ მუხლის თავისებურებათა გათვალისწინებით.

) მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ლოტის სრული საპრივატიზებო საფასურის და მომსახურების საფასურის გადახდის დოკუმენტი (ინვოისი), რომელიც შეიცავს ინფორმაციას თანხაზე,  გადამხდელზე, ინფორმაციას თანხის მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის ნომრების მითითებით“;

ე) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირობების გარეშე გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში იხდის შეძენილი ქონების  სრულ საპრივატიზებო საფასურს  და მომსახურების საფასურს, ხოლო პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში - ელექტრონული აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში, იხდის  შეძენილი ქონების საპრივატიზებო საფასურს და მომსახურების საფასურს. აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე შემოთავაზებულ/დასახელებულ საბოლოო ფასს.“;

ვ) მე-11 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. პირობებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონით ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის და მომსახურების საფასურის სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და  შეძენილი ქონების სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ.  ხოლო, წილებისა და აქციების შემთხვევაში - -შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. იმ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების მოწმობა გაიცემა და საკუთრების უფლება გადადის ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით.“;

ზ) მე-12 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. პირობებით გამოცხადებული აუქციონის ოქმისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა აუქციონატორის მიერ განიხილება ელექტრონული აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად, ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ უბრუნდება, ასევე, გადახდილი თანხები და  ქონებაზე გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება.“;

თ) 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ი) 23-ე მუხლი ამოღებულ იქნეს;

კ) 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3) აუქციონში გამარჯვებულის მიერ თანხის გადახდა (გარდა მომსახურების საფასურისა) ხორციელდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში,“,

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე