დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის N10-12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23-14 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/03/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/03/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.101.017080 |
|
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-12 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 16/01/2018; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.101.016458) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დებულების:
1. მე-2 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის: ა.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) დედაქალაქში სკოლამდელი განათლების განვითარების ხელშეწყობა;“; ა.ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) მსოფლიოს ქალაქებსა და დედაქალაქებთან განათლების საკითხების ირგვლივ თანამშრომლობის სფეროში თბილისის კავშირების განვითარების ხელშეწყობა; განათლების საკითხებთან მიმართებაში ქვეყნის საზღვრებს გარეთ ჩატარებულ ღონისძიებებზე შესაბამისი პირების მონაწილეობის ხელშეწყობა. საზღვარგარეთიდან სპეციალისტების მოწვევა განათლების სფეროში მოღვაწე ადგილობრივი სპეციალისტების კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების გასაზიარებლად, კონფერენციების, სემინარებისა და მასტერკლასების მოსაწყობად; გაცვლითი პროგრამების, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების მხარდაჭერა განათლების სფეროს სპეციალისტებისათვის და სტუდენტებისათვის;”; ა.გ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) პროფესიული განვითარების, მათ შორის პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამების შემუშავებაში და განხორციელებაში მონაწილეობა, ადგილობრივი და საზღვარგარეთ სტაჟირების პროგრამების განხორციელება;“; ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი: „ო) განათლების და ახალგაზრდობის მიმართულებით ინფრასტრუქტურის განვითარება, ახალი ცენტრების მშენებლობის მიზნით პროექტების მომზადება და განხორციელება;“; გ) მე-3 პუნქტს „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) სპორტული მედიცინის და ფიზიკური რეაბილიტაციის სერვისების განვითარების ხელშეწყობა;“; დ) მე-3 პუნქტის: დ.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ფიზიკური აღზრდის და სპორტის სფეროში თანამედროვე მეთოდების დანერგვა, ახალგაზრდობის და მოსახლეობის ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება;“; დ. ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) საზღვარგარეთის ქვეყნების სპორტულ ორგანიზაციებთან მეგობრული, საქმიანი კონტაქტების დამყარება, თბილისის მერიის სპორტის სფეროში დასაქმებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლების და სტაჟირების მიზნით მათი მივლინების უზრუნველყოფა საზღვარგარეთის ქვეყნებში, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში და საერთაშორისო ტურნირებში თბილისის მერიის სპორტული დელეგაციების, მწვრთნელთა და დამხმარე პერსონალის მივლინება;“; დ. გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) სამსახურს დაქვემდებარებული სპორტის ბაზების მოვლა-პატრონობა;“; დ. დ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) სამსახურის ამოცანების განხორციელების მიზნით, სპორტის სფეროში შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან და იურიდიულ პირებთან თანამშრომლობა.“; ე) მე-4 პუნქტის: ე.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ახალგაზრდების პრობლემებთან დაკავშირებით კვლევითი საქმიანობის განხორციელება, პრიორიტეტული საკითხების გამოვლენა და მათი გადაწყვეტის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რეკომენდაციების და წინადადებების შემუშავება, ახალგაზრდობის სფეროში ერთიანი ახალგაზრდობის პოლიტიკის გატარება;“; ე.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ახალგაზრდებში სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით მასობრივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ახალგაზრდების მოხალისეობის, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა;“; ე.გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ახალგაზრდული ინიციატივებისა და იდეების მხარდაჭერა, ნიჭიერი ახალგაზრდების წახალისების პროგრამების შემუშავება, ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის განვითარების მიზნით პროექტების ხელშეწყობა;“; ვ) მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფი იურიდიული პირებისთვის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და განვითარების შესახებ შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების, პროექტების მომზადება და მათი განხორციელების უზრუნველყოფა; „ბ) სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფი იურიდიული პირების ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავება, მათი განხორციელების უზრუნველყოფა; „გ) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებების, შეთანხმებების, მემორანდუმებისა და სხვა დოკუმენტაციის პროექტების მომზადება;“; 2. მე-5 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის: ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფი იურიდიული პირების განვითარების ხელშეწყობა, მათი საჭიროებების შესწავლა და ანალიზი;“; ა.ბ) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფ იურიდიულ პირებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რეაბილიტაცია და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; „გ) სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფი იურიდიული პირების წლიური ანგარიშების შესწავლა;“; ა.გ) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ა.დ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსების შესახებ განცხადებების განხილვა და კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების განხორციელება;“; ბ) მე-3 პუნქტის: ბ.ა) „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა; „დ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში სახალხო და სახელმწიფო დღესასწაულების კონცეფციების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა; „ე) მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების კულტურის სფეროს მიკუთვნებული წარმატებული პროექტების მოძიება და გამოცდილების გაზიარება; შესაბამის ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა; „ვ) კულტურის სფეროს მიკუთვნებული საერთაშორისო და გაცვლითი ღონისძიებების განხორციელება, თბილისთან დაძმობილებულ ან/და მსოფლიოს სხვა ქალაქებთან ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;“; ბ.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ინკლუზიური ხელოვნების და განათლების მიმართულების განვითარება;“; ბ.გ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით კონკურსების ორგანიზება;“; ბ.დ) „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. კომპეტენციის ფარგლებში განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ფუნქციებია: ა) განათლების საქალაქო სფეროს განვითარებისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროში მუნიციპალური პროგრამების მომზადება და მართვის ორგანიზება, ამ მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავება; ბ) განათლების და ახალგაზრდობის სფეროს პერსპექტიული განვითარების ძირითადი მიმართულებების, აგრეთვე, ამ სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; გ) განათლების და ახალგაზრდობის მიმართულებით საქალაქო პროგრამების მიმდინარეობისას ადმინისტრირებისა და ანალიტიკური სამუშაოების განხორციელება; დ) განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფ იურიდიულ პირებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; ე) განათლების და ახალგაზრდობის მიმართულებით ინფრასტრუქტურის განვითარება, ახალი ცენტრების მშენებლობის მიზნით პროექტების მომზადება და განხორციელება; ვ) სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფი საგანმანათლებლო, სკოლისგარეშე და ახალგაზრდული დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია; ზ) საერთაშორისო პროგრამების დანერგვის ხელშეწყობა, დამეგობრებულ ქალაქებთან ერთად ერთობლივი საგანმანათლებლო და ახალგაზრდული პროგრამების განხორციელება; თ) ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განვითარება და მათი საქმიანობის მხარდაჭერა, ახალგაზრდული ინიციატივების წახალისება, ახალგაზრდების განვითარებისა და მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობა; ი) ევროკავშირის ახალგაზრდულ პროგრამებში მონაწილეობის უზრუნველყოფა; კ) ახალგაზრდებში მოხალისეობის განვითარება, სოციალური მეწარმეობის პროექტების მხარდაჭერა, ახალგაზრდულ სფეროში დასაქმებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა, ახალგაზრდობის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება; ლ) ახალგაზრდებისათვის დასვენების, რეკრეაციის, გართობის, დასაქმების, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა, ამ მიზნით შესაბამისი პროექტების და პროგრამების განხორციელება; მ) განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში, საჭირო ბიუჯეტისა და სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა და სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; ნ) წარმატებული სტუდენტების წახალისება, უმაღლესი განათლების მხარდაჭერა და სტუდენტთა ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი დაფინანსების პროგრამების განხორციელება; ო) პროფესიული განვითარების, მათ შორის პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამების შემუშავებაში და განხორციელებაში მონაწილეობა; პ) სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფი იურიდიული პირების წლიური ანგარიშების შესწავლა; ჟ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.”; დ) მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სპორტის სფეროში სხვადასხვა იურიდიულ პირთან თანამშრომლობა;“; ე) მე-5 პუნქტს „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) სპორტული მედიცინის და ფიზიკური რეაბილიტაციის სერვისების განვითარების ხელშეწყობა; ვ) მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სამსახურს დაქვემდებარებული სპორტული ობიექტების მართვის კოორდინაცია და სპორტის ბაზების მოვლა-პატრონობა;“; ზ) მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში და საერთაშორისო ტურნირებში თბილისის მერიის სპორტული დელეგაციების, მწვრთნელთა და დამხმარე პერსონალის მივლინება;“; თ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. კომპეტენციის ფარგლებში, მონიტორინგისა და შეფასების განყოფილების ფუნქციებია: ა) სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფი იურიდიული პირების საქმიანობის მონიტორინგი; ბ) საჭიროებისამებრ, სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფი იურიდიული პირების პრობლემების იდენტიფიცირება და საჭიროებების დადგენა; გ) მუნიციპალური პროგრამების, ღონისძიებების/ აქტივობების/ პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი, შეფასება და შესაბამისი დასკვნების მომზადება; დ) დაფინანსებული პროექტების განხორცილების შესახებ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ფაქტობრივი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადების კონტროლი, წარმოდგენილი დოკუმენტაციის ფინანსური და სამართლებრივი მხარის შესწავლა/ვიზუალური მასალის გაცნობა; ე) მონიტორინგის ოქმების ფორმების შემუშავება, მოხსენებითი ბარათისა და მიღება-ჩაბარების აქტის მომზადება; ვ) პროექტების განხორციელების შესახებ დადებული ხელშეკრულებით მეორე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში საჯარიმო სანქციების გაანგარიშება, სამსახურის შემდეგი პროგრამების მიმართულებით: „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი: 08 05), „შემოქმედებითი თბილისი“ (კოდი: 08 09) და „ინკლუზიური ხელოვნების და განათლების ხელშეწყობა (კოდი: 08 13); ზ) სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფი იურიდიული პირების სამუშაო პროცესის მონიტორინგი; თ) სამსახურის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი, შესრულების ვადების კონტროლი, შესაბამისი მოხსენებითი ბარათების და ინსპექტირების აქტების მომზადება;”; ი) მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღრიცხვა; კ) ინვენტარიზაციის პროცესის მართვა; ლ) სრულ ინდივიდუალურ მატერიალურ პასუხისმგებლობაზე ხელშეკრულებების მომზადება; მ) სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის/ორგანოს მიერ შემოწმებული მუნიციპალური ობიექტების დასკვნების შესწავლა და რეაგირება; ნ) მონიტორინგისა და შეფასების განყოფილების მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება; ო) სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები